გაიცანით ძვირფასი ბალახი: ფურისულა გიხსნით მწვავე პნევმონიის, ბრონქიტისა და კიდევ 20 დაავადებისგან

0
1173

გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ყვავილი, რომელსაც ყველა სიყვარულითა და სინაზით ეპყრობა – გაზაფხულის ფურისულა. ბავშვები ყვავილების ფუნჯებს წყვეტენ და ტკბილ წვენს წოვენ, ხოლო ზრდასრულები ახალგაზრდა ფოთლებს სალათებში იყენებენ – გემოთი იგი სალათის ფოთლებს როდი ჩამოუვარდება, თუმცა კვებითი ღირებულებით მას უსწრებს. არც ერთი მცენარე არ შეიცავს ფოთლებში იმდენ ასკორბინის მჟავას, რამდენსაც ფურისულა.

მებალახეები ფურისულას სამკურნალო მიზნებისთვის ინახავენ და ამზადებენ. ქრონიკული ბრონქიტის დროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ეფექტური საშუალებაა. ფურისულას ყველა ნაწილი სამკურნალოდ გამოიყენება: ფოთლები, ყვავილები, ფესვები. ფესვების ნაყენი ან ნახარში – ეფექტური ამოსახველებელი საშუალებაა. თუ ოდესღაც ამ კუთხით საუკეთესო საშუალებად იმპორტული სენეგა ითვლებოდა, გაირკვა, რომ ფურისულას ეს თვისება სენეგაზე ხუთჯერ უფრო ძლიერია. ამიტომ, მას ხშირად იყენებენ პნევმონიის, ბრონქული ასთმის დროს.

ფურისულას ყვავილების ნაყენი შაკიკის, თავბრუსხვევის, შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ და მსუბუქი კუჭის ამშლელის სახით გამოიყენება. სხვათა შორის, ყვავილების ნაყენი სასარგებლოა პარალიჩის დროსაც.

ხალხში ფურისულას ყვავილებისგან “სასიყვარული სასმელს” ამზადებენ. ფოთლებს სწრაფად აშრობენ ღუმელში, აფქვევენ და ყრიან მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

ზამთრის ხანგრძლივი საღამოების დროს, დალიეთ ჩაი, დაყენებული 1/2 ჩ.კ. ფხვნილითა და 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ, შეფუთეთ 20-30 წუთით და დაუმატეთ 1-2 მწიკვი მარილი. ითვლება, რომ ასეთი ჩაი ხელს უწყობს სახლში ოჯახური ბედნიეების, დაუძლეველი სიყვარულისა და სიმშვიდის შენარჩუნებას.

ეს პრაქტიკა საკუთარ თავზე გამოვცადე და შესანიშნავი შედეგებიც მივიღე. ასევე, ფურისულა შაკიკის სამკურნალოდ შემდეგი რეცეპტის მიხედვით მოვამზადე:

შაკიკი, თავის ხანგრძლივი ტკივილები: ფხვიერად გაავსეთ შუშის ქილა ფურისულას ახალი ყვავილებით და დაასხით ყურძნის მშრალი ღვინო. დააყენეთ 3 კვირით. გადაწურვის შემდეგ მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ – როგორც ეფექტური წამალი.

შაკიკი, თავბრუსხვევა: 1 სავსე ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და დალიეთ თბილი ჩაის სახით. ან შეახვიეთ უფრო დიდხანს და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

შაკიკი, ნევროზი, უძილობა: 2-3 ს.კ. დაქუცმაცებული მშრალი ბალახი დააყენეთ 0.5 ლ მდუღარე წყალში, უკეთესი იქნება, თუ თერმოსში გააჩერებთ – ეს დღიური ნორმაა.

თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებები: 1 ნახევრად სავსე ჩ.კ. ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ. ეს სასარგებლოა საერთო სისუსტის, მადის დაქვეითების, უძილობის, ყაბზობის დროს, როგორც შადმდენი საშუალება.

პნევმონია, ბრონქიტი: დაასხით 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა უმი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 3-4 წუთით, შემდეგ დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.

გულის დაავადებები, პარალიჩი, თირკმლების დაავადებები, გაციება: 3 ჩ.კ. გამომშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა თბილი სახით ნელა, თითო ყლუპით, დღეში სამჯერ, ჭამისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენებები

უვნებელი – არ ნიშნავს უკონტროლოს. თუ ნახარშს, სუფრის კოვზების ნაცვლად, ჭიქებით დალევთ, მხოლოდ დისკომფორტს კი არ იგრძნობთ, გულისრევაც დაგეწყებათ. ეს მოწამლვა არ არის, კუჭის გაღიზიანება კი ნამდვილად არ აგცდებათ. ნუ მოიხმართ ფურისულას ანტიკოაგულანტებთან ერთად. უკუჩვენებაა ფეხმძიმობაც, რამდენადაც მცენარე საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი