შვილებს ბავშვები გავუზარდე და შემდეგ აღარ გავხდი საჭირო, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დამირეკავენ

0
539

ადამიანების ბედი ხანდახან უცნაურად იკვეთება ხოლმე. შეიძლება მთელი ცხოვრება ეძებო საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში: სამსახურში, მოგზაურობაში, სპორტში, ხელოვნებაში. მაგრამ როდესაც როდესაც ასაკში შედიხარ და ბევრი აღარაფერი შეგიძლია, ვინ უნდა იფიქროს შენზე? უმადურმა ქალიშვილმა, რომელიც ქმართან ერთად მზის ჩასვლის საყურებლად წავიდა, თუ ვაჟი, რომელსაც თავისი ოჯახი ყავს და მეტი არაფერი აღარ აინტერესებს ამქვეყნად? რისი ბრალია ეს ყველაფერი, ვერ იტყვი: აღზრდის , ცუდი ურთიერთობის, თუ გენეტიკის. რაც არ უნდა მწარე იყოს რეალობა, ყოველ დღე ვხედავთ ჩვენს გარშემო მარტოხელა, მიტოვებულ მოხუცებს. რატომ არ ეხმარება მათ არავინ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

უმადური ქალიშვილი

“ჩემმა შვილებმა მიმატოვეს. მხოლოდ ტელეფონით თუ მომიკითხავენ თვეში ერთი-ორჯერ. ბავშვობიდან მარტო ვზრდიდი მათ, მამამისი სულ რეისებში იყო და სახლში თითქმის ვერ ვნახულობდით. ფულს საკმარისად შოულობდა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი არყოფნა არ იყო კარგი ოჯახისთვის.მარტო ყოფნამ გამოიწვია ის, რომ შვილები ზედმეტად “შევიყვარე” და გავანებივრე. ქალიშვილმა სკოლის ასაკშივე დაიწყო ბიჭებთან სიარული და არაფრად აგდებდა ჩემს წინააღმდეგობას და რჩევას, რომ წესიერად ეცხოვრა. სახლშიც კი მუდმივად ეჭირა ტელეფონი ხელში და ბიჭებს ელაპარაკებოდა. შემდეგ სასწავლებლად სხვა ქალაქში გადავიდა და საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი.ბიჭი უფრო პატარა იყო. სამწუხაროდ, ნამდვილი მამაკაცი მისგან არ დადგა. ბავშვობაში თანატოლები სულ დასცინოდნენ ზედმეტი წონის გამო, შემდეგ, გარდატეხის ასაკში გაუჩნდა აკნე და კიდევ უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში. დღემდე არ არის დამოუკიდებელი. კარგია, რომ სამსახურში იპოვა თავისი თავი: კარგად გაერკვა კომპიუტერებში და ეხლა ნორმალური ხელფასი აქვს.როდესაც დაოჯახდა და ბავშვი შეეძინა, დავჭირდი. მთხოვა ბავშვისთვის მომევლო, სანამ თავად სამსახურში იყო. რძალი არ მუშაობდა, მაგრამ ხან სალონში ჭირდებოდა წასვლა, ხან მეგობრებთან გართობა, მაგრამ არაუშავს, ბავშვის მოვლა ჩემთვის ბედნიერება იყო.

ეხლა უკვე, შვილიშვილი გაიზარდა და კერძო სკოლაში შეიყვანეს. მე ისევ არასაჭირო გავხდი. არავინ აღარ მკითხულობს და ისევ მარტო დავრჩი.ქალიშვილი ადრე გათხოვდა. უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია, ისე გადავიდა ქმართან. მხოლოდ ტელეფონით მეკონტაქტება, სანახავად იშვიათად მოდის და არასდროს ბავშვები არ მოჰყავს. შვილიშვილები მხოლოდ ფოტოებზე მყავს ნანახი.ქმარს საბოლოოდ, გაშორდა. მისი ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მაგრამ მებრძოლია და ცდილობს ოჯახს არაფერი მოაკლოს. სულ ეჩქარება და დაკავებულია. ნამდვილად ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ხანდახან ხომ შეიძლება მოიცალოს? უკვე ძალიან მოვხუცდი. მიჭირს სახლის საქმეების გაკეთება, მაღაზიიდან პროდუქტების მოტანა. პენსია თვიდან თვემდე ძლივს მყოფნის. ცოტა ხნის წინ სადარბაზოს კიბეებზე დავეცი, ფეხი მოვიტეხე. ბავშვები დამეხმარნენ წამოდგომაში, ეხლა სტუმრად მოდიან ხოლმე, საჭმელი და წამლები მოაქვთ. კარგი ბიჭები არიან.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. შვილები დიდი სიხარულია და ღირსეულ ადამიანებად უნდა აღზარდოთ. არ გქონდეთ მხოლოდ მათი დახმარების იმედი. ახალგაზრდობიდანვე დაიჭირეთ თადარიგი, რადგან საბოლოოდ მარტო დარჩებით საკუთარ თავთან.