ხახვის ფურცლებით მკურნალობის 9 რეცეპტი. ღირებული წამალი არ გადაყაროთ, შეაგროვეთ და იმკურნალეთ.

0
5855

ხახვის ფურცლები ძალიან სასარგებლოა. დამტკიცებულია, რომ მასში შედის ბევრი ვიტამინი და ნივთიერება, რომელსაც კარდიოტონური, მასტიმულირებელი, ადაპტოგენური, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სხვა თვისებები გააჩნია. ძალიან ხშირად ხახვის ფურცლებს სამკურნალო და ვიტამინების პრეპარატების მოსამზადებლად იყენებენ. მისგან ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის სამკურნალო ეფექტის მქონე საშუალებას ამზადებენ, რაც სისხლძარღვების ელასტიკურობას ზრდის.

ხახვის ფურცლები პროსტატის ჯირკვლის და ცისტიტის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება. 3 ჩ/კ ხახვის ფურცლებს 0,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 4 საათით დააყენეთ. ნაყენი თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაასხით და მასში წყლის გაგრილებამდე ჩაჯექით. პროცედურა გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ. ნახარშით ლარინგიტის დროს ყელი გამოივლეთ.

ყველას გირჩევთ, რომ ხახვის ფურცლები არ გადაყაროთ, არამედ ქაღალდის პაკეტში შეინახოთ. ხახვის ფურცლების ნახარში ორგანიზმს აუცილებელი მიკროელემენტებით ავსებს, სისხლს წმენდს, იმპოტენციის დროს გვეხმარება, უძილობას და კრუნჩხვებს აქრობს. საღამოს მწიკვ გარეცხილ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ძილის წინ დალიეთ.

ხახვის ფურცლების, ფიჭვის წიწვების, ძირტკბილას ფესვების და ასკილის ნაყოფისგან მომზადებული ნახარში ორგანიზმს წმენდს და ბევრი დაავადების, მათ შორის სიმსივნის პროფილაქტიკას წარმოადგენს. 1 ს/კ ხახვის ფურცლები, 40-50 გრ ფიჭვის წიწვები, 1 ჩ/კ ძირტკბილას ფესვი აურიეთ და 2 ლ წყალი დასხით. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე კიდევ 20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ნახარშს 2 ს/კ დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი დაუმატეთ, კიდევ ნახევარი წუთით ადუღეთ, შემდეგ თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 10-12 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. გააგრილეთ და ოთახის ტემპერატურამდე შემთბარი აუცილებლობის შემთხვევაში დალიეთ.

ხახვის ფურცლების ნაყენით ჩირქოვან ჭრილობას წმენდენ, რაც სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს. ასევე ნაყენს ანგინის დროს ყელში ივლებენ.

ხახვის ფურცლები ონკანის წყალსაც წმენდს. 3 ლიტრიანი ქილა წყლით აავსეთ და 2-3 ს/კ ხახვის ფურცლები დაუმატეთ. ფანჯრის რაფაზე ან სხვა განათებულ ადგილას დადეთ. 2 საათში გემრიელი, სამკურნალო ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ. სცადეთ, არ ინანებთ.

ხახვის ფურცლების ნახარშით თავი რეგულარულად დაიბანეთ. ასე ქერტლს მოიშორებთ და თმის ცვენას შეაფერხებთ, თმა რბილი, ხავერდოვანი და მბზინვარე გახდება. ნახარშის მოსამზადებლად 1 მუჭა ხახვის ფურცლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით და 5-10 წუთით ხარშეთ.

ხახვის ფურცლები ძირმაგარას და სხვა აბსცესებს მოგაშორებთ. ხახვი უნდა მოხარშოთ, დააქუცმაცოთ და ასევე დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთლებს აურიოთ. ამის შემდეგ ნარევს თაფლი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ, შემადგენლობა თხევად მასამდე მიიყვანეთ. მისგან კვერები მოამზადეთ და ძირმაგარაზე დაიდეთ. სახვევით დაიფიქსირეთ. 1-2 დღეში მთელი ჩირქი გამოვა. კომპრესი მოიშორეთ და კანი სპირტით ან არყით გაიწმინდეთ. მსგავსი კომპრესი ქუსლებზე და ფეხის ძირებზე ღრმა ნახეთქების სამკურნალოდაც გამოიყენება.

მარტივი და იაფი საშუალება პროსტატის დროს. 0,5 ჭიქა ხახვის ფურცლები (ცივ წყალში გარეცხეთ) ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 600 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 3-5 წუთით ადუღეთ. 1 საათით დააყენეთ. 50 გრ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ხახვის ფურცლები გულის, თირკმლების მუშაობაზე კარგად მოქმედებს, ორგანიზმიდან წიდები გამოაქვს. მკურნალობის კურსი – 30 დღე, 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ხახვის ფურცლების დახმარებით მწირი მენსტრუაციის დროს ციკლის დარეგულირებას შეძლებთ. 2 კგ ხახვის ფურცლებს 3 ლ წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ მუქ წითელ ნახარშს არ მიიღებთ. შემდეგ ნახევარი ჭიქა ნახარში დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი