ვაქუცმაცებთ ნიორს დანის და ნივრის საჭყლეტის გარეშე

678

იშვიათად, რომ კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს არ მოუწიოთ ნივრის გარეშე კერძის მომზადება. როგორც არ უნდა მიუდგე, ეს პიკანტური ინგრედიენტი საინტერესო გემოს სძენს ყველაზე მარტივ კერძსაც. ამას გარდა, შეწვის დროს ნიორი ზეთს საინტერესო არომატს სძენს, რაც თავის მხრივ, ნაზი სურნელით ავსებს დანარჩენ პროდუქტებს, რომელიც ამის შემდეგ აღმოჩნდება ტაფაზე. რეცეპტების უმრავლესობაში მითითებულია, რომ ნიორი უნდა იყოს წვრილად გახეხილი. დღეს, პაპარაცის ამ სტატიაში, გასწავლით როგორ დააქუცმაცოთ ნიორი დანის და ნივრის საჭყლეტის გარეშე.რაც უფრო წვრილად არის დაჭრილი ნიორი, მით უფრო ინტენსიურია მისი გემო. მაგრამ მისი დაქუცმაცება არ არის მარტივი, მითუმეტეს, თუ დიდი რაოდენობით გჭირდებათ. თუ ორი-სამი კბილი გჭირდებათ, დანით დაჭრით ან სახეხზე გახეხავთ, მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, თუ დიდი რაოდენობის ნიორი გინდათ?(მაგალითად, მარინადისთვის ან დიდი სუფრისთვის)?

როგორ დავაქუცმაცოთ ნიორი

1 . გაფცქვენით ნიორი. საჭრელ დაფაზე დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი და დააწყვეთ ზედ ნივრის კბილები. ზემოდან გადააფარეთ ცელოფნის მეორე ფენა.

2 . აიღეთ ხორცის საბეგვი ჩაქუჩი და დაბეგვეთ ნიორი.უფრო თხელი მასის მისაღებად, გადმოაბრუნეთ საბეგვი ჩაქუჩი წვეტიანი მხრიდან და დაბეგვეთ კიდევ ერთხელ.

5 . მოაცილეთ ცელოფნის ზედა ფენა.

მზად არის! სამზარეულოს ცელოფანი არ გაიხევა, ამასთან, არ დაისვრება არც საჭრელი დაფა და არც საბეგვი ჩაქუჩი. არ გექნებათ გასარეცხი არაფერი. იცოდით ამ ხერხის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს