დავპირდი დიდი ფულის გადახდა მას, ვინც ჩემს მოხუც დედას მოინახულებდა ყოველ დღე

0
1586

როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს უსამართლო კრიტიკაზე და შევიტანოთ თუ არა ეჭვი საკუთარი ქმედების სისწორეში სხვისი სიტყვების გამო? ბევრი ადამიანები ექცევა საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ და ვეღარ ახერხებენ იმის განსაზღვრას, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აღმოჩენილხართ თქვენ მსგავს სიტუაციაში? თუ კი, რა დაგეხმარათ მდგომარეობიდან გამოსვლაში?

როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს კრიტიკაზე

ჩემი 75 წლის დედა უკვე რამდენიმე წელია სოფელში მარტო ცხოვრობს. მამის გარდაცვალების მერე მეურნეობის გაძღოლა უკვე რთული იყო მისთვის.რა თქმა უნდა, ქმართან ერთად ხშირად ჩავდიოდი და ვეხმარებოდი რითიც შემეძლო, მაგრამ დროთა განმავლობაში გაგვიჭირდა წარა-მარა ქალაქიდან ჩასვლა და მერე დაბრუნება. თან ხან ბავშვებს ვჭირდებოდით, ხან შვილიშვილებს, ხან თავად გვქონდა უამრავი საქმე.ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, საშუალო შესაძლებლობის. მე უკვე პენსიაზე ვარ და ვისვენებ. ჩემი ქმარი ხანდახან მუშაობს. ამბობს, რომ არ შეუძლია სახლში ჯდომა და მანამდე ივლის სამსახურში, სანამ ძვლები არ დაუწყებს ჭრაჭუნს.საერთო ჯამში, ფინანსური საკითხი ჩვენს ოჯახში დარეგულირებულია. ყოველ შემთხვევაში სესხის აღება არ გვიწევს, მადლობა ღმერთს. ამიტომ თვისუფლად შეგვეძლო დედაჩემის ჩამოყვანა და მისი მოვლა. შევთავაზე კიდეც მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრა, რადგან არ უნდოდა თავისი მშბლიური სახლის დატოვება.მე კი ძალიან ვნერვიულობ დედაზე. უცებ რამე რო მოუვიდეს და მე იქ არ ვიყო… ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მომვლელი ამეყვანა.ჩავედი სოფელში და გავიკითხე ადგილობრივებში, ვის შეეძლო დედასთან მისვლა ყოველ დღე და მისი დახმარება? პასუხად მხოლოდ კრიტიკა მივიღე და ვერავინ ვიპოვე.

ყველაფერთან ერთად სოფელში ხმა გავარდა, რომ საკუთარი დედის მიტოვება მინდოდა ეს ჭორები ნათესავებამდეც მივიდა და ყველა მირეკავს, რომ ცხოვრება მასწავლოს.  როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამ ყველაფერზე  თითქოს ცუდი არაფერი გამიკეთებია და მიფიქრია, მაგრამ ლამის დავიჯერო, რომ ცუდი შვილი ვარ.ვფიქრობ რომ ამ სისულელეზე რეაგირება არ ღირს ზოგი ადამიანისთვის მხოლოდ პატარა მიზეზია საკმარისი რომ სხვისი ცხოვრება აკრიტიკოს. როგორ მოიქცეოდით ჩვენი გმირის ადგილას მიაქცევდით თუ არა ყურადღებას უსიამოვნო ჭორებს. რა რჩევას მისცემდი ქალბატონს? გელოდებით კომენტარებში.