განქორწინებულ მამაკაცს რატომ არ აქილიკებს არავის?

193

როგორ ფიქრობთ, რას უნდა გრძნობდეს ქალი განქორწინების მერე? რა ჯობია, იყო განქორწინებული, თუ საერთოდ გაუთხოვარი? პაპარაცი დღეს მოგიყვებათ ამბავს ამ თემაზე და ვიმსჯელოთ ერთად.

განქორწინებული ქალი

ყველა პროგრესულ ქვეყანაში ქალები იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთან კი ისევ არსებობს გაუგებარი სტერეოტიპები. მათგან ყველაზე კარგი მაგალითია შეხედულება – “მარტოხელა ქალი უბედურია”.სანამ უცხოელი ქალბატონები თავისი უფლებებისთვის იბრძვიან, ჩვენები ცდილობენ შეინარჩუნონ წარუმატებელი ქორწინება, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაკიცხოს საზოგადოებამ და ქმარს გაშორებულის სამარცხვინო იარლიყი არ მიაკრას. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ოჯახში ელემენტარული მხარდაჭერა და ყურადღება არ აქვს. მთავარია, შეინარჩუნოს ის, და თავიდან აიცილოს უაზრო ჭორები.ათიდან ცხრა ქალს ოჯახის დანგრევაზე ფიქრიც კი ძალიან აშინებს. ასე რთულია დაშორება სინამდვილეში თუ მხოლოდ შემორჩენილი სტერეოტიპია საბჭოთა კავშირიდან, როცა მყარი ოჯახი ადამიანის წარმატების მთავარი საზომი იყო?რატომ არ არის მიღებული ჩვენს საზოგადოებაში, რომ ქალი შეიძლება იყოს თავისუფალი და ბედნიერი? რატომ გაჩნდა სტერეოტიპი საზოგადოებაში, რომ ერთადერთი ბედნიერება ქალისთვის ოჯახია?ნუთუ ქალი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გაჩინოს შთამომავლობა და შეინარჩუნოს ოჯახი?

თუ ცოლ-ქმრობას პოზიტივი და სულიერი სიმშვიდე მოაქვს, კი ბატონო. თუმცა, ყველაზე იდეალურ ქორწინებაშიც უწევს ქალს უამრავ პრობლემასთან და ნაკლთან გამკლავება.ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენ უბრალოდ დაპროგრამებულები ვართ მუდმივ ტანჯვასა და მომსახურებაზე მამაკაცებისთვის. აბსურდამდე მიდის ხოლმე საუბარი: არ გყავს გვერდით მამაკაცი? ცუდია, არავის ჭირდები. გყავს ის გვერდით? მაინც ცუდია, რადგან არ აღმოჩნდა ის პრინცი, ვისაც ელოდი.ხომ არ არის დრო მოვიშოროთ ყველა თავს მოხვეული აზრი და უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები? რას იტყვით?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. მანამდე კი გისურვებთ ლამაზ და ბედნიერ დღეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს