შეიძინეთ ექინაცეა აფთიაქში, მთელი ოჯახისთვის – 10 სამკურნალო რეცეპტი

0
1021

ექინაცეა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც სიმაღლეში 50-100 სმ იზრდება. ფესვთა სისტემა წარმოდგენილია ფესურათი, რომელიც ძლიერ განშტოებულ ღია ყავისფერ ფესვში გადადის. მას ერთი ან რამდენიმე ღერო, ვიწრო ხაზოვანი ან შუბისებრ-ოვალური ფოთლები აქვს. ყვავილები მსხვილ კალათაშია შეკრებილი (10 სმ დიამეტრი), შუაში ბორცვით. ნაყოფი – ჩაბრუნებული პირამიდა, ოთხ წახნაგოვანი, ნაცრისფერ-ყავისფერი თესლი. მცენარე ყვავილობას მეორე წელს იწყებს და ყვავილობა 75 დღემდე გრძელდება.

სამკურნალო ნედლეულის სახით გამოიყენება ბალახი ექინაცეა, მისი ფესურა და ფესვები. ბალახს ყვავილობის პერიოდში ამზადებენ, ამისთვის აყვავებულ კვირტებს 25-35 სმ სიგრძეზე ჭრიან. ფესურას და ფესვებს შემოდგომაზე თხრიან, ასუფთავებენ, მიწას აშორებენ, რეცხავენ და ნაჭრებად ჭრიან. ნედლ მასალას 40-45 გრადუსზე ან კარგად განიავებულ შენობაში ახმობენ.

ექინაცეასგან ძვირადღირებული მედიკამენტის მომზადება აუცილებელი არაა. საკმარისია მცენარე ვეგეტაციის ბოლოს მოკრიფოთ, სიბნელეში გაახმოთ, დააქუცმაცოთ და როგორც ჩაი, ისე გამოიყენოთ. ასე იმუნიტეტს გააძლიერებთ და ორგანიზმს გაციებისგან დაიცავთ. ჩაის მოსამზადებლად 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთით დააყენეთ. დღეში 1 ჭიქა ჩაი 1 თვის განმავლობაში დალიეთ. ამის შემდეგ 1 თვით შეისვენეთ. შემდეგ სამკურნალო კურსი კვლავ გაიმეორეთ.

წნევის დასარეგულირებლად, მადის გასაუმჯობესებლად, უძილობის, გაციების და გრიპის დროს ექინაცეას ნახარში დალიეთ. 1 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ჭრილობა და ნაკაწრები სწრაფად რომ შეხორცდეს ხმელი მცენარის ყველა ნაწილი დაფქვით, შემდეგ 1 ნაწილ ხმელ მასას 3 ნაწილი თაფლი დაასხით და კომპრესის სახით გამოიყენეთ. ნარევი დღეში 2-3-ჯერ გამოიყენეთ. 1-2 ჩ/კ ნარევი 1 ჭიქა ჩაიში გახსენით და დალიეთ, თუ ათეროსკლეროზი, თავის ტკივილი და ასთენია (ქრონიკული დაღლილობა) გაწუხებთ. ჭრილობის და ნაკაწრების სამკურნალოდ შეგიძლიათ ექინაცეას წყლიანი და სპირტიანი ნაყენი გამოიყენეთ, 1/3 წყალში ან 20% სააფთიაქო პრეპარატ „დიმექსიდში“ გახსენით.

პიგმენტური ლაქების და აკნეს მოსაშორებლად, კანის გასაწმენდად და ნაოჭების შესამცირებლად ყოველ ღამით პრობლემურ ადგილას მცენარის ყვავილების და ფოთლების წვენი წაისვით.

გასტრიტის და ყაბზობის დროს, ასევე ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად მცენარე მინიმუმ 2 კვირა და მაქსიმუმ 3 თვით გამოიყენეთ. ამისთვის 20-30 10%-იანი ექინაცეას ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ დაქუცმაცებულ ნედლს 90 მლ სპირტი დაასხით და ბნელ, თბილ ადგილას 7 დღე დააყენეთ.

7 დღის განმავლობაში ზურგზე ექინაცეას ნაყენის ინტენსიურად შეზელვა ბრონქიტის და პნევმონიის დროს მდგომარეობას გააუმჯობესებს. ასე გახანგრძლივებულ ხველას მოიშორებთ.

ქრონიკული პნევმონიის და ბრონქოექტაზის (ბრონქების შეზღუდული მონაკვეთების გაფართოება) დასამშვიდებლად 20 გრ ექინაცეას ბალახი, პიტნის ფოთლები და მზიურას ფესვები, 50 გრ ქრისტესისხლა და სალბი, 30 გრ მრავალძარღვა, 10 გრ ანისულის თესლი, ფიჭვის კვირტები, აბზინდა, კალენდულას ყვავილები, ვირისტეფას და ევკალიპტის ფოთლები დააქუცმაცეთ და აურიეთ. შემდეგ 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.

ეს ნახარში აკნეს და ეგზემას მოგაშორებთ. 50 გრ ექინაცეას ბალახი, 40 გრ აბზინდას ბალახი, 30 გრ წითელი მოცვის ფოთლები, ოროვანდის და მზიურას ფესვები, 20 გრ ქრისტესისხლას ბალახი, ქაცვის ქერქი, დიდი კამას ნაყოფი, წყლის სამყურას ფოთლები, ვარდკაჭაჭას და ბაბუაწვერას ფესვები დააქუცმაცეთ და აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, დაბალ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ და დღეში 2-3 ჭიქა გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.

ამ ნაყენის დახმარებით ქალები რძოვანას დაივიწყებენ. 100 გრ მუხის ქერქი, ქაფურას ფესვები, ექინაცეას და სალბის ფოთლები, ქრისტესისხლას, აბზინდას და ბირკავას ბალახი, 50 გრ მრავალძარღვას ფოთლები, დვალურას და ბატის მარწყვა-ბალახას ფესვები, გვირილას და კალენდულას ყვავილები დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30-40 წუთში გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

ნაღვლკენჭოვან დაავადებას პიტნის ფოთლების, ექინაცეას ბალახის და ქრისტესისხლას ნარევი დაამარცხებს. 50 გრ თითოეული მცენარე აიღეთ, აურიეთ. 2 ს/კ ნარევი 1 ჭიქა წყალში 2-3 წუთით ხარშეთ, გადაწურეთ და თბილი ნახარში დალიეთ. ყოველთვის ახალი ნახარში მოამზადეთ. დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი