ოჰ, ეს ბინის საკითხები! რამდენი ოჯახი და ურთიერთობა დაინგრა მის გამო. ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა თავისი ორი ქალიშვილი გააგდო სახლიდან. ნუ იჩქარებთ მის გაკიცხვას! პაპარაცის რედაქცია ჯერ მოგიყვებათ, თუ როგორ ცხოვრობდა დედა და ორი ქალიშვილი ერთად.
დედა და ორი ქალიშვილი
ეკა და მე დიდი ხნის მეგობრები ვართ. ჯერ კიდევ ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და მერე ჩვენ გავაგრძელეთ. ეკას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. 30 წლის ასაკში მეორე შვილი გააჩინა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქმარმა მიატოვა. დედა დარჩა მარტო პატარა სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვით.ეკა თავდაუზოგავად მუშაობდა. მთელს თავისუფალ დროს შვილებს და სახლს უთმობდა. ცდილობდა, რომ ფინანსური პრობლემების გამო შვილები უყურადღებოდ დარჩენოდა. სამწუხაროდ, შვილებისგან სამაგიერო სიყვარული ვერ მიიღო. ეკას იმედი ქონდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების მერე დაიწყებდნენ მუშაობას და დაეხმარებოდნენ ფინანსურად. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ერთხელ, ღამის მორიგეობიდან დაბრუნებულმა, სახლში ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინა.უფროსმა ქალიშვილმა მორიდებით წარუდგინა თავისი ქმარი!.. მან მოიყვანა მამაკაცი სახლში და გამოაცხადა, რომ ამიერიდან ის აქ იცხოვრებდა. ეხა გაოგნდა, მაგრამ ვეღარაფერი გააკეთა. მას ისევ ქონდა იმედი, რომ ქალიშვილი როდესმე გონს მოეგებოდა.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს არც უფიქრიათ საკუთარი სახლის ქონა. მათი პატარაც იქ გაჩნდა. მალე დაიწო სკანდალები. გასაკვირი არც არის, ბინა ხომ ძალიან პატარა იყო? თავიდან გოგოები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. შემდეგ უმცროსი ქალიშვილი დედასთან გადავიდა, ხოლო გოგოების ოთახში ახალგაზრდა წყვილი დაბინავდა თავისი ბავშვით.და დადგა კიდევ ერთი საბედისწერო დღე. ეკა დაბრუნდა სახლში და ისტორია განმეორდა! ამჯერად უმცროსი ქალიშვილი დახვდა სიახლით. სიახლე კი ისეთივე იყო, როგორიც ადრე: “დედა, ეს ჩემი ქმარია და ის ჩვენთან იცხოვრებს!”
ამბის შედეგი – აქ დედის მოთმინება აივსო. უმცროს გოგონას ეგონა, რომ დედა მასაც მიიღებდა და თავად ან სამზარეულოში დაიძინებდა, ან აბაზანაში…ეკამ მშვიდად უთხრა შვილებს: ” თქვენ გაქვთ ზუსტად ერთი თვე, რათა იპოვოთ და გადახვიდეთ საკუთარ სახლებში. ქ კი მე ვიცხოვრებ…”
რა თქმა უნდა, ამის მერე ბევრი უსიამოვნო სიტყვა მოისმინა თავის მიმართ. შვილები ემუქრებოდნენ, თხოვდნენ, მაგრამ დედას აზრი ვერ შეაცვლევინეს. ის უკვე 60 წლისაა, შვილები კი საკმაოდ დიდები. სურთ პირადი ცხოვრების მოწყობა? დაე, გააკეთონ ეს თავიანთ სახლებში. ჩემს მეგობარს ერთი წუთი არ უნანია ეს გადაწყვეტილება. გოგონებმა სხვა თვალით შეხედეს ცხოვრებას და უფრო სერიოზულად მიუდგნენ თავიანთ ოჯახებს. მალე ყველამ დაივიწყა წყენა და დასვენების დღეებზე სტუმრობენ ხოლმე დედას.