ქმარი ყოველ დღე მიდის დედასთან, მთელს დასვენების დღეებს მასთან ატარებს, ქმარს პრაქტიკულად სახლში ვერ ვხედავ, მალე დამავიწყდება, როგორ გამოიყურება

0
1236

“ჩემი დედამთილი მარტო ცხოვრობს უკვე 15 წელია. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი ქმარი ცალკე გადავედით საცხოვრებლად, ყოველ დღე სთხოვს შვილს სამსახურის შემდეგ მასთან მივიდეს. ყურადღების დეფიციტს თავის მიმართ ქალბატონი ნინა ინაზღაურებს იმით, რომ მუდმივად სთხოვს შვილს საოჯახო საქმეებში დახმარებას. მე კი ამ დროს მარტო ვარ სახლში – გვიყვება ნატა.გოგონამ არა ერთხელ შეამჩნია რომ მისი ქმარი ხშირად მიდიოდა დედასთან, მაგრამ ნაწილობრივ ამაში საკუთარ იდანაშაულებს. ნატა თვლის, რომ ჯობდა სახლი ქალაქის მეორე ბოლოში ეყიდა, რათა თავიდან აეცილებინა ხშირი ვიზიტები დედამთილთან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მათ ამბავს მოგიყვებით.

ყურადღების ნაკლებობა

“როდესაც ქორწილისთვის ვემზადებოდით, ვფიქრობდით სად უნდა გვეცხოვრა ქმარმა ჯერ დედასთან ერთად ცხოვრება შემომთავაზა, მაგრამ მე არ დავეთანხმე და ცალკე ცხოვრება ვამჯობინე.დედამთილს ძალიან უყვარდა შენიშვნები და არ მინდოდა კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობა, მინდოდა ჩემს სახლში მე ვყოფილიყავი დიასახლისი. საბოლოოდ ნაქირავებ სახლში გადავედით.დედამთილთან ხშირად მივდიოდით სტუმრად და ყურადღებას ვაქცევდით, ვეხმარებოდით ჩვენი ნაქირავები სახლი ძალიან ახლოს იყო ამიტომ გოგა ყოველ საღამოს მდიოდა დედასთან სამსახურის მერე.

ეშმაკი დედამთილი – მართლა დახმარება რომ ნდომოდა, არანაირად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაგრამ საქმე ხშირად აფსურდამდე მიდიოდა. ხან ნათურის გამოცვლა უნდოდა ხან სავარძლის გადაწევა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქმარი კი არა, უბრალოდ თანამაცხოვრებელი მყავს. გამოდის, რომ უბრალოდ დასაძინებლად მოდის სახლში, ვახშამსაც მარტო მივირთმევ. სახლის საქმეებს ვეღარ ავუდივარ, რადგან მამაკაცი მჭირდება გვერდით.დედამთილთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს. კვირაში ნამდენჯერმე მეც მივდივარ ხოლმე სტუმრად. გუშინ დარეკა და შვილს მისვლა სთხოვა, რადგან ძალიან ცუდად იყო. არადა სავაჭრო ცენტრში დავინახე, ყოჩაღად სეირნობდა. დღემდე გოგა სამსახურის მერე, ყოველ დღე ჯერ დედასთან მიდის, მე საერთოდ არ ვახსოვარ. ვცადე დალაპარაკება, მაგრამ მითხრა რომ ეგოისტურად ვიქცევი და არ ვარ მართალი.”

რედაქციისგან: დედამთილი მარტოხელაა და ყურადღება სჭირდება. მას ეშინია რომ შვილი მიატოვებს. ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა ვაჟი იზრდება და ქმნის თავის ოჯახს, მაგრამ გოგას ოჯახი ვერ შედგება, თუ მთელს თავისუფალ დროს მხოლოდ დედას დაუთმობს. თუ ნატას სურს ოჯახის შენარჩუნება, უნდა დაელაპარაკოს ქმარს და დედამთილს, იმაზე, რაც აწუხებს. თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.