ქრისტესისხლას ოქროს წვენი მძიმე დაავადებისგან გაგკურნავთ. წვენის მომზადების 2 მეთოდი არსებობს

145

სოკოს, ეგზემას ან ლიქენის მოსაშორებლად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს/კ ქრისტესისხლას წვენი მიიღეთ. ასევე, ეს წვენი მტკივნეულ ადგილას უხვად შეიზილეთ. ძლიერ ქავილს იგრძნობთ, მაგრამ კანში შეწოვის შემდეგ ქავილი გაქრება. როგორც კი ქავილი გაქრება, კიდევ 3-4-ჯერ წაისვით, მათ შორის ინტერვალი 3-5 წუთი უნდა იყოს. ამ მეთოდით 1 თვე იმკურნალეთ. 10 დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ სამკურნალო კურსი გაიმეოროთ. წვენ წასმულ კანის ნაწილს არ შეეხოთ, რადგან შეიძლება ჯანსაღი ქსოვილი დააზიანოთ.

მომზადების მეთოდი № 1

წვენის მოსამზადებლად მაისში, ყვავილობის პერიოდში ქრისტესისხლა ფესვებიანად მოკრიფეთ, ჭუჭყი მოაშორეთ, ყვითელი ფოთლებისგან გაასუფთავეთ და ჰაერზე 2-3 საათით გააშრეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და კაპრონის ქსოვილით წვენი გაწურეთ. 1 კგ მასისგან დაახლოებით 0,5 ლ წვენს მიიღებთ. წვენი მაცივრის ქვედა თაროზე 2-3 დღე შეინახეთ, შემდეგ სუფთა წვენი ბოთლში ჩაასხით, ჩენჩო კი გადაყარეთ. 1 ლიტრ წვენს 250-300 მლ 96 გრადუსიანი სპირტი დაასხით და შეგიძლიათ მკურნალობა დაიწყოთ. წვენი თავის სამკურნალო თვისებებს 5 წელი ინარჩუნებს.

ქრისტესისხლას წვენი მეჭეჭებს მოგაშორებთ. ამისთვის 1 ს/კ წვენი დილით უზმოზე (06:00) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ და ყლუპობით წყალი მიაყოლეთ. შემდეგ 11:00, 16:00 და 21:00 საათზე ჭამიდან 2 საათის შემდეგ დალიეთ. ასე 30 დღის განმავლობაში მოიქეცით. 10 დღე შეისვენეთ და სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.

ბუასილი. 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს ძილის წინ სწორ ნაწლავში ქრისტესისხლას წვენში გაჟღენთილი ბამბის ტამპონი ჩაიდეთ. ასე ბუასილს მოიშორებთ. პირველ საღამოს ტამპონი 30 წუთით გაიჩერეთ, მეორე საღამოს – 45 წუთით, მე-3 და მომდევნო დღეებში – 60 წუთით. მკურნალობის დასრულების შემდეგ ასკილის ზეთში გაჟღენთილი ბამბის ტამპონების გამოყენება დაიწყეთ. უკვე 2 კვირაში ბუასილი დაგავიწყდებათ.

თუ გული და ბრონქული ასთმა გაწუხებთ, ქრისტესისხლას წვენი დაგეხმარებათ. გამოყენების 2 ვარიანტი არსებობს:

  1. 1 ჩ/კ ქრისტესისხლას წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ დალიეთ, ყლუპი წყალი დააყოლეთ. 1 თვიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.
  2. 1 დესერტის კოვზი ქრისტესისხლას წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. 15 დღიანი კურსის შემდეგ 5 დღე შეისვენეთ. ასე 3-4 ჯერ გაიმეორეთ. თუ ასეთი მკურნალობით ეფექტი არ გექნებათ, ორთვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კიდევ ერთი კურსი ჩაიტაროთ. ამ დროს 1 ს/კ წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 15 დღის განმავლობაში დალიეთ, შემდეგ 5 დღე შეისვენეთ და ასე 4-ჯერ გაიმეორეთ.

ადენომა-ფიბროზული მასტოპათიის დროს დაავადებას ქრისტესისხლას წვენით გაუმკლავდებით. 1 ს/კ წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. პირველი მიღება დილით, უზმოზე 6:00 საათზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა იყოს, შემდეგი დოზა ჭამამდე 3-4 საათით ადრე უნდა მიიღოთ, შემდეგ 16:00 საათზე და ბოლოს 21:00 საათზე. ყოველ ჯერზე ყლუპობით წყალი დააყოლეთ. ასეთი სქემით 1 თვე დალიეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ასე 2-3 თვე გააგრძელეთ.

ფრთხილად იყავით! ქრისტესისხლას წვენის ატანა ყველას არ შეუძლია. მათ, ვისაც კუჭის გაზრდილი მჟავიანობა აქვთ, რეკომენდებულია უზმოზე წვენის მიღებამდე 0,5 ჭიქა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი დალიონ. ასე მჟავიანობას 15-16 საათით დაარეგულირებთ. მკურნალობის პერიოდში ყოველ დილით ასე გააკეთეთ.

მომზადების მეთოდი №2 (მასტოპათიის სამკურნალოდ)

ქრისტესისხლას წვენი მისი ყვავილობის დროს მოამზადეთ. ამ დროს ბუჩქი ნაწილობრივ ფესვებთან (50%) ერთად ამოიღეთ, ფესვები გაწმინდეთ, ჭუჭყი მოაშორეთ და წყალში გარეცხეთ. ყვითელი ფოთლები მოაშორეთ. ღეროები და ფოთლები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და მიღებული მასა კაპრონის ქსოვილით გაწურეთ. 1 ლ მასიდან 0,5 ლ წვენს მიიღებთ. მაცივრის ქვედა თაროზე 2-3 დღე გააჩერეთ. შემდეგ სუფთა წვენი ბოთლში ჩაასხით, ნადები გადაყარეთ. 1 ლ წვენს 250 მლ სპირტი დაასხით. ახლა შეგიძლიათ 5 დღე შეინახოთ. 1 თვიანი მკურნალობისთვის 2 ლ წვენი დაგჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს