მკურნალობა კუნელით: 5 ხალხური რეცეპტი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ

661

ჰიპერტონიის დროს, წნევას შეამცირებს და გულის ტკივილს განკურნავს შემდეგი რეცეპტი. მოათავსეთ ლიტრიან ქილაში 1 ჭიქა კუნელის კენკრის ჩირი, დაასხით პითამდე ხარისხიანი არაყი ან ჭაჭა და დააყენეთ 1 კვირით. მიიღეთ, გადაუწურავათ, 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჰიპერტონიასთან გამკლავებისთვის, დააქუცმაცეთ და შეურიეთ ასფურცელას 30 გ ბალახი, 15-15 გ კუნელის ყვავილები, მინდვრის ცხენისკუდას ბალახი, კატაბალახას ფესვები, გველის სუროსა და მელისას ფოთლები. 1 ს.კ. ამ მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 50-70 გ დღეში 3-4-ჯერ. გარდა ამისა, ჭამეთ ძახველი.

დაასხით 100 მლ 96%-იანი სპირტი 3 ს.კ. კუნელის ყვავილებს, დააყენეთ 10 დღით ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მიიღეთ 1 ჩ.კ. გაზავებული 30 მლ წყალში, დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს გულის ტკივილებისა და სტენოკარდიის განკურნებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, მოამზადოთ და მიიღოთ კუნელის კენკრის ნაყენი. ჩაყარეთ ბოთლში 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნედლეული, დაასხით 200 მლ 96%-იანი სპირტი და დააყენეთ 3 კვირით ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. დაყენების შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1 ჩ.კ. გაზავებული 30 მლ წყალში, დღესი სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ყველაზე ეფექტური რეცეპტი ქოლეცისტიტის, გასტრიტისა და პანკრეატიტის წინააღმდეგ.

ეს რეცეპტი საკუთარ თავზე გამოვცადე. უკვე 11 წელია, კუჭის ტკივილები აღარ მაწუხებს. საშუალება ორგანიზმს წმენდს, კურნავს ქოლეცისტიტს, პანკრეატიტსა და გასტრიტს. ახლა მას თქვენც გაგიზიარებთ დაწვრილებით.

მკურნალობა სამი კურსისგან შედგება. პირველი და მესამე კურსის განმავლობაში იღებენ “თეონინს” – ბიოლოგიურად მძლავრ საშუალებას მრავალმხრივი დანიშნულებით, ხოლო მეორე კურსი ასკილის ნაყყოფის ნაყენით მკურნალობას მოიცავს. “თეონინის” მოსამზადებლად, სამლიტრიანი ემალირებული ქვაბი გაავსეთ რამდენჯერმე გარეცხიმი და დაქუცმაცებული კუნელის ფესვი(მოცულობის 1/3) და მჟაველას ფესვი(2/3). ყურადღებით იყავით, რადგან მჟაველას ფესვის ზოგიერთი ნაწილი მწარეა, ამიტომ წამლისთვის უვარგისია. ქვაბის ფესვებით გავსების შემდეგ, პირთამდე დაასხით ცივი წყალი და დააყენეთ 1 საათით. ამის შემდეგ, დადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, თავდახურული, 5-7 საათის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. წამლის პირველი ულუფა მზადაა. ქვაბში დარჩენილი ფესვების ზედა ფენა გადააბრუნეთ, ხელახლა დაახით ცივი წყალი და ხარშეთ სე 3-5 საათით. გააგრილეთ, გადაწურეთ, შეურიეთ ორივე ნახარში და ადუღეთ 5-7 წუთით. “თეონინი” მზადაა. მიღეთ იგი 1 ს.კ. ოდენობით პირველი 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 დრე – 1.5 ს.კ., შემდეგი სამი დღე კი 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. “თეონინის” მიღების თორმეტდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, შეუდექით ასკილის ნახარშის მიღებას.

მის მოსამზადებლად, ემალის ქვაბში დაასხით 0.5 კგ გამომშრალ, გარეცხილ ასკილის ნაყოფს 3.5 ლ ცივი წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. ამის შემდეგ, აადუღეთ შიგთავსი და ხარშეთ 10 წუთით. გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ ნახარში 2 საათით, შემდეგ დაჭყლიტეთ ფსკერზე დალექილი ასკილი და ისევ დადგით ქვაბი ცეცხლზე. ხუთწუთიანი დუღილის შემდეგ, დაუმატეთ ნახარშს 100 გ მწვანე წიწვები და ისევ ხარშეთ 5 წუთით. მზა ნახარში ოდნავ შეაგრილეთ და გადაწურეთ ჯერ კიდევ თბილი. შედეგად, დაახლოებით 3 ლ ნახარშს მიიღებთ. გადაასხით იგი შუშის ჭურჭელში და ყოველ ლიტრზე დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, 1 ჭიქა ჭამის შემდეგ. ამ ნახარშის მიღება კარგად არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ასკილის ნახარში დალიეთ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ “თეონინის” კურსი.

ორივე წამალი მაცივარში უნდა შეინახოთ, მოხმარებადე კი ოთახის ტემპერატურამდე შეათბოთ. ასე განვიკურნე გასტრიტი, ქოლეცისტიტი და პანკრეატიტი. თუმცა, თუ დაავადება გამწვავებულია და მჟავიანობა ძლიერ მომატებულია, გირჩევთ, ამ მკურნალობის დაწყებამდე, 10 დღის განმავლობაში დალიოთ სტაფილოს წვენი, ყოველ დილით, უზმოზე, 70-100 მლ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს