ჟოლო – როგორ უნდა დავრგოთ ის შემოდგომაზე

336

მებაღეების უმეტესობა ჟოლოს გაზაფხულზე რგავს. მეც ასე გავაკეთე გასულ წელს. შემდეგ კი გავიგე, რომ შემოდგომაზე დარგულ ბუჩქს მეტი უპირატესობა აქვს. ეს საიდუმლო ახალმა მეზობელმა გამიმხილა, რომელმაც ნაკვეთი იყიდა ჩემს მახლობლად ზაფხულის ბოლოს და მისი დამუშავებაც მოასწრო. სხვადასხვა სასარგებლო რჩევებთან ერთად ვისწავლე, როგორ დამერგო ჟოლო სწორად შემოდგომაზე.ნერგების დასარგავად ზუსტი თარიღი არ არსებობს. მისი ვადა დამოკიდებულია ადგილობრივ კლიმატზე, ამინდსა და შერჩეულ ჯიშზე. მაგრამ სამუშაოები ბაღში უნდა დასრულდეს 15-20 დღით ადრე ყინვების დაწყებამდე. ჟოლო სასურველია დარგოთ სექტემბრის ბოლოს – ცივ ადგილებში, ხოლო თბილ რეგიონებში ოქტომბრის ბოლომდეც შეიძლება. ძალიან დაგვიანებული დარგვის შემთხვევაში ნერგები ვერ გაძლიერდება და დაიღუპება.ნერგების გრუნტში მოთავსებამდე ისინი სათანადოდ უნდა მოამზადოთ. მათ ფესვებზე უნდა წარმოიქმნას გვერდითი წანაზარდები. ადრეულ ჯიშებს ეს სექტემბრის შუაში, ხოლო გვიან ჯიშებს სექტემბრის ბოლოს მოსდით

  • როგორ მოვამზადოთ ადგილი დასარგავად  – ადგილის შესარჩევად გაითვალისწინეთ, რომ ჟოლოს ბუჩქს უყვარს მზე და სინათლე, არ უყვარს ორპირი ქარი. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ნაკვეთის რომელ ნაწილში დარგავთ ჟოლოს ბუჩქებს სასურველია, იმ ადგილას 2 წელი დათესოთ სიდერატები.ხოლო, ხანგძლივი ლოდინი თუ თქვენ გეგმებში არ შედის, მიანიჭეთ უპირატესობა ადგილს, სადაც იზრდებოდა მრავალწლიანი ბალახი. მაგალითად, მარწყვი ცუდი წინაპარია ჟოლოსთვის.ჟოლოს ბუჩქი თავს კარგად გრძნობს თიხიან და ქვიშიან ნიადაგებში. თუ მიწის მჟავიანობა მაღალია, დაუმატეთ ცოტა ნაცარი. ის დაეხმარება აზოტის და ფოსფორის წარმოქმნას და მიწას უფრო სასურველს გახდის ჟოლოსთვის.
  • როგორ შევარჩიოთ ჟოლოს ნერგები – ლოგიკურია, რომ ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, რადგან მეტი შანსი აქვს, რომ მარტივად გადაიტანოს ზამთრის სიცივეები, ხოლო ზაფხულში უხი მოსავლით გაგვაბედნიეროს . შეარჩიეთ ნერგები გრძელი ღეროებით- 20სმ. სიგრძის და სისქით 5მმ. ყურადღება მიაქციეთ ფესვებს, ის კარგად უნდა იყოს განვითარებული.ნაყიდი ნერგები თავიდან ჩადეთ 2 დღით წყალში ის ასე შეივსებს წყლის ნაკლებობას. ამის შემდეგ მოაჭერით გამხმარი ტოტები, ხოლო ფესვები ამოავლეთ ნაკელში, რომელიც გახსნილი იქნება წყალში 1:10.
  • დარგვის ბუჩქისებრი მეთოდი  – ეს მეთოდი პოპულარულია მათთვის ვისაც არ შეუძლია დიდი დრო დაუთმოს თავის ტერიტორიას. ჩარგეთ ნერგები სხვადასხვა ორმოში. თქვენ დაგჭირდებათ ზუსტად იმდენი ადგილი, რამდენსაც გეგმავდით.დაიწყეთ ნაკვეთის შემოსაზღვრით. გამოიყენეთ თოკი, ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 0,7–0,9 მეტრი, ხოლო რიგებს შორის – 1,5-2 მეტრი. ამ დაშორებით ამოიღეთ კუბის ფორმის ორმოები 30 სმ. სიღრმეზე.თითოეულ ორმოში ჩაუმატეთ 3-5 კგ. კომპოსტი, 30-50 გრ. სუპერფოსფატი და 20-25 გრ. კალიუმის მარილი. დააყარეთ ცოტა გრუნტი და აურიეთ. გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩარგეთ ნერგი. დააყარეთ ზემოდან მიწა, დატკეპნეთ და დაასხით 5 ლიტრი წყალი.
  • დარგვის ზოლისებრი მეთოდი – თუ ადგილი ბევრი გაქვთ, უკეთესია ჟოლო ამ მეთოდით დარგოთ. ამისათვის დაყავით ნაკვეთი კვლებად. მონიშნეთ ყოველი 2-2,5 მეტრი, შემდეგ ამოთხარეთ 40 სმ. სიღრმის ორმოები იმავე სიგანეზე. მიმართულებ აიღეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რათა კარგად მოხვდეს მზის სინათლე.ამ ორმოებში მოათავსეთ იგივე სასუქები, რაც წინა შემთხვევაში. გრუნტის დამატების შემდეგ ჩარგეთ ნერგები კვალში 30-75 სმ. დაშორებით.იმისათვის, რომ წყალი კარგად გადანაწილდეს მთელს ფართობზე, დარგვამდე გააფხვიერეთ ნიადაგი. ამ შემთხვევაში ნერგები უფრო ღრმად უნდა ჩარგოთ. კარგად დატკეპნეთ მიწა და დაასხით 0,5 ლიტრი წყალი თითო ნერგს. შეგიძლიათ გააბათ თოკი, რათა ჟოლო უფრო მყარად იყოს.
  • ნერგების მოვლა – ნერგების დასაცავად ყინვისა და წყლის სწრაფი დაკარგვისგან, საჭიროა მათილ მულჩირება. ამისთვის გამოდგება თივა, კომპოსტი, ან სხვა ნარჩენები. მულჩის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 5 სანტიმეტრს. პირველი ყინვების მერე დამატებითი დაცვა იქნება ტორფი. დააყარეთ ის სქელ ფენად ძირებზე – 15-20 სმ. ხოლო ზაფხულში მთლიანად მოაშორეთ ის.გამოზამთრების შემდეგ ნერგები უფრო გამძლეები იქნებიან დაავადებების მიმართ. სწორი მოვლის შემთხვევაში, პირველივე მოსავალზე იგრძნობთ სხვაობას. კენკრა იქნება უფრო გემრიელი.

ეხლა უკვე იცით, როგორ დარგოთ ჟოლო შემოდგომაზე, თქვენ გამოგიყენებიათ ეს მეთოდი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს