დედამთილმა შეშინებულმა კითხა ქმარს, სად იყო ფული, მან კი უპასუხა, რომ კაპიკსაც არ მისცემდა

1230

“დედამთილი ყოველთვის გვაძლევდა შენიშვნას სახლის რემონტზე. ამბობდა, რომ ბინა ცუდ მდგომარეობაში იყო. ერთხელ ვუთხარი, რომ თუ რამე არ მოსწონდა, შეეძლო ეყიდა. მან კი წუწუნი დაიწყო, რომ ის მარტოხელა იყო და აქეთ ჭირდებოდა დახმარება” – გვიყვება ლელა. ცოტა ხნის წინ კი დედამთილი მივიდა რძალთან არასასიამოვნო ამბით: მან დაკარგა სამსახური და ჭირდებოდა მატერიალური დახმარება შვილისგან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მათ ამბავს მოგიყვებით.

დედამთილი სახლში

“როდესაც დედამთილი ჩვენთან დახმარების სათხოვნელად მოვიდა, ქმარი მაშინვე დათანხმდა. მეც, რა თქმა უნდა, არ ვიყავი წინააღმდეგი, რადგან მშობელს გვერდით უნდა დაუდგეს შვილი. მას შემდეგ, ქმარი თავისი ხელფასის მესამედს დედას აძლევდა. აქ არაფერია გასაკვირი და განსაკუთრებული, მაგრამ დედამთილმა, რომელიც 15 წელი მარტო ცხოვრობდა. საყვარელი გაიჩინა.”მან გაიცნო ცოლს გაშორებული მამაკაცი, რომელსაც უკვე ზრდასრული შვილები ჰყავდა. ეს მამაკაცი თავისთან გადმოიყვანა საცხოვრებლად, რადგან თავისი სახლი ცოლ-შვილს დაუტოვა და ქირით ცხოვრობდა.მას შემდეგ შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობდა. ბებია უფრო და უფრო იშვიათად იტოვებდა შვილიშვილს. არადა, მე სამსახურში გავედი და დახმარება მჭირდებოდა. ერთხელ ბავშვი ავად გამიხდა და სახლში მიხედვა ჭირდებოდა. პირველი ორი დღე მოვიდა ბებია და დარჩა მასთან. მესამე დღეს კი უარი მითხრა. სამსახურში ვაგვიანებდი, ვურეკავდი დედამთილს, მაგრამ არ მიპასუხა.

საბოლოოდ, ყურმილი მისმა საყვარელმა აიღო და მითხრა, რომ ბებია არ იყო ვალდებული ბავშვისთვის მიეხედა. მომიწია სამსახურის გაცდენა და ძალიან გავბრაზდი. მომდევნო დღეს მეზობელს თანხა გადავუხადე და ბავშვი დავუტოვე.თვის ბოლოს ბებიამ დაურეკა ჩემს ქმარს და თავისი კუთვნილი თანხა მოიკითხა. მან კი უპასუხა, რომ რადგან მას არ შეუძლია რამდენიმე დღე საკუთარი შვილიშვილისთვის მოიცალოს, მიხედოს თავისმა პარტნიორმა… ვთვლი, რომ ჩემი ქმარი სწორად მოიქცა. უკვე კარგა ხანია აღარ ვეკონტაქტებით დედამთილს და მის მეგობარ მამაკაცს.”

რედაქციისგან: მშობლებს, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ, როცა მათ ეს ჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი პენსიის ამარა რჩებიან. ამ ქალბატონს გაუმართლა, რომ სიბერეს საყვარელ მამაკაცთან გაატარებს, მაგრამ მეორე მხრივ, შვილის კმაყოფაზე ყოფნა გაუმართლებელია. მითუმეტეს, რომ მის მამაკაცს არც უცდია დაახლოებოდა ქალის ოჯახს და ახლოს გაეცნო ისინი.ეს ქალბატონი იმედია, მიხვდება თავის შეცდომას და მოუბოდიშებს შვილის ოჯახს. მაშინ, შეიძლება მათი ურთიერთობა დალაგდეს. თქვენ როგორ მოიქცეოდით შვილის ადგილას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს