შვლის სრულ წლოვან ადამიანად გახდომა განსაკუთრებული შემთხვევაა მშობლების ცხოვრებაში. ბევრი დღემდე თვლის, რომ ეს გარდატეხის პერიოდია და ადამიანმა ამ ასაკიდან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იცხოვროს მომავალში. ზოგიერთი მშობელი შვილს თავისუფალ გარემოში უშვებს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვიმსჯელებთ.
სრულწლოვანი შვილი
“ჩემი მშობლები მოუთმენლად ელოდნენ ჩემს სრულწლოვანებას. ისინი რაღაც მნიშვნელოვანისთვის მამზადებდნენ. სიმართლე გითხრათ, მეგონა რამე მასშტაბურ საჩუქარს გამიკეთებდნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.როდესაც შემისრულდა 18 წელი, მშობლებმა მითხრეს, რომ ამიერიდან ცალკე ვიცხოვრებდი. ჩამილაგეს ნივთები და სახლიდან გამიშვეს. თავიდან ხუმრობა მეგონა. მე ხომ არასდროს მიცხოვრია მარტოს და არაფრის კეთება არ ვიცოდი, მაგრამ დედა და მამა არ ხუმრობდნენ.როდესაც ვკითხე, თუ როგორ უნდა გადამეხადა ბინის ქირა, მიპასუხეს, რომ რამდენიმე თვის თავად გადაიხადეს მერე კი მე ვიმუშავებდი და თვითონ მოვახერხებდი ამას.მთელი საღამო ისტერიკა მქონდა. არ მესმოდა რატომ მომექცნენ ასე და როგორ უნდა მეცხოვრა მარტოს. ვსწავლობ პირველ კურსზე პედაგოგიურ ინსტიტუტში. ყველაფერი კარგად იყო ჩემს დაბადების დღემდე.ეხლა წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა შევუთავსო სწავლა და სამსახური ერთმანეთს ხომ არ წავიდე მაკდონალდსში? იქ მეგობარი მუშაობს და უკმაყოფილო არ არის, მაგრამ მერე? ბინის ქირის გადახდა, კომუნალურები და საკვები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მეეჭვება ჩემს ასაკში ისეთი სამსახური ვიშოვო, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე. ნუთუ ჩემს მშობლებს სჯერათ, რომ ამას შევძლებ? სასოწარკვეთილი ვარ მეგობრები შოკში არიან. მეუბნებიან რომ დამეხმარებიან, თუ რამე დამჭირდება, მაგრამ მუდმივად ჩემთან ხომ არ იქნებიან? ალბათ სწავლის მიტოვება მომიწევს. არ მეგონა, რომ ჩემი სრულწლოვანება ასე თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას
რედაქციისგან: 18 წლის ბავშვის სახლიდან გაგდება მხოლოდ ზედმეტად გულუბრყვილო ან ძალიან თავდაჯერებულ მშობლებს შეუძლიათ შეუძლებელია, ერთდროულად იმუშავო დ კარგად ისწავლო. ბევრ სტუდენტს ვიცნობ, რომელსაც მუშაობა მოუწია რათა თავისი სწავლის ფული შეეგროვებინა.შედეგად, უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შეძლეს. ჩვენი რესპონდენტის მშობლები ალბათ დარწმუნებულები არიან, რომ მათი გოგონა ზეადამიანია, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ფეხზე დადება. ფაქტია, რომ გაუფრთხილებელი ქმედების გამო გოგონამ უკვე დიდი სტრესი მიიღო, რაც მუდმივად შეახსენებს თავს. ასეთ სტრესთან გამკლავება ბავშვისთვის, რომელსაც აქამდე მშობელბი უზრუნველყოფდნენ რთული იქნება. ეს დიდი სისულელეა.შეიძლება მშობლები ფიქრობენ, რომ გოგონა მალე იპოვის მეორე ნახევარს და გათხოვდება. სასურველია, რომ მისი რჩეული ასაკით უფროსი იყოს და ბევრი ფული ქონდეს. შედეგად, აღარ მოუწევს მუშაობა, მაგრამ რამდენად ლოგიკურია ეს?
მშობლებმა არ გაითვალისწინეს, რომ მათი მოულოდნელი გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში ახლო კავშირს გაწყვეტს შვილთან. ეს არ იქნება გასაკვირი, რადგან დაიკარგება ნდობა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? რამდენად სწორად მოიქცნენ გოგონას მშობლები და შეიძლება თუ არა გაუფრთხილებლად გაუშვა შვილი სახლიდან და მიანდო თავისუფალ დინებას.