ცნობილი ასტროლოგი, პაველ გლობა გვირჩევს, როგორ მივაღწიოთ ფინანსურ წარმატებას ოქტომბერში

1253

ჩვენმა ფინანსურმა მდგომარეობამ სერენადები რომ არ იმღეროს, უნდა გვქონდეს კარგი ალღო და ინტუიცია. ასტროლოგები იშვიათად ცდებიან თავის მინიშნებებში. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში, გავიგოთ ჩვენი ფინანსური ჰოროსკოპი ოქტომბრის თვეში.

ზუსტი ფინანსური ჰოროსკოპი

სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია. მხოლოდ გაწონასწორებულ მდგომარეობაში შეიძლება ჰარმონიის პოვნა და სასურველი შედეგის მიღწევა. ოქტომბრის თვეში ფინანსური წარმატება ელოდება ზოდიაქოს სამ ნიშანს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბედისგან რომ მაქსიმალური წყალობა მიიღონ, გარკვეული წესები უნდა დაიცვან.გლობა სარგებლობს ნუმეროლოგიით, იმისათვის, რომ განსაზღვროს ადამიანების ბედი უახლოეს მომავალში. ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია. ბევრი ადამიანი ცდილობს არა მხოლოდ საკუთარი ინტუიციის მოსმენას, არამედ თავისი დაანგარიშებებით განსაზღვრას. ვნახოთ, რას ამბობენ რიცხვები ოქტომბრის თვეზე.

  1. კურო – ნაწილობრივ, ფული და ფინანსები რისკთან არის დაკავშირებული. კუროებმა ჯობია რამდენიმე თვე ამ სიტყვის არსებობაც დაივიწყონ. არ მიიღონ არანაირი სწრაფი და იმპულსური გადაწყვეტილება. შეუძლიათ დაუფიქრებლად მიირთვან ნამცხვარი, მაგრამ არ უნდა ჩადონ ფული ძვირფას ნივთებში.ყველაზე ძლიერმა და მიზანსწრაფულმა ნიშანმა ჯობია ეს პერიოდი მიუძღვნას სრულ რელაქსაციას. თქვენ უკვე ბევრი რამ გააკეთეთ, ეხლა შეჩერდით და კარგად დაისვენეთ. მოიკრიბეთ ძალები, რადგან მალე დაგჭირდებათ ახალი გამოწვევებისთვის.თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ფული მალე თავად მოგძებნით, მშვიდად დაელოდეთ წარმატების საათს.
  2. სასწორი – სასწორმა არ უნდა უგულვებელყოს შემოსული ზარები და შემოთავაზებები დამატებით სამუშაოზე. სწორედ ეს სფერო მოუტანს მას განსაკუთრებულ სარგებელს. ყველაზე მსხვილი რესურსი მის ბიუჯეტში, შემოვა სწორედ დამატებითი სამუშაოებიდან. ხოლო პირად ფრონტზე, ჯობია თავდაცვისთვის მოემზადოს. შესაძლებელია ხშირი კონფლიქტები და გაუგებრობები. ამ ყველაფერთან გამკლავება მისგან მოითხოვს უდიდეს მენტალურ ძალებს. გამაგრდით!
  3. ვერძი – ვერძები ბოლოსდაბოლოს შეძლებენ დაასრულონ ყველა დაუმთავრებელი საქმე. სწორედ ეს საქმეები მოუტანს მათ კარგ შემოსავალს. არ დაზოგოთ დრო და ენერგია ოქტომბერში, სამაგიეროდ მიიღებთ საუკეთესო ფინანსურ სარგებელს მთელი შემოდგომის მანძილზე.პირად ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. ნუ ეცდებით სხვების პროვოცირებას და ნუ მისცემთ სხვას თქვენი მართვის უფლებას. დაიცავით დისტანცია და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ახლობლები ყურადღებას და თანადგომას ელიან თქვენგან.

რედაქციისგან: გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია ნებისმიერი ემოციური მდგომარეობის მოტრიალება საშენოდ. ნუ გამოეკიდები წვრილმანებს, ისწავლე ცხოვრების გლობალურად შეფასება. ბედნიერება შენშია, ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს