ვებრძოლოთ ბეწვს ტანსაცმელზე, როგორ გავაკეთოთ ეს?

455

მას შემდეგ, რაც ჩვენს ოჯახში გაჩნდა რიჩარდი – საოცარი კოკერ-სპანიელის ლეკვი, მთელმა ოჯახმა დაივიწყა რა იყო სიმშვიდე და ნებივრობა. ბავშვები, როგორ იქნა, მოწყდნენ სმარტფონის ეკრანებს და სიამოვნებით სეირნობდნენ ქუჩაში ლეკვთან ერთად. დაგვრჩა მხოლოდ ერთი რამ მოსაგვარებელი: როგორ მოვიშოროთ ბეწვები ტანსაცმლიდან. სადღაც წავიკითხე, რომ კარგია ბავშვი, ძაღლთან ერთად თუ გაიზრდება. ის ერთგულების და გულწრფელი მეგობრობის ცოცხალი მაგალითია. ასევე ძაღლის ყოლა ბავშვს უღვივებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ამის გამო კი ნამდვილად ღირს თქვენს ფუმფულა მეგობარს პატარა ცელქობები აპატიოთ. ბეწვთან ბრძოლა კი არც ისე რთულია, როგორც თქვენ გგონიათ.

როდესაც ბეწვი ყველგან არის

ძაღლს თავიდან, სანამ ლეკვი იყო, არ ცვიოდა ბეწვი. მხოლოდ 1-2 ღერს თუ შევამჩნევდი საწოლზე. მაგრამ რაც გაიზარდა, ბეწვის რაოდენობამ იმატა ყველაფერზე.ამ პრობლემაზე დედამთილს მოვუყევი. მან მირჩია სარეცხთან ერთად მანქანაში ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შემეგდო. გამოვიდა! ნივთებს ჩვეულებრივად ვრეცხავდი, ვუმატებდი სარეცხ ფხვნილს და კონდენციონერს.ძირითადი რეცხვის დასრულების შემდეგ, ღრუბელს ვიღებდი დოლურადან და გაწურვის რეჟიმს მის გარეშე ვრთავდი. ღრუბელზე მიკრული იყო მთელი ბეწვი, ჩემი თმებიც კი.

კიდევ რა აშორებს თმებს – ცოტა ნაკლებ ეფექტურია ბეწვისთვის, მაგრამ მუშაობს თმებზე სილიკონის ჯაგრისი. ასევე კარგია სველი ხელსახოცის შეგდება, ან რეზინის ხელთათმანის. ამ ნივთებზე თმები კარგად ეკრობა.პატრონის ტანსაცმლიდან ბეწვის მოშორება პროფესიონალური ხერხითაც შეიძლება. მაგალითად, მაღაზიებში იყიდება სპეციალური სარეცხი ბურთები. ისინი ზღარბებივით იკრავენ თმას და ბეწვებს.

თქვენ გყავთ ცხოველები? როგორ ებრძვით ბეწვის პრობლემას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს