ჩემს მენტორს ვკითხე, როგორ გამეზარდა ძლიერი ქალი, მე ხომ ქალიშვილი მეზრდება

170

ბევრისთვის სიტყვათა შეთანხმება “ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი” ასოცირდება მარტოხელა ქალბატონთან, რომელიც ცხოვრობს მარტო, 5 კატასთან ერთად, არ უვლის თავს და ყველაფერთან ერთად ვერ იტანს მამაკაცებს. თუმცა, ეს მხოლოდ სულელური სტერეოტიპია. ქალურობა და შინაგანი სიძლიერე არ არის ურთიერთგამომრიცხავი მცნება. რას ნიშნავს “ძლიერი ქალი” სინამდვილეში? პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ასეთ ქალზე ვისაუბრებთ.

რას ნიშნავს “ძლიერი ქალი”

ქალის შინაგანი ძალა მაშინვე იგრძნობა: ის ასხივებს თავდაჯერებულობას და საკუთრი თავის პატივისცემას. ძლიერ ქალს აქვს განსაკუთრებული ენერგეტიკა, მისი დავიწყება შეუძლებელია. ყველა ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის სრული მზადყოფნით ხვდება. ყველაზე ნეგატიური შემთხვევაც კი მისთვის ფასეული გამოცდილება და საჭირო გაკვეთილია.ძლიერი ქალი თავად მართავს თავის ცხოვრებას და არ მიყვება პასიურად დინებას. მას კარგად ესმის, რომ მისი წარმატება, ბედნიერება, ფული მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ასევე კარგად იცის: რაც ჭირდება, არავინ მოართმევს გამზადებულს და თავისი სურვილებისთვის უნდა იბრძოლოს. უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, მიენდოს მას და წავიდეს წინ. ასეთი ქალი არ წუწუნებს ცხოვრებაზე და არ გადააქვს პასუხისმგებლობა სხვებზე.სხვათა შორის, ძლიერი ქალი არ არის მოკლებული ავანტიურიზმს და არ ეშინია რისკზე წასვლა. მას კარგად ესმის , რომ ეს მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელი ნაბიჯია. ყველაფერთან ერთად, ის არ არის ყოვლისშემძლე სუპერ გმირი და აქვს ნამდვილი ქალური თვისებები. მან იცის, რომ სიკეთე, ემპათია, სინაზე და სირბილე – ეს შინაგანი სიძლიერის ნიშნებია და არა სისუსტის.ძლიერ ქალს არ ეშინია მარტოობის და მას სათავისოდ იყენებს – ვითარდება და უფრო სრულყოფილი ხდება. ასეთი ქალი აფასებს პარტნიორთან ურთიერთობას, მაგრამ არ ეთაყვანება მამაკაცს. მას შეუძლია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ არა საკუთარი ინტერესების საზიანოდ, ყოველთვის აქვს საკუთრი აზრი და არ ეშინია მისი გამოთქმა, მაშინაც კი, თუ არავინ ეთანხმება.

ასეთი ქალი არავის მისცემს დაწესებული საზღვრების დარღვევას. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რა უნდა ცხოვრებაში და არ ცდილობს “ერთად ორ სკამზე დაჯდომას”.რაც მთავარია, ძლიერმა ქალმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული. მან იცის , რომ ადამიანს , რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის უპირობო შეყვარება, შეძლებს გასცეს სხვებისთვის სიყვარული და ზრუნვა. თუ ადამიანი შინაგანად ცარიელია, მას არაფრის გაცემა არ შეუძლია.ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს და ადვილი სათქმელია, მაგრამ პრაქტიკაში ამის მიღწევა არ არის მარტივი. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებასთან დამოკიდებულების სახე – ეს ჩვენი არჩევანია. შეიძლება დავითრგუნოთ პრობლემების გამო, ან მივიღოთ მისგან კარგი გაკვეთილი და გამოცდილება.

აქედან გამოდინარე, მხოლოდ ერთი რამ – ჩვენი გადაწყვეტილება გვაშორებს უკეთესობისკენ სწრაფვას და ერთადერთი რაც გვჭირდება, ეს არის მოვუსმინოთ საკუთარ თავს, ჩავიხედოთ ჩვენ სულში და იქ ვეძებოთ კითხვებზე პასუხი. ბუდა ამბობდა: “თქვენ თვითონ, ისე როგორც არავინ სამყაროში, იმსახურებთ თქვენსავე სიყვარულს და ერთგულებას.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს