კომბოსტო: მკურნალობის 12 რეცეპტი – კურნავს სერიოზულ დაავადებებს

1297

კომბოსტო ყოველთვის ხელმისაწვდომია. უხსოვარი დროიდან, იგი როგორც საკვები, ისე წამალიცაა. საკმარისია იმის თქმა, რომ ფრანგი ექიმები კომბოსტოთი გვირჩევენ 75 ძირითადი და 30 თანამდები დაავადებების, კიბოს ზოგიერთი ფორმის მკურნალობასაც კი. ხალხი, როგორც კი რამე შეაწუხებთ, მაშინვე კომბოსტოს მიმართავს.

ბოსტნეული კურნავს ღვიძლს, კუჭს, ელენთას, ზედა სასუნთქი გზების კატარს, ბრონქიტს, თავის ტკივილებს, ათეროსკლეროზს, დიაბეტსა და სიმსუქნეს.

რძეში მოხარშული კომბოსტო, ქატოსთან ერთად, უნდა დაიდოთ დამწვრობებზე, წყლულებსა და ჩირქოვან ჭრილობებზე.

უმი ფოთლები მიიმაგრეთ მტკივან სახსრებზე პოდაგრის, ართრიტის, პოლიართრიტის დროს: დაავადებებს სრულად ვერ განკურნავს, თუმცა ტკივილს ჩაახშობს.

სოფლელი ექიმბაშები კომბოსტოს წვენს შაქათან ერთად ხარშავენ და ასმევენ ძლიერ ნაბახუსევზე მყოფ პაციენტებს.

ათეროსკლეროზი: 1 ჭიქა თბილ წვენს დაუმატეთ 2 ჩ.კ. შაქრის ქვიშა და შეურიეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. სასარგებლო იქნება, თუ მას ქიშმიშს ან კურაგას დააყოლებთ. დალიეთ 10 დღის განმავლობაში, შეისვენეთ 20 დღით, შემდეგ ისევ 10 დღის განმავლობაში დალიეთ – ეს განსაკუთრებით უხდება მაღალი წნევის მქონე პაციენტებს. წვენი აუცილებლად თბილად დალიეთ.

ლამბლიოზი: დალიეთ უზმოზე 0.5 ჭიქა კომბოსტოს მარინადი(ჩვეულებრივ, კურსი 40-დღიანია).

ფილტვების ტუბერკულოზი: დღეში სამჯერ დალიეთ 0.5 ჭიქა კომბოსტოს თბილი წვენი თაფლთან ერთად.

ღვიძლის ციროზი: ყოველდღიურად დალიეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა კომბოსტოს უმი წვენი.

პიელონეფრიტი(ქრონიკული): დალიეთ 0.5 ჭიქა თბილი წვენი დღეში ოთხჯერ, უშუალოდ ჭამის წინ, 2 კვირის განმავლობაში, ამდენივე ხნით შეისვენეთ და მიიღეთ კიდევ 7-10 დღის განმავლობაში.

ჭიპის თიაქარი: დაიდეთ ჭიპზე კომბოსტოს მარინადში ჩალბობილი მარლა, ზემოდან დაადეთ კარტოფილის უმი ნაჭერი(2 სმ სისქის). რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, თიაქარი 1 თვეში გაქრება.

გამოფხიზლება: დაწურეთ წვენი, აუცილებლობისამებრ 1-2 ჭიქა, და მოხარშეთ შაქართან ერთად. მიირთვით 1/4-1/2 ჭიქა, სანამ არ გამოფხიზლდებით (სიმთვრალის დროს).

კომბოსტოს ფოთოლი თავის ტკივილის წინააღმდეგ

თავის ტკივილი – ეს საერთო და არასპეციფიკური სიმპტომია, რომლის მიზეზის გამოვლენაც ძალიან რთულია. ტრადიციული მედიცინა, თავის ტკივილის ჩასაცხრობად, გვთავაზობს ანალგეტიკების გამოყენებას. თუმცა, მედიკამენტური საშუალებების ხშირი მიღება იწვევს კუჭის გაღზიანებასა და წყლულოვან დაავადებას, ამიტომ ნუ მოიხმართ მათ ჭარბად. თავის ტკივილის მკურნალობის ხალხური მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: კომბოსტოს ფოთოლი ოდნავ დაჭყლიტეთ, დაიდეთ თავზე და ზემოდან დაიფიქსირეთ თბილი, სასურველია, შალის ქუდით.

კომბოსტოს ფოთოლი ხველის სამკურნალოდ

გასაოცარია, თუმცა კომბოსტოს ფოთლების სამკურნალო თვისებები ძველი დროიდან გამოიყენება ხველის სამკურნალოდ. ამისთვის დაგჭირდებათ გარე ფოთოლი, რომელიც თავზე არაა მიმაგრებული. გარეცხეთ, გააცალეთ მაგარი ადგილები და ოდნავ დაბეგვეთ, რომ დარბილდეს. დაიდეთ ზურგზე ან მკერდზე, როგორც ჩვეულებრივი კომპრესი. მკურნალობა ჩაიტარეთ ღამით, 1 კვირის განმავლობაში. მედიკამენტებზე უარი არ თქვათ – ორი საშუალების პარალელური გამოყენებით, ყველაზე გამწვავებულ ხველასაც მოიშორებთ.

უკუჩვენებები

ითვლება, რომ კომბოსტო უვნებელია, თუმცა… მისი მიღება ხშირად იწვევს კუჭის მწვავე მკვეთრ ტკივილებს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მდგომარეობის გამწვავებას. კომბოსტოს მარინადი დაუშვებელია კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის წყლულის დროს. ავიცენა თვლიდა, რომ კომბოსტო მხედველობის დაბინდვას იწვევს. ბოსტნეულთან ფრთხილად იყავით გულის იშემური დაავადების დროს, მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, გულის რიტმის დარღვევის, ჰიპერტონიის, თირკმლების დაავადებების დროს. რა თქმა უნდა, საუბარი არაა სალათებსა და ბორშზე, კვირაში ერთხელ, არამედ მკურნალობაზე – დიდი რაოდენობით კომბოსტოს წვენის ყოველდღიურ მიღებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს