გუშინ სახლში მოვამზადე ჩიზქეიქი ხაჭოთი და არაჟნით. ძალიან ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი რა გამოვიდოდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ რეცეპტს ქვია “ჩემი პირველი ჩიზქეიქი” და მართლაც ის ჩემი პირველი ჩიზქეიქია! ჩემი ქმარი და დედა მიმტკიცებენ, რომ ის ბევრად უკეთესი გამოვიდა, ვიდრე პროფესიონალების მიერ მომზადებული. ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კარგი ის არის, რომ ეს ტკბილეული მზადდება მარტივად და სწრაფად, არ ჭირდება ძვირადღირებული კრემ-ყველი და ნაღები. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია დიასახლისებისთვის.დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხაჭოსა და 5 ს/კ არაჟნისგან ჰაეროვანი ნამცხვარი.
ჩიზქეიქი ხაჭოსგან
ინგრდიენტები სტრეიზელისთვის:
- 75 გრ. კარაქი
- 35 გრ. შაქრის პუდრა
- 2 ს/კ შაქარი
- 110 გრ. ფქვილი
- 1.5 – ს/კ კაკაო
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 500 გრ. ხაჭო
- 5 ს/კ არაჟანი
- 90 გრ. შაქარი
- 110 გრ. ფქვილი
- 3 კვერცხი
- 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 2 გრ. ვანილი
მომზადების წესი:
- შოკოლადის სტრეიზელის მოსამზადებლად ღრმა ჭურჭელში აურიეთ ფქვილი და კაკაო, მწიკვი მარილი. დაუმატეთ შაქარი და შაქრის პუდრა, ისევ აურიეთ.
- გახეხეთ მსხვილ სახეხზე გაყინული კარაქი და ასრისეთ ფქვილთან ერთად. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით საყინულეში ცოტა ხნით. მანამდე მოამზადეთ ხაჭოიანი მასა.
- ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში, ან გახეხეთ წვრილ სახეხზე, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ათქვიფეთ კარგად კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი. თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე და დაახლოებით 10 წუთი.
- დაუმატეთ ხაჭო და სიმინდის სახამებელი. თქვიფეთ კიდევ ცოტა ხანი ამჯერად დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- საცხობი ფორმის ძირზე ჩაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით კიდეებში კარაქი. ძირზე დადეთ შოკოლადის სტრეიზელის ნახევარი.შემდეგ დაასხით ხაჭოიანი მასა, გაუსწორეთ ზედაპირი დანით. ზემოდან მოაყარეთ სტრეიზელის მეორე ნახევარი. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.
- სულ ეს არის, სახლის ჩიზქეიქი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან: ეხლა უკვე, ეს ჩიზქეიქი ხაჭოთი და არაჟნით – ჩემი სისუსტეა. სუფრასთან მიმაქვს შინდის მურაბასთან და მსხლის ნაჭრებთან ერთად. გამოდის გასაოცარი, დაბალანსებული გემო: ზომიერად ტკბილი, ჰაეროვანი ხაჭოს მასა, შოკოლადის ხრაშუნა სტეიზელი და მსუბუქად მჟავე შინდის მურაბა.ასევე შეგიძლიათ სცადოთ და ჩიზქეიქს ძირზე ჩაულაგოთ გაყინული ალუბალი, რითიც არანაკლებ განუმეორებელ გემოს შესძენთ მას.