ის, რაც უნდა იცოდეს ჭკვიანმა დიასახლისმა იმისთვის, რომ ოჯახში მუდამ ქონდეს ფული

6232

ცოცხი ოჯახში ყველაზე საჭირო ნივთია, მიუხედავად იმისა, რომ მტვერსასრუტით სახლის დალაგება ბევრად უფრო მარტივია. უძველესი დროიდან ადამიანებს სჯეროდათ, რომ ცოცხი არა მარტო სახლის დასალაგებელი ატრიბუტია, არამედ, ბევრად უფრო მეტი.ცოცხს შეუძლია დაიცვას ოჯახი ავი თვალისგან, ან პირიქით, მოიზიდოს უბედურება. ამიტომ ცოცხთან დაკავშირებით, ძველად არსებობდა წესები, რომელსაც მკაცრად იცავდნენ.

ცოცხი სახლში

დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ ცოცხს, რათა ოჯახში ფული გქონდეთ.ეხლა კარგი პერიოდია, რომ გაიტანოთ ოჯახიდან წარუმატებლობა, ჩხუბი და სიღარიბე. ადრე ცოცხს სარკალური მნიშვნელობა ჰქონდა. მისი დახმარებით დევნიდნენ ყველაფერ ცუდს, უსიამოვნებას, უბარაქობა.ახალი მთვარის ფაზაში შეგიძლიათ “გაიტანოთ” სახლიდან დაბინძურებული ენერგეტიკა. მოგავეთ მთელი სახლი ცოცხით, შეაგროვეთ მთელი ნაგავი სახლის შესასვლელთან.ზღურბლი ითვლება საზღვრად ორ სამყაროს შორის. შეაგროვეთ ნაგავი ზედ ბარიერთან, მერე აიღეთ და ჩაყარეთ პაკეტში, მასთან ერთად გადააბიჯეთ ზღურბლს სიტყვებით: “ნაგავი ნაგავში, კარგი კარგთან. სხვისი ავი არ გვინდა, ვუშვებთ იქ, საიდანაც მოვიდა.” ნაგავი გადასაგდებად უნდა გაიტანოთ ცოცხთან ერთად. სახლში დაბრუნდი ისე, რომ უკან არ მიიხედო.

ფაქტი ერთია, უბრალო დალაგების დროს ნამდვილად ახლდება სახლში ენერგეტიკა.არსებობს უამრავი გამოთქმა ცოცხთან დაკავშირებით. ბებია ამბობდა: “სახლში ფულის  და ბარაქის მოსაზიდად, უნდა იყიდოთ ახალი ცოცხი ღიმილით და შევაჭრების გარეშე, არ უნდა გამოართვათ ხურდაც.”

სახლში დაბრუნების შემდეგ, დადეთ ცოცხი კუთხეში, შემოსასვლელთან, მარცხნივ და ტარით დაბლა. დაელოდეთ მთვარის შევსებას და როდესაც ახალი მთვარე იქნება, ხელზე შემოიხვიეთ ხელზე მწვანე ლენტი, დააწყვეთ კუთხეებში რკინის მონეტები და დატოვეთ ერთი თვე. შემდეგ აიღეთ ეს ფული და დაელოდეთ პოზიტივს.არ მისცეთ უფლება სტუმრებს სახლი მოგიგავოთ. ეს ბარაქას გაფანტავს. კონკრეტულ დღეებში დაგვა კი იზიდავს პოზიტიურ ენერგიას. მაგალითად, არ შეიძლება ორშაბათს დაგვა – ფულს დაკარგავთ. სამშაბათს კარგია.ოთხშაბათს დაგვა ვაჭრობაში შეგიწყობთ ხელს, კარგად წავა ბიზნესის საქმეები. ხუთშაბათს – უფულობას მოგიტანთ. პარასკევსაც არ არის სასურველი.თუ ცოცხი გაგიფუჭდებათ, არ დაწვათ სახლში – ბუხარში ან ღუმელში. მადლობა გადაუხადეთ სამსახურისთვის და გადააგდეთ სახლიდან შორს ნაგავში.

რჩევა რედაქციისგან: გჯერათ თუ არა, ეს თქვენი ნებაა. ცოცხი კი საჭირო და აუცილებელი ნივთია ოჯახში. დაალაგეთ სახლი ღიმილით და პოზიტიური განწყობით, გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს