შემოდგომაა და სეზონიც მოვიდა. როგორ გავასუფთავოთ სწრაფად სოკო

119

ისე მოხდა, რომ ჩემს ოჯახში ყველას უყვარს სოკო. მამა შემოდგომობით, ჩემს ძმასთან ერთად, ხშირად მიდიოდა სოკოზე ტყეში. რა გასაკვირია, რომ ცოლად გავყევი სოკოების ასეთივე მოყვარულს. სამაგიეროდ, ბავშვობიდან ვიცი, როგორ გავასუფთავო სოკო სწრაფად და ეფექტურად.

თუ თქვენი ქმარი ტყეში მორიგი ვიზიტის შემდეგ დგამს თქვენს წინ რამდენიმე სათლ სოკოს, არ შეშინდეთ! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ გაასუფთაოთ სოკო დანის გარეშე, რამდენიმე წუთში. ეს ცარიელი სიტყვები არ გეგონოთ, სპეციალურად დავინიშნე დრო. ერთ სათლ სოკოზე დამჭირდა ზუსტად 15 წუთი.

როგორ გავასუფთავოთ სოკო დანის გარეშე 15 წუთში

  1. პირველ რიგში ჩაყარეთ სოკოები ნიჟარაში და დაასველეთ.
  2. აიღეთ რკინის სახეხი, რომლითაც ქვაბებს ხეხავთ ხოლმე.
  3. მოაშორეთ სახეხით დაბინძურება სოკოებს ზედაპირიდან. არ გახეხოთ ძლიერად, რათა არ დააზიანოთ თავად სოკო. ტალახი და მიმხმარი ფოთლები, მომენტალურად შორდება.

ეხლა უკვე იცით, როგორ გაასუფთაოთ სოკო მიწისგან სწრაფად და მარტივად. მათგან ხომ უამრავი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი რეცეპტები სოკოთი. გელოდებით მოუთმენლად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს