10 უებარი რეცეპტი უბრალო მდოგვის ფხვნილთ.

0
1097

მინდა, გაგაცნოთ მდოგვის სამკურნალო თვისებები. დარწმუნებული ვარ, ამის ცოდნა არავისთვის იქნება ზედმეტი.

სარეპტული მდოგვი – ესაა ერთწლიანი ბალახეული მცენარე მრავალშტოიანი ღეროთი, 1.5 მეტრამდე სიმაღლის. მას მკვეთრი ყვითელი ყვავილები და ბურთულისებრი, მუქი ალისფერი, იშვიათად, ყვითელი თესლი აქვს. ყვავის მაის-ივლისში. ნაყოფი აგვისტოში მწიფდება. სარეპტული მდოგვი ძალიან კარგად წმენდს სისხლს, ანაყრებს ორგანიზმს ჟანგბადით, სამკურნალო მიზნებით გამოიყენებენ თეთრ და შავ მდოგვს. შავი მდოგვი სარეპულისგან უფრო ღია ფოთლებითა და დახრილი ღეროთი გამოირჩევა. სამკურნალო ნედლეულია მდოგვის თესლი. მათგან ეთერზეთს იღებენ.

დაფხვნილი თესლი გამოიყენება კომპრესებისა და აბაზანის სახით. ჰიპერტონიისა და სტენოკარდიის დასამშვიდებლად, მდოგვის კომპრესებს იდებენ მკერდზე, კეფაზე, წვივის კუნთსა და გულის არეზე. ნევრალგიის, კუნთების ტკივილის დროს, მათ მტკივან ადგილებზე იდებენ. მდოგვის კომპრესის დადებამდე, ჩაალბეთ იგი თბილ და არა ცხელ წყალში.

გაციების სამკურნალოდ, მდოგვის კომპრესების გარდა, მდოგვის ფხვნილისა და წყლის(1 ჩ.კ. ნედლეული 1 ჭიქა თბილ წყალში) ხსნარის კომპრესს 1-10 წუთით იდებენ. სურდოს დროს, მდოგვის ფხვნილს ყრიან წინდებში, იცვამენ და ასე დადიან. სურდო მალევე ქრება.

ყაბზობის დროს განავლის დასარეგულირებლად, მიიღეთ ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილი ან თესლი.

მოწამლვის სიმპტომებსაც მდოგვის ფხვნილი აცხრობს. ამ შემთხვევაში, მიიღეთ იგი თითო მწიკვის ოდენობით, ყოველ მიღებას შორის გააკეთეთ მცირე შესვენება. მალევე დაგეწყებათ ღებინება და მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ჭორფლები გაქრება, თუ მდოგვის ფხვნილს თანაბარი მოცულობით შეურევთ თაფლს, დაუმატებთ ცოტაოდენ თეთრი შროშნის ყვავილებს და მიიღებთ 1 ჩ.კ. ამ მასას დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე ჩაყლაპოთ მდოგვის მთლიანი თესლები. დაიწყეთ 10 მარცვლით და, ყოველდღიურად თითო მარცვლის მომატებით, გაზარდეთ დოზა 20 მარცვლამდე. თუ თესლებს ვერ იშოვით, მოიხმარეთ მდოგვის ფხვნილი – დაიწყეთ 1/4 ჩ.კ.-თი და თანდათან აიყვანეთ დოზა 1 ჩ.კ.-მდე. დააყოლეთ თბილი ზეითუნის ზეთი ან რძე.

ციება აღარ შეგაწუხებთ, თუ ღვინის ჭიქაში გახსნით 1/4 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილს, 1 მწიკვ მარილს და დალევთ ამ ხსნარს. დალიეთ იგი მუდმივად ახალი, დღეში სამჯერ. ეფექტურია შემდეგი რეცეპტიც: 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილს დაასხით 10 ჩ.კ. არაყი, დააყენეთ 8 დღით და მიიღეთ 20-30 წვეთი ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამის წინ.

ობლიტერირებადი ენდარტერიიტი არ განვითარდება, თუ 20 წუთით ფეხებს ნაკლებად ცხელ წყალში ჩაალბობთ, შემდეგ გაიშრობთ და წაისვამთ 0.5 ლ თხევადი თაფლისა და 200 გ მშრალი მდოგვისგან მომზადებულ მასას. შეიხვიეთ კიდურები კომპრესის ქაღალდით, შემდეგ წითელი ხელსახოცით, ხოლო ბოლოს ასეთივე ფერის შალის ქსოვილით. 3 საათში კომპრესი მოიხსენით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში სამჯერ, ერთხელ ღამითაც, ტკივილის სრულად გაქრობამდე.

ვისაც პოდაგრა აწუხებს, ვურჩევ, შემდეგნაირად მოიქცეს: შეურიეთ საღამოს 1 ჩ.კ. მშრალი მდოგვი ნატურალურ თაფლსა და საკვებ სოდას, წაისვით მიღებული მასა მტკივან ადგილზე, წინასწარ გაახურეთ იგი, შეიხვიეთ ცელოფნით, დაიფიქსირეთ ბინტით და გაიჩერეთ კომპრესი ღამით. ასე გააგრძელეთ 12 ღამის განმავლობაში. 2-კვირიანი შესვენების შემდეგ, გაიმეორეთ სამკურნალო კურსი.

ბრონქიტი უკან დაიხევს, თუ საღამოს შეურევთ და შეათბობთ 1 ს.კ. მდოგვს, მზესუმზირის ზეთსა და თაფლს, წაუსვამთ მასას კომბოსტოს ფოთოლს, დაიდებთ მკერდზე, შეიხვევთ და გაიჩერებთ მთელი ღამით. საკმარისი იქნება მხოლოდ რამდენიმე ასეთი პროცედურა.

თუ ფეხები გეყინებათ, ყოველ საღამოს, ძილის წინ, ჩაალაგეთ ფეხები თბილ წყალში, გაიმშრალეთ და შეიზილეთ გამახურებელი მალამო. წინდებში ჩაყარეთ მშრალი მდოგვი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი