რას ნიშნავს თითოეული ციფრი თმის საღებავის შეფუთვაზე.

2909

ცოტა ხნის წინ ერთი ჩემი კარგი ნაცნობი შემხვდა. მე უბრალოდ გავოცებული დავრჩი მისი მდიდრული და საუცხოო თმის ფერით. მას კარგად ვიცნობ. ის არასოდეს იღებავს თმას სალონებში და არ სარგებლობს სტილისტების მომსახურებით.

დამაინტერესა, რა იყო მიზეზი ასეთი მკვეთრი ცვლილებისა და როგორ მიიღო ასეთი ფერი.

თმის ფერისა და იმიჯის შეცვლის გადაწყვეტილება ხშირად ნამდვილ ლატარიად იქცევა ხოლმე.

წინასწარ ხომ შეუძლებელია იმის გაგება, როგორ რეაგირებას მოახდენს თმა ამა თუ იმ საღებავზე. შეიძლება ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგიც კი მივიღოთ. საღებავის არჩევისას ყველა ქალი ორიენტირებულია საკუთარ კრიტერიუმებზე. ერთისთვის თუ გადამწყვეტი ფაქტორი მოდური ბრენდია, მეორესთვის შეიძლება იყოს – ფასი, ხოლო მესამესთვის შეფუთვა და ბალზამის ოდენობა კომპლექტში.

როდესაც საქმე ფერის არჩევაზე მიდგება, ჩვენ ძირითადად ორიენტაციას ვიღებთ შეფუთვაზე განთავსებულ ლამაზ ფოტოზე, ან დასახელებაზე.

ჩემი ნაცნობის წარმატების საიდუმლო მარტივი და ეფექტურია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: “ვინც ინფორმირებულია, ის სამყაროს ფლობს.”

როგორ ავარჩიოთ თმის საღებავი

ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერის დასახელების გვერდით მიწერილ პატარა ციფრებს. ამ ერთი შეხედვით შეუმჩნეველ ნიშნებს ძალიან ბევრის თქმა შეუძლია იმ შედეგზე, რასაც საბოლოოდ მივიღებთ მოცემული საღებავის გამოყენების შემდეგ.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა დაეხმაროს ყველა მოდის მიმდევარ ქალბატონს და მოგიმზადათ საღებავის შეფუთვაზე არსებული ნიშნების გასაშიფრი მოსახერხებელი ინსტრუქცია.

როგორ გავშიფროთ საბაზისო ფერის სიღრმე

  •  1- შავი ფერი.
  • 2 – მუქი-მუქი წაბლისფერი
  • 3 – მუქი წაბლისფერი
  • 4 – წაბლისფერი
  • 5 – ღია წაბლისფერი
  • 6 – მუქი ქერა
  • 7 – ქერა
  • 8 – ღია ქერა
  • 9 – ძალიან ღია ქერა
  • 10 – ღია ბლონდი
  • 11 და 12 – სუპერ-გამაღიავებელი თმის საღებავები

როგორ გავშიფროთ საბაზისო ფერის ციფრი

  • 0 -ში იგულისხმება ბუნებრივი ტონალობები
  • 1 – მოიისფრო-მოიასამნისფრო პიგმენტი (ფერფლისფერთა რიგი)
  • 2 – იასამნისფერი ელფერი
  • 3 – ოქროსფერი
  • 4 – სპილენძი
  • 5 – მაკაგონის ელფერი
  • 6 – წითელი ელფერი
  • 7 – ყავის ელფერი

ზოგიერთი მწარმოებელი ტონალობებს აღნიშნავს ასოებით ციფრების მაგივრად. ესეც მათი ტრანსკრიპტი:

როგორ გავშიფროთ საბაზისო ფერის ასოები

  •  C – ფერფლისფერი
  • PL – პლატინის ფერი
  • A – სუპერ გაღიავება
  • N – ბუნებრივი ფერი
  • E – ჩალისფერი
  • M – მქრქალი (მატე)
  • W – ყაფისფერი
  • R – წითელი
  • G – ოქროსფერი
  • K – სპილენძისფერი
  • I – ინტენსიური ფერი
  • F, V – იასამნისფერი

როგორ განვსაზღვროთ საღებავის ფერის მდგრადობა

  1.  ციფრ “0” -ის ქვეშ დაშიფრულია დაბალი მდგრადობისა და მოკლევადიანი ეფექტის მქონე საღებავები. მაგალითად: საღებავი შამპუნები, მუსები და სპრეი.
  2. ციფრი “1” – მიგვითითებს პროდუქციაზე ამიაკისა და პეროქსიდის გარეშე. ასეთი საშუალებით აახლებენ და ბზინვარებას ანიჭებენ შეღებილ თმას.
  3. ციფრი “2” – მიგვითითებს ამიაკისა და პეროქსიდის არსებობის შესახებ. გულისხმობს მდგრადობას 3 თვის მანძილზე.
  4. ციფრი “3” – გამოყოფს ყველაზე მდგრად საღებავებს, რომლებიც კარდინალურად ცვლიან ძირითად ფერს.

როდესაც თქვენ წააწყდებით ფერს, რომელიც აუცილებლად გინდათ გამოცადოთ, თქვენ შეძლებთ კარდინალურად შეიცვალოთ იმიჯი.

იმისთვის, რომ სწორად არჩიოთ თმის საღებავი, ჩამოყალიბდით, რა შედეგის მიღება გსურთ. საფუძლვლიანად მიუდექით ფერის არჩევის საკითხს, ამაზე ხომ დამოკიდებულია თქვენი შემდგომი იმიჯი.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თქვენი თმის თავისებურებებიც.

გისურვებთ წარმატებულ ექსპერიმენტებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს