ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებელია იმის გაცნობიერება, თუ რა ძვირფასია ოჯახური ცხოვრება ადამიანისთვის. რთული სამუშაოს ყოველდღიური პრობლემების და სხვადასხვა უსიამოვნებების ფონზე გავიწყდება ვისთვის და რისთვის აკეთებ ამას. მაგალითად როგორც ერთ ახალგაზრდა ოჯახში იყო ანასტასია და გუგა, მათ ამბავს დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით.
ოჯახის ფასი ადამიანისთვის
გაცნობა და სიყვარული – ანასტასია და გუგას ერთმანეთი პირველივე საუბრიდან შეუყვარდათ. ისინი იმყოფებოდნენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც გუგას არ უნდოდა დარჩენა და ერთი სული ქონდა წასულიყო სალხლში და დაესვენა. ამ დროს დაინახა ანასტასია და მისი ყველა დაღლა და უსიამოვნება იმ წუთში გაქრა. ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებოდნენ და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. 1 წლის მერე შეეძინათ ლამაზი, ჯანმრთელი ვაჟი. იმისათვის რომ, ოჯახი უზრუნველეყო და მეტი გამოემუშავებინა, გუგა ახალ სამსახურში გადავიდა და სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ფული მეტი ჰქონდათ, მაგრამ მძღოლის პროფესია იმას ნიშნავდა, რომ გუგა ხშირად არ იქნებოდა სახლში. ანასტასია თავიდან ძალიან დარდობდა და ქმრის ყველა დაბრუნების შემდეგ პატარა დღესასწაულებს აწყობდა. ის ამზადებდა საზეიმო ვახშამს.
ოჯახური ცხოვრება – იმ საღამოს გუგამ მორიგი რეისიდან უნდა დაბრუნებულიყო სახლში. ანასტასია სადილს ამზადებდა როდესაც ტელეფონმა დარეკა, ეს იყო გუგა.
- -მაპატიე საყვარელო, დღეს ვერ მოვალ სახლში, მანქანა გაფუჭდა და ხვალ ჩამოვალ.
- -კარგი, მაშინ ხვალ გელოდები.
ანასტასიამ გადაწყვიტა ცოტა გახალისებულიყო და თავისი მეგობარი მიიპატიჟა. 15 წუთში ისინი სამზარეულოში ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ.ანასტასიას არ უყვარდა ხმაურიანი კომპანია და სახლში ფუსფუსი ერჩივნა, ხოლო მისი მეგობარი პირიქით იყო. ენერგიულ და ხალისიან მარის ყოველთვის შეეძლო მოეყოლა ახალი ურთიერთობების და რომანების შესახებ. სწორედ ერთ-ერთი თავგადასავალის მოყოლის დროს დარეკა გუგამ.
დაუმთავრებელი საუბარი – გუგას უნდოდა მშვიდობიანი ღამე ესურვებინა ცოლ-შვილისთვის. ანასტასიამაც იგივე უსურვა და ტელეფონი დადო, თუმცა გათიშვა დაავიწყდა და რასაც თავისი მეგობრისგან ისმენდა, ყველაფერი ესმოდა გუგასაც.
- -რაღაცნაირად საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი, ამბობდა მარი გუგაზე – არასდროს გიფიქრია, რომ შენი ქმარი შეიძლება სულაც არ იყოს სამსახურში?
- -არა, რას ამბობ!
- -აბა დაფიქრდი. ის სულ წასულია, შენ კი სახლში ზიხარ, ფერიც აღარ გადევს სახეზე. წამოდი, გავიდეთ ქალაქში, ერთი კარგი ადგილი ვიცი.
- -არა, მადლობა. ისე, მართლა ფიქრობ, რომ გუგას შეუძლია…
- -რატომაც არა, ყველა კაცი ერთნაირია!
ეს ყველაფერი მოისმინა გუგამ, მას ახლა ბევრი რამ ქონდა გასაანალიზებელი.
მეორე დღეს – ანასტასიას დიდხანს არ შეეძლო დაძინება, მას სულ თავში უტრიალებდა მარის სიტყვები. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ იქნება, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბოლოს ჩაეძინა და ნახა სიზმარი, რომ გუგა წავიდა სხვა ქალთან, უფრო ლამაზთან და მომხიბვლელთან. დილით ქმარი სახლში დაბრუნდა – ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ-უთხრა გუგამ- მაგრამ, ჯერ ხანგძლივი გზის მერე, ვისადილებ. ანასტასია შეშფოთდა, ხმის ტონი და ფრაზა “უნდა დავილაპარაკოთ” ცუდ სცენას უხატავდა გონებაში.გუგამ ისადილა, შემდეგ დაჯდა ცოლის პირისპირ და უთხრა: -მომისმინე, ბოლო პერიოდში საერთოდ ვეღარ გაქცევ ყურადღებას, შენ და ბავშვი სულ მარტოები ხართ, მე კი საჭესთან. ხშირად ვფიქრობ ხოლმე როგორ ჯობია, რომ მოვიქცე.რას ფიქრობ იმაზე, რომ ბავშვი დედაჩემს დავუტოვოთ, ჩვენ კი თურქეთში წავიდეთ დასასვენებლად. ანასტასიამ სიხარულისგან შეჰკივლა და ქმარს მოეხვია. გუგა მოუყვა, რომ მოისმინა მისი და მარის საუბარი და სწორედ მაშინ დაფიქრდა, რომ შესაძლებელია საკუთარ ცოლთან ქონდეს გაუგებრობა ამიტომ გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება დაეთმო მათთვის.
ოჯახის ფასი ადამიანისთვის დასკვნა – მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, ადამიანი რომელიც გიყვარს, იგივეს გრძნობენ და მთავარი ერთმანეთის მიმართ ყურადღებაა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? როგორ წარიმართებოდა ახალგაზრდების ცხოვრება, რომ არა მარის საუბარი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.