“როდესაც ცოლი ატყუებს ქმარს და იყენებს მას თავისი მიზნებისთვის, ბედნიერ ოჯახზე საუბარიც აღარ არის” – გვწერს ჩვენი მკითხველი. ქალბატონი ლეილა ცუდ დღეში აღმოჩნდა, როცა ერთ წუთში ყველაფერი დაკარგა. ღვიძლმა შვილმა უღალატა დედას მაგრამ საბოლოოდ თითონ აღმოჩნდა მოტყუებული. რა მოხდა და როგორ განვითარდა კონფლიქტი, წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
ცოლი ატყუებს ქმარს
ჩემი ქმარი გარდაიცვალა, როცა მე 32 წლის ვიყავი. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ოჯახისთვის. ორ შვილს მარტო ვზრდიდი და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათი ბედნიერებისთვის.ქმრის ძალიან მადლობელი ვარ. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო და დეპოზიტზე დიდი თანხა ედო. სურდა, რომ ჩვენს შვილებს კარგი განათლება მიეღოთ და ყველაფერი ქონოდათ. სიცოცხლეში მოასწრო სახლის აშენება და მოწყობა.მაგრამ ამ სახლში თავს მარტოსულად ვგრძნობ. შვილები დიდი ხანია გაიზარდნენ და თავიანთი ოჯახები აქვთ. მალე 60 წელი მისრულდება. მინდოდა ჩემი იუბილე ახლობლების წრეში აღმენიშნა. ყველა ჩამოვიდა! ქალიშვილი, სიძე და მათი ორი გოგონა, ჩემი ვაჟი გოგა და მისი ცოლი.სუფრასთან ჩემმა ბიჭმა სასიამოვნო სიახლე გვამცნო: ის და მისი მეუღლე პატარას ელოდებოდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ საღამოს. მომდევნო დღეს გოგამ დალაპარაკება მთხოვა.დავსხედით და მან მითხრა: “დედა, მე და ნატას მალე ბავშვი გვეყოლება, მაგრამ ჩვენ ისევ ქირით ვცხოვრობთ. შენ კი ამხელა სახლში მარტო ხარ. ვიფიქრე რომ…” მაშინვე მივხვდი საით მიყავდა ეს საუბარი და გამიხარდა: “ანუ, ჩემთან გინდათ გადმოსვლა? რა კარგი აზრია! ძალიან გამიხარდება!”თავიდან მართლა ყველაფერი კარგად იყო. პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ვიგრძენი, რომ ჩემი სახლი გამოცოცხლდა, მაგრამ მალე შევნიშნე, რომ ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა. ერთხელ, შემთხვევით მოვისმინე მათი საუბარი: “ამხელა კაცი ხარ, მალე შვილი გვეყოლება და შენ დედის სახლში ცხოვრობო!”
ცოლი ატყუებს ქმარს: ნაწილი 2 – შოკში ვიყავი. მსგავსი რამის წარმოდგენაც არ შემეძლო. იმავე დღეს ჩემთან შემოვიდა გოგა და მითხრა, რომ ნატა ეხლა ძალიან გაღიზიანებულია, რადგან თავს ბოლომდე დაცულად არ გრძნობს. მინდა გთხოვო, რომ სახლი ჩემს სახელზე გადმოწერო, რომ უფრო მშვიდად იყოს ისიც და მეც.ვიფიქრე, როგორ უნდა შემეპაროს ეჭვი საკუთარ შვილში და დავთანხმდი. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. როდესაც საბუთები მზად იყო, გოგამ გამომიცხადა, რომ ჯობდა სახლიდან წავსულიყავი.უკვე აღარ მქონდა ჩხუბის და გარკვევის უნარი. კანონით აღარანაირი უფლება აღარ მქონდა ჩემს სახლზე. წავედი და სასტუმროში გავჩერდი იმ ღამით. საერთოდ არ მიძინია, დილით ჩემს ქალიშვილს დავურეკე…ის ძალიან გაბრაზდა როდესაც მასთან მოვედი. სიძემ ყველა დოკუმენტი დაათვალიერა. ის იურისტია და იმედი მქონდა, რამით დამეხმარებოდა. თუმცა, კიდევ უფრო ცუდად იყო საქმე, ვიდრე მე მეგონა. 2 კვირის შემდეგ შუაღამით, მოვიდა გოგა, პატიებას ითხოვდა და თან ტიროდა.”მან მე მომატყუა! ნატა ფეხმძიმედაც არ არის. თურმე სხვა კაცს ხვდება და მე სახლის ხელში ჩასაგდებად გამომიყენა. მაპატიეთ, გთხოვთ!”საქმეს ხელი ჩემმა სიძემ მოკიდა. მან გადაწყვიტა სასამართლოში გოგას წარმომადგენელი ყოფილიყო. ნატა ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. მჯერა, რომ მალე ყველა თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ როგორ შევძლო შვილის პატიება?
რედაქციისგან: როგორაც არ უნდა უყვარდეთ მშობლებს შვილი, საკუთარი ბედნიერება მას არ უნდა შესწირონ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. თქვენ გსმენიათ მსგავსი ამბავი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.