ბევრ გოგონას სჯერა, რომ უეცრად მოტეხილი ფრჩხილი უსიამოვნებას მოასწავებს და თუ ასე შეემთხვევათ, ცუდის მოლოდინში ხასიათი უფუჭდებათ. შესაძლებელია, თავად იზიდავენ ამ დროს ნეგატივს, მაგრამ ტყუილად არ არსებობს უამრავი ხალხური ნიშნები მოტეხილ ფრცხილზე. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ ტყდება ფრჩხილი და რას ნიშნავს ეს.
რატომ ტყდება ფრჩხილები
ხალხური ცრურწმენები, რომლებიც ფრჩხილის მოტეხვის მიზეზებს ხსნიან. ორად იყოფა. საქმე ეხება მარჯვენა და მარცხენა ხელს. მარჯვენას უკავშირებენ ნეგატიურ ცვლილებებს, მარცხენას – პოზიტიურს. ამას გარდა, მნიშვნელობა აქვს თითსაც.მაგალითად, ცერა თითს განსაკუთრებული ძალა აქვს. რწმენის მიხედვით, ის დაკავშირებულია ადამიანის მიზნებთან და განზრახვებთან. ამიტომ თუ ფრჩხილი მოგტყდებათ ცერა თითზე, თქვენი გეგმები აირევა.თუ ეს მოგივიდათ მარჯვენა ხელის ცერა თითზე, ფრთხილად იყავით: წარმატება ზურგს შეგაქცევთ, ხოლო თუ ფრჩხილი მოგტყდებათ მარცხენა ხელის ცერა თითზე, პირიქით, შეძლებთ წინააღმდეგობების გადალახვას და მიზნის მიღწევას.საჩვენებელ თითზე ყველაფერი უფრო რთულად არის. ის ყოველთვის ითვლებოდა ძალაუფლების და ავტორიტეტის სიმბოლოდ. თუ მოგტყდებათ ეს ფრჩხილი მარჯვენა ხელზე, შესაძლებელია დაკარგოთ სიტუაციაზე კონტროლი. ამასთან ეს შეიძლება მოხდეს უცაბედად და ყველანაირი მიზეზის გარეშე. ასევე ელოდეთ პრობლემებს სამსახურში.მოტეხილი ფრჩხილი, მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე, მიგვანიშნებს, რომ მალე მიხვდებით, რომ ვიღაც თქვენზე მანიპულაციას ახდენს. ხოლო სამსახურში საქმეები კარგად იქნება.
დანარჩენი თითები
- შუა თითი – გზის სიმბოლოა. თუ მოიტეხთ ფრჩხილს ამ თითზე, მალე სადღაც გაემგზავრებით. სასიამოვნო იქნება თა არა ეს მოგზაურობა, მნიშვნელობა აქვს ხელს. მარჯვენა რაღაც უსიამოვნოს გვპირდება, ხოლო მარცხენა – სასიამოვნო და მრავალფეროვანი მოგზაურობით გაგახარებთ.
- არათითი ადამიანებს შორის ურთიერთობს სიმბოლოა. თუ ფრჩხილს მოიტეხთ მარჯვენა ხელის არა თითზე, პრობლემებს ელოდეთ. ეს შეიძლება იყოს ჩხუბი საყვარელ ადამიანთან, დაძაბული საუბარი მშობლებთან. ხოლო მარცხენა ხელი პირიქით, სასიხარულო ამბებს მოგიტანთ ახლობლებისგან.
- ნეკა თითზე ერთი ახსნა არ არის, როგორც სხვა თითებზე. მაგალითად, მოტეხილი ფრჩხილი მარჯვენა ხელის ნეკა თითზე მიანიშნებს, რომ გექნებათ ფინანსური პრობლემები. ხოლო მარცხენა ხელზე თუ მოგტყდებათ, ელოდეთ სტუმრებს.
ბევრს ჯერა მინიშნებების და ეს სავსებით ნორმალურია. ზოგიერთი კი ფრჩხილის მოტეხვას უბრალოდ მინერალების ნაკლებობით ხსნის. ფრჩხილის გასამაგრებლად კარგია ზღვის მარილის აბაზანები.თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შემთხვევები კომენტარებში.