ცნობილ თხაწართხალას დაავადებების არ ეშინია. ივან-ჩაი ყველა დაავადებას დაამარცხებს.

0
379

თხაწართხალას (ივან-ჩაი) უდაბნო და ტყიანი მთები უყვარს – მისი ვარდისფერი ყვავილები შორიდანვე შესამჩნევია, თითქოს გვეძახის, რომ საკუთარ კეთილდღეობას გვერდი არ ავუაროთ. ძველად უბრალო ადამიანები მას ჩაის სახით იყენებდნენ, თუმცა მწვანე აფთიაქში ახლაც საპატიო ადგილს იკავებს.

ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ანგინის, შაკიკის, ნერვული დაავადების, პროსტატის და პროსტატის ადენომას, დიათეზის, ფსორიაზის და ქალური დაავადებების სამკურნალოდ. მკურნალები ივან-ჩაითი მკურნალობის მეთოდებს ასწლეულების მანძილზე ინახავდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

თხაწართხალა ივნისი-ივლისის პერიოდში, ყვავილობისას, მთვარის პირველი მეოთხედის დროს, მზის ამოსვლიდან შუადღემდე უნდა შეაგროვოთ. გახმობამდე ფერმენტაციისთვის ნედლი მასა დააწყვეთ, შემდეგ ბეღელის სახურავზე თხელ ფენად გაშალეთ. სასურველია მკურნალობა მანამ დაიწყოთ, სანამ დაავადება ქრონიკულ ფორმას მიიღებს.

პანკრეატიტი (ნახევრად მწვავე). 3 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთლებს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით დააყენეთ და 50 მლ თბილი ნაყენი ჭამამდე და ჭამის შემდეგ დალიეთ.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. 2 ს/კ ფოთლებს 1,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ მოხარშოთ. 30-40 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ფსორიაზი, ნეიროდარმიტიტი, ეგზემა, კანის ალერგიული დაავადება. 2 ს/კ თხაწართხალას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 6 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ნაყენი მთელი დღის განმავლობაში დალიეთ.

პროსტატის ადენომა. 3 ჩ/კ ბალახს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჭიქა დილით, უზმოზე და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

პროსტატი (ქრონიკული). 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ნაყენი შეგიძლიათ პროსტატზე ოპერაციის გაკეთების შემდეგაც დალიოთ.

თეთრი გამონადენი. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით ადუღეთ, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

უხვი მენსტრუაცია. 1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში, ან 1 ს/ჯ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

კლიმაქსი. ლიტრიანი ქილის ნახევარი დაქუცმაცებული ხმელი ყვავილებით აავსეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 1 თვე დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. 30 წვეთი ნაყენი 1 კოვზ წყალში გაზავებული დღეში 3-ჯერ დალიეთ. ნაყენი თავის ტკივილს აქრობს, გახშირებულ გულისცემას ამცირებს და შეშუპებას აქრობს.

თირკმლის და შარდის ბუშტის ონკოლოგიური დაავადება. 3 ნაწილი თხაწართხალას ყვავილები და ფარსმანდუკის ბალახი, 2 ნაწილი ბერულას ბალახი, 1 ნაწილი ქრისტესისხლას ბალახი, 4 ნაწილი ასკილის ნაყოფი აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 3 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. საწყისი მოცულობის მიღებამდე მდუღარე წყალი დაასხით. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

სასქესო ორგანოების ონკოლოგიური დაავადების დროს. 2 ნაწილი თხაწართხალას ყვავილები, ჭინჭრის ფოთლები, მრავალძარღვას ფოთლები, 1 ნაწილი ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი და თეთრი აკაციის ყვავილები აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ და დღეში თითო ჭიქა ნაყენი დალიეთ.

უნაყოფობის დროს (ფალოპის მილების კედლების წებოვნების გამო). თხაწართხალას ფოთლები, მრავალძარღვა, ბარამბო, პიტნა, ტყის მარწყვა ბალახი, ჭინჭარი, ოხრახუში, კრაზანა და მარმუჭი თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით ადუღეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში 1-2 ჭიქა ნარევი წყლის ნაცვლად დალიეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი