ხავი წარმოადგენს იაფ და მძრავრ ბოსტნეულს თქვენს საოჯახო აფთიაქში, რომელიც მრავალ უსიამოვნებას მოგაშორებთ.

177

ხახვი მეტად სასარგებლო მცენარეა. მას, თამამად შეიძლება, ბუნების საჩუქარი ეწოდოს. ჩვენ, ადამიანები, მივეჩვიეთ ხახვის საკვებად გამოყენებას (ეს ბოსტნეული ხომ უამრავი კერძის განუყოფელი ნაწილია) და არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ წლის ნებისმიერ დროს ხელთ გვაქვს საკმაოდ იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალება, უამრავი დაავადების წამალი.

რას შეიცავს ხახვი?

ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის – გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე – კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და
სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხახვი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მასში შემავალი კალციუმის ნაერთები ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. ხახვისგან არაერთი სამკურნალო საშუალებაა მიღებული. მაგალითად, პრეპარატი ალილჩეპი, ხახვის სპირტიანი გამონაწვლილი, გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ათეროსკლეროზის დროს. გამონაწვლილის გლიცერინიანი ნარევით, ალილგლიცერით,
შეკითხვა ექიმს
– რას მეტყვით იაპონურ საფორაზე? მითხრეს, ნაყენის თმებში შეზელა თმის ცვენის შესაჩერებლად. რა ინფორმაცია გაქვთ ამ მცენარეზე?
მკურნალობენ ტრიქომონადულ კოლპიტს (ტრიქომონათი გამოწვეულ საშოს ანთებას). ხახვის ახალგამოწურული წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს სპერმის წარმოქმნას, ზრდის სქესობრივ პოტენციას, ეფექტურად უწევს პროფილაქტიკას და მკურნალობს ათეროსკლეროზულ პროცესებს, ვინაიდან ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ხახვს ძველთაგანვე მიაწერდნენ ენერგიის მომატების და ტკივილის გაყუჩების უნარს. ამის გამო ის რომაელ ჯარისკაცთა რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. კანიანად შებრაწული ხახვის ბოლქვებს თხის რძეში ალბობდნენ და ჯარისკაცებს ტკივილის დასაამებლად და იარების მოსაშუშებლად ჭრილობებზე ადებდნენ. ეს მეთოდი დღესაც პოპულარულია. ხახვის ფიტონციდების შესუნთქვა ეფექტურია ბრონქიტის, ხველის, საზოგადოდ, ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის დროს.

  1. 1 თვის განმავლობაში, ყოველ დილა-საღამოს თაფლის და ხახვის წვენის (1:1) ნარევის მიღება ბრონქული ასთმის დროს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
  2. სხეულზე მეჭეჭების გაჩენის დროს ნედლი ხახვის ნაჭერი აიღეთ, ძმრის ესენციით გაჟღინთეთ და ახალ წარმონაქმნზე დაიდეთ. ლეიკოპლასტირით დააფიქსირეთ. 1-2 დღეში კომპრესი მოიხსენით. თუ მეჭეჭი გამქრალი არ იქნება, პროცედურა გაიმეორეთ.
  3. თუ პნევმონია (ფილტვების ანთება) ძალიან მიშვებული არაა, ხახვის კომპრესები დაგეხმარებათ. საღამოს, ძილის წინ 1 მუჭა დაქუცმაცებული და შემთბარი ხახვი მკერდსა და ზურგზე თანაბრად გადაინაწილეთ და წაისვით. სახვევით დააფიქსირეთ. კომპრესი დილამდე გაიჩერეთ. პროცედურა გამოჯანმრთელებამდე ყოველდღე გაიკეთეთ.
  4. სახსრების ტკივილის დროს მოხარშული ხახვი ამავე რაოდენობის შავი კვლიავის ზეთს აურიეთ. 1-2 ს/კ ნარევი დღეში 2-ჯერ მიიღეთ. ამავდროულად მტკივნეულ სახსრებზე შავი კვლიავის და პიტნის ზეთი შეიზილეთ. პროცედურა გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.
  5. ამ საშუალების დახმარებით მოტეხილობის დროს ძვლების სწრაფად შეხორცებას ხელს შეუწყობთ. ხახვის წვნიანი ცხოველის (შეიძლება ძროხის) ტვინისგან მომზადებული ბულიონით მოხარშეთ და ყოველ სადილობაზე დალიეთ. თაბაშირის მოხსნის შემდეგ ხახვი ნედლი სახით ხშირად მიიღეთ. ასე მყესებს გააძლიერებთ და ძვლების გაზრდას დააჩქარებთ.
  6. ჰეპატიტის დროს რეკომენდებულია 300 გრ ნედლი ხახვი, 2 ს/კ აბზინდას ფოთლები, 200 გრ საზამთროს თაფლი დააქუცმაცოთ და აურიოთ. ამ ნარევს 0,7 ლ თეთრი, მშრალი ყურძნის ღვინო დაასხით. 20 დღე გააჩერეთ, ყოველდღე შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  7. საზამთროს თაფლი საზამთროს ახალ დაწურული წვენისგან მიიღება. რბილობი დააქუცმაცეთ, საწურში გაწურეთ, შემდეგ 2 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და გაზზე დადგით. მიღებული ქაფი მოხადეთ, წვენი კვლავ გაწურეთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. როცა წვენის მოცულობა 5-6-ჯერ შემცირდება, მზაობა შეამოწმეთ. საზამთროს თაფლი ყოველთვის თხელია. მინის ქილებში ჩაასხით და სუფთა ქსოვილით შეკარით.ამ რეცეპტის დახმარებით ანემიის, წყალმანკის, პროსტატის, ცისტიტის, პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის განკურნებას შეძლებთ. 200 გრ საზამთროს თაფლი, 300 გრ დაქუცმაცებული ნედლი ხახვი აურიეთ, 600 მლ თეთრი ყურძნის ღვინო დაასხით და 2 დღე დააყენეთ. ხშირად აურიეთ. შემდეგ გადაწურეთ და დღეში 2-4 ს/კ ნაყენი გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.
  8. ალბუმინურიის დროს (შარდში ცილების გაჩენისას) 300 გრ დაქუცმაცებულ ხახვს 200 გრ საზამთროს თაფლი, 1 ს/კ დაქუცმაცებული როზმარინის ფოთლები დაუმატეთ. ნარევს 0,7 თეთრი ყურძნის ღვინო დაასხით და 20 დღე ბნელ, გრილ ადგილას გააჩერეთ. პერიოდულად აურიეთ. შემდეგ გადაწურეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით დალიეთ. პროცედურა შარდში ცილების სრულ გაქრობამდე დალიეთ.
  9. შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად ნედლი სახით 1 ნაჭერი ხახვი შეჭამეთ. ამ მიზნით 60 მლ ნიგვზის ფოთლების წყლის ნაყენი, 150 მლ ხახვის ნაყენი და 40 მლ მარმუჭის ბალახი აურიეთ. მიღებული ნარევი 0,5-1 ჩ/კ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.
  10. წყალმანკი (ასციტი). 1 ლ წყალში 3 საშუალო ზომის ხახვი 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ ყოველდღიურად ჭამის შემდეგ 50 მლ ნახარში დალიეთ.
  11. თავის ტკივილის შესამცირებლად თანაბარი პროპორციით დაქუცმაცებული ხახვი, დაფქული მიხაკი, ზეითუნის ზეთი აურიეთ და ხახვის მომზადებამდე ხარშეთ. გაგრილების შემდეგ საფეთქლებში შეიზილეთ, ასევე 1 ს/კ ძილის წინ მიიღეთ. თავის ტკივილი გაქრება.
  12. მათ, ვისაც ნეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება ან მარილების დაგროვება აწუხებთ გირჩევთ ასე მოიქცეთ. გაუთლელი ხახვი 7-10 ყავის მარცვლებივით მოხალული ახალი ფინიკის კურკების ბირთვით გაჟღინთეთ, მოხარშეთ. ამის შემდეგ ხახვის ფურცლები მოაშორეთ და შეჭამეთ. პროცედურა 1 კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაატარეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ.
  13. დიფთერიის დროს ხახვი პაციენტის მდგომარეობას შეამსუბუქებს. ნედლი ხახვი დაჭყლიტეთ, მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე წვენის აორთქლებამდე ხარშეთ. ამის შემდეგ პაციენტი ლოგინზე დააწვინეთ და ყელზე ხახვის ფაფის კომპრესი გაუკეთეთ. დაფიქსირება საჭირო არაა. კომპრესი დაახლოებით 1 საათით გაიჩერეთ. მდგომარეობის გაუმჯობესებამდე პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ. გარდა ამისა, დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ 1 ჭიქა ხახვის, ლიმონის და თბილი წყლის (1:1:1) ნარევი დალიეთ.
  14. თავბრუსხვევის დროს გაუთლელი ხახვი ილით გაჟღინთეთ, ღუმელში გამოაცხვეთ და ნედლი ან ზეითუნის ზეთთან ერთად შეჭამეთ. სიმსუბუქეს იმწამსვე იგრძნობთ.
  15. დილა-საღამოს მტკივნეულ თვალში 2-3 წვეთი ახალ დაწურული ხახვის წვენის და თაფლის ნარევი (თანაბარი პროპორციით აიღეთ) ჩაიწვეთეთ. ამ მეთოდით კატარაქტის საწყის ეტაპს გაუმკლავდებით. მხედველობა გაუმჯობესდება, თუ 3 მლ ახალ დაწურულ ბაბუაწვერას წვენს, 2 მლ ხახვის წვენს და 4 მლ ნატურალურ თაფლს აურევთ, 3 საათით ბნელ ადგილას გააჩერებთ, შემდეგ ქუთუთოზე წაისვამთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. ძალიან მალე სათვალეებზე უარს იტყვით.
  16. დიარეას მოსაშორებლად 20 გრ ყავის მარცვალი და პატარა ხახვი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ თაფლი აურიეთ და შეჭამეთ.
  17. ხახვი ყაბზობის დროსაც გიშველით. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ, 1 ჭიქა ძროხის რძე დაასხით და შეჭამეთ. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ.
  18. ყოველდღე ხახვის წვენის და ულუმბოს ნახარშის ნარევი თაფლით ან ლერწმის შაქრით დაატკბეთ და დალიეთ. ასე მეტეორიზმს მოიშორებთ. ამავე პრობლემას ხახვის მწნილის მიღებითაც მოიშორებთ.
  19. ადენომას ან პროსტატის საწყის ეტაპზე კაცებმა 1 ს/კ დაქუცმაცებულ ხახვს 1 ჭიქა ვაშლის ძმარი უნდა დაასხან, 3 დღეში გადაწურონ და დილით, უზმოზე 50 მლ ნაყენი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მიიღონ.
  20. თუ ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება ხახვი ზეითუნის ზეთს ან თაფლს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ ამ ნარევით სახვევი გაჟღინთეთ და ჭრილობაზე დაიდეთ. ყოველდღე შეიცვალეთ. 1 კვირაში ჭრილობა სრულად გაქრება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს