პროდუქტები, რომელიც ღამით შეგიძლიათ მიირთვათ და არ ინერვიულოთ ზედმეტ კილოგრამებზე.

0
186

დიეტა – საშიში საქმეა, ხანდახან სახიფათოც. ზოგჯერ ქალებს იმდენად იტაცებს ის, რომ ჯანმრთელობას საერთოდ ივიწყებენ. დიეტის მერე ისევ ბრუნდება ხოლმე დაკარგული კილოგრამები და თან ორმაგად. “საღამოს ძალიან მშივდება და ძილის წინ იმდენს ვჭამ, რომ ვერ ვჩერდები!” – ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. არსებობს პროდუქტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს პრობლემებს არ შეუქმნის და კარგადაც დაგანაყრებთ, ეს არის იოგურტი. მაგრამ მაღაზიებში ნაყიდი და რეკლამირებული კი არა, არამედ სახლში მომზადებული. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით მის გაკეთებას.

მივირთმევთ ძილის წინ

იოგურტის სარგებელი – იოგურტი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია საღამოს ან ღამის ხემსისთვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ყოველ დღე ჭირდება: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, კალციუმს და ბიფიდობაქტერიებს. აგრეთვე ვიტამინებს B და PP.

ამას გარდა, სახლში მომზადებული იოგურტი:

  1. აუმჯობესებს მიკროფლორას კუჭსა და ნაწლავებში.
  2. ეხმარება შებერილობის, შეკრულობის და დიარეის დროს.
  3. გამოაქვს მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან.
  4. აუმჯობესებს მდგომარეობას მოწამვლის დროს.
  5. ეხმარება სისხლის შემადგენლობის განახლებას.
  6. შეიცავს ადვილად ათვისებად კალციუმს.
  7. ეხმარება ქალებს რძიანას სიმპტომების დროს.

თუ გიყვართ ტკბილი იოგურტი, მაგრამ გეშინიათ წონაში მომატების, შაქრის მაგივრად დაუმატეთ თაფლი ან ცოცხალი კენკრა. ის საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

ვამზადებთ იოგურტს

ინგრედიენტები:

  • ერთი ლიტრი რძე
  • ერთი ს/კ იოგურტი

მომზადების წესი

  1. რძე ჯობია ნატურალური  იყოს, მაგრამ პასტერიზებულიც გამოდგება. ჩაასხით ის ქვაბში და გააცხელეთ 80 გრადუსამდე. ჩაასხით შუშის ქილებში, რომელსაც შემდეგ ჰერმეტულად დაახურავთ თავზე
  2. რძე შეაგრილეთ, ის ცხელი არ უნდა იყოს, დაახლოებით 45 გრადუსამდე. დაუმატეთ ნატურალური იოგურტი და კარგად აურიეთ, დააფარეთ თავსახური და თბილად შეფუთეთ.
  3. დაელოდეთ 8 – 10 საათი იოგურტის ქვედა ნაწილი თხელი იქნება ხოლო ზედა უფრო სქელი. ეცადეთ მოხადოთ სქელი ნაწილი – ეს იქნება ბერძნული იოგურტის ანალოგი დარჩენილი თხევადი ნაწილი შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ძილის წინ. აგრეთვე შეგიძლიათ არ დაანაწევროთ და აურიოთ ერთ მასად.

ამ წუთიდან ნუღარ შეგაშინებთ ღამის შიმშილი. ჩვენი შინაური იოგურტი დაგანაყრებთ და გააძლიერებს თქვენს ორგანიზმში მონელების პროცესს. დილით თავს იგრძნობთ მსუბუქად და მხნედ. და რაც ყველაზე კარგია: შემდეგი პარტია იოგურტის მოსამზადებლად უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი კოვზი თქვენივე იოგურტი. საბოლოოდ ღებულობთ  ჯანსაღ საკვებს მხოლოდ რძის ფასად.