პირშუშხას ფესვი: სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო 15 რეცეპტი

1012

სიბრმავე. ამისთვის პირშუშხას ფესვები სახეხზე გახეხეთ. მარლაში ან ჩვარში მოათავსეთ და შუბლზე დაიდეთ. გახურების შემდეგ მოიშორეთ. რაც უფრო დიდხნს გაიჩერებთ, პირშუშხა ამ მონაცრისფრო დაბინდვას უფრო სწრაფად მოგაშორებთ. ჩემი მეგობარი ამ პროცედურას 4-5 დღე იკეთებდა და დღემდე კარგად ხედავს. პირშუშხას ფესვები შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ. თუ დაავადება მიშვებული არაა, უდაოდ 100% დაგეხმარებათ.

ბრონქულ ასთმას რომ გაუმკლავდეთ, 200 გრ გახეხილ პირშუშხას ფესვები 2-3 საშუალო ზომის ლიმონის წვენი აურიეთ. ზრდასრულებმა 1 ს/კ ნარევი დილით, უზმოზე და სადილობის შემდეგ, ხოლო ბავშვებმა ½ ჩ/კ მხოლოდ დილით უნდა დალიონ. ამ ნარევით დიდხანს იმკურნალეთ, არაფერი არ დაუმატოთ და არაფრით არ ჩაანაცვლოთ.

შაკიკის დროს თავი პირსახოცით ან შარფით შეიხვიეთ, ხელში კი პირშუშხას ნაჭერი დაიჭირეთ. ასე რამდენიმე წუთით დაჯექით და შაკიკი გაქრება.

ქრონიკული ჰეპატიტის დროს 4 ს/კ გახეხილ პირშუშხას ფესვებს 200 მლ რძე დაასხით, ძლიერ გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, 5 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ყლუპებით დღის განმავლობაში დალიეთ. კურსი – 7-10 დღე.

პლექსიტი (ნერვული წნულის დაზიანება). ამისთვის 15 გრ პირშუშხას ფესვები. ალოეს ფოთლები, მანდრაგორის ფესვები და სამკურნალო ტუხტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 100 გრ ნატურალური თაფლი დაუმატეთ, კვლავ აურიეთ, 1 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით და 7-10 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და დღეში 2-3-ჯერ მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. სამკურნალო საშუალება მაცივარში შეინახეთ.

ანგინისგან თავის დასაცავად 1 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვი 100 მლ ანადუღარ გრილ წყალში გახსენით და დღეში 4-5-ჯერ, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ყელში გამოივლეთ. ხველების დროს დროს ბავშვებს დღეში 5-6-ჯერ 1 ჩ/კ საშუალება მიეცით. მზა ხსნარი თავდახურულ ჭურჭელში 2 დღე შეინახეთ. ამის შემდეგ ახალი ხსნარი მოამზადეთ.

ხველის დროს ხორცის გასატარებელ მანქანაში გატარებული პირშუშხას ფესვები თანაბარი პროპორციით შაქარს ან თაფლს აურიეთ და 1 ჩ/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ გამოჯანმრთელებამდე მიიღეთ.

გაციების დროს ახალ გაწურული პირშუშხას წვენი თანაბარი პროპორციით თაფლს აურიეთ და 1 ს/კ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ მიიღეთ.

1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა წყალში გახსნილი ჭამამდე რეგულარულად მიიღეთ და დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტს გაუმკლავდებით, მადას გაიუმჯობესებთ და იმუნიტეტს გააძლიერებთ.

წელის ტკივილის და რადიკულიტის დროს მტკივნეულ ადგილას გახეხილი პირშუშხას კომპრესი დაიდეთ. 5-10 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ.

გაციების, რადიკულიტის და ართრიტის დროს 1 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვები 1 ჭიქა გახეხილ კარტოფილს აურიეთ და ამ ნარევით პრობლემურ ადგილას კომპრესი გაიკეთეთ. მაქსიმუმ 2 საათით გაიჩერეთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად 0,5 კგ წითელი ჭარხლის ძირნაყოფი და 100 გრ პირშუშხას ფესვები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, აურიეთ და 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე და ჭამის დროს შეჭამეთ.

პირშუშხა ნაღვლმდენი დაავადების დროსაც დაგეხმარებათ. 500 გრ მცენარის ფესვები გაატარეთ, მიღებულ ფაფას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 24 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ გაწურეთ. 50 მლ წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

პირშუშხას წვენს ღვიძლის დაავადების დროს იღებენ. 200 მლ რძე და 4 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვები ემალის ქვაბში აურიეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ (არ აადუღოთ!). 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ, წვენი გაწურეთ და ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ. პროცედურა გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

გახეხილი პირშუშხა სახის და სხეულის ნიღბის სახით რეგულარულად გამოიყენეთ. ასე ჭორფლებსა და პიგმენტურ ლაქებს მოიშორებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს