პირშუშხას ფოთლები შეუდარებელი საშუალებაა. აფთიაქის 6 ღირსეული ალტერნატივა

805

პირშუშხა არის მცენარე, რომელიც 30-ზე მეტ დაავადებას კურნავს. ქალაქგარეთ მას თითქმის ყველა ბაღსა და ბოსტანში შეხვდებით. ჩვეულებრივ, ნედლი მცენარე კერძებისთვის სუნელის სახიტ იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ მოხარშული ან ხმელი სახით მიირთვათ. სანამ პირშუშხას გაახმობთ, კარგად უნდა გარეცხოთ, მსხვილ სახეხზე გახეხოთ, შემდეგ კი თავიდან 45-500 გრადუსამდე, შემდეგ 60-650 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გაახმოთ. გაშრობის დროს – 5-6 საათია.შეგიძლიათ თეთრეულის ტომსიკაში ჩაყაროთ და გათბობის ბატარეაზე გაახმოთ. ასე არა უმეტეს ერთი დღით ახმობენ. თუ უფრო დიდხანს გააჩერებთ, ის სიმწარეს დაკარგავს. გამომშრალი პირშუშხა მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ.

ამ მცენარეს ოტიტის, კბილის ტკივილის, ლამბლიოზის, ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, კოქსართროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, გაციების, ნახშირორჟანგით მოწამვლის, ჭრილობის შესახორცებლად, ასევე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს იყენებენ. პირშუშხას შესუნთქვაც საკმარისია, რომ იგრძნოთ ორგანიზმის გაწმენდა, ბრონქებიდან ლორწოს გამოდევნა და ამით ხველის და გაციების მოშორება. თუ სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად ბევრი პირშუშხა გჭირდებათ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ამ დროს ბალახის ფიტონციდებმა თვალი რომ არ გააღიზიანონ, ხორცის საფქვავს პოლიეთილენის პაკეტი ჩამოაცვით და რეზინით დაამაგრეთ.

გახეხილი პირშუშხა დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს სამკურნალოდ გამოიყენეთ. ის მარილის მჟავის გამოდევნას აძლიერებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს. 1 ჭიქა გახეხილ პირშუშხას 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 დღე დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ჭიქა ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ.

მარილების დაგროვების დროს პირშუშხას ფოთლებით იმკურნალეთ. დილით ფოთოლი მოწყვიტეთ და ფანჯრის რაფაზე დადეთ. საღამოს მტკივნეულ ადგილას მზესუმზირას ზეთი შეიზილეთ, ზემოდან მოწყვეტილი პირშუშხას ფოთოლი დაიდეთ და შეიხვიეთ. წვას იგრძნობთ, მაგრამ რამდენ ხანსაც შეძლებთ მოითმინეთ. შემდეგ ფოთოლი მოიშორეთ და მაგიდაზე დადეთ. მეორე დღეს შედეგით გაოცებული დარჩებით. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ.

ღვიძლის ციროზის დროს 5 პირშუშხას ფოთოლს 0,5 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით, ბნელ ადგილას 5 დღე დააყენეთ და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

საჭმლის მომნელებელ სისტემას ახალ დაწურული პირშუშხას ფესვი აუმჯობესებს. მას წყალში 1:10 პროპორციით აზავებენ და ½ ჭიქას ჭამამდე სვამენ. შეგიძლიათ გახეხილი პირშუშხას თხელი ფენა პურს წაუსვათ და წვნიანებთან და სხვა ნებისმიერ კერძთან ერთად შეჭამოთ. პირშუშხა შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. რეგულარულად მიიღეთ და შარდის ბუშტის ანთებას მოიშორებთ. ასევე გრიპისგან თავს დაიცავთ.

პირშუშხა სტენოკარდიის დროსაც დაგეხმარებათ. 1 კგ თაფლი და გატარებული პირშუშხა აურიეთ. შემდეგ 1 კგ კანიანად, მაგრამ უკურკოდ გატარებული ლიმონი დაუმატეთ, კვლავ აურიეთ და 1 დღე დააყენეთ. 2 ჩ/კ ნარევი ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე მიიღეთ. სამკურნალო საშუალების დასრულებისას სტენოკარდიას სამუდამოდ მოიშორებთ. გარდა ამისა, ამ ნარევის გამოყენება სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან გაწმენდს, სახეზე ნაოჭებს შეამცირებს და აკნეს გააქრობს.

ეს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო რეცეპტი კი საკუთარ თავზე გამოვცადე. ძალიან ეფექტური საშუალებაა. 1 ჭიქა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი და პირშუშხას ნაყენი (გახეხილი მცენარის ფესვები 1 ჭიქა წყალში 36 საათით დააყენეთ) აურიეთ, შემდეგ 1 ჭიქა თაფლი დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ და მინის ქილაში მოათავსეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ. 1-2 ჩ/კ სამკურნალო საშუალება ყოველდღე, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 1,5-2 თვე. უკვე მეორე კვირას მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შენიშნავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს