ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სტაფილო აპრილში ან ივნისის დასაწყისში უნდა დარგოს. მაგრამ ამის გაკეთება შემოდგომაზეც შეიძლება. თუ პირველად იწყებთ მიწასთან მუშაობას, ჯობია სტაფილოთი დაიწყოთ – შეიძენთ კარგ გამოცდილებას და გემრიელ ნაყოფსაც მოიწევთ.
სტაფილოს დარგვა შემოდგომით
სტაფილოს დარგვის შესაძლებლობა შემოდგომაზე, დამოკიდებულია რეგიონზე, მის კლიმატსა და ამინდზე. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ დარგვა შეიძლება მაშინაც, თუ უკვე აცივდა და ტემპერატურა 0-2 გრადუსზე ჩამოვიდა.საუკეთესო დროა ოქტომბერი, ნოემბერი და ზოგჯერ დეკემბერიც კი. გამოუცდელი ადამიანები თესავ ძალიან ადრე, ჯერ კიდევ სითბოში, რაც ცუდია, რადგან თესლი შემოდგომაზევე გაღვივდება და ზამთარში დაიღუპება. უნდა დაელოდოთ სიცივეს!დათესვამდე გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო კარგ მოსავალს მოგცემთ, თუ მის წინ მიწაზე მოყვანილია კონკრეტული კულტურები, კარტოფილი, კომბოსტო, საზამთრო, გოგრა, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ყაბაყი. ხოლო ოხრახუში და ლობიო არასასურველი წინაპარია ამ ბოსტნეულისთვის.
რა არის უმჯობესი გვიანი თესვისთვის? – გვიანი თესვისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ჯიშები, გაითვალისწინეთ, რომ თესლი 25%-ით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი თესვის დროს. ასევე, არ შეარჩიოთ დრაჟირებული თესლი. აიღეთ ჩვეულებრივი, ახალი თესლი, რომელიც არ არის დამუშავებული.მნიშვნელოვანია, გრუნტის მომზადება. მიწა სტაფილოსთვის ბევრად ადრე, სიცივეების დაწყებამდე უნდა მომზადდეს. მიწა კარგად უნდა დაიბაროს, გაფხვიერდეს, გაკეთდეს 3 სმ სიღრმის კვლები. ტომრებით უნდა შეინახოთ მშრალი მიწა, რათა დაფაროთ კვლები, მოიმარაგეთ ორგანული სასუქები.როდესაც მიწა გაიყინება 5 სმ ან მეტზე, შეგიძლიათ დაიწყოთ თესვა. არ შეგაშინოთ თოვლმაც. უბრალოდ, მოაშორეთ თოვლი, ჩაყარეთ მომზადებულ კვლებში თესლები და დააყარეთ ტომრებიდან მშრალი მიწა.
რატომ თესავენ სტაფილოს მანანის ბურღულთან ერთად – გამოცდილი მებოსტნეები ძალიან აქებენ ამ მეთოდს. საქმე იმაშია, რომ ერთად არეული მანი და სტაფილოს თესლი კარგად ჩანს კვლებში, ეს კი ეხმარება მისი ამოსვლის სიხშირეს.ასევე შეიძლება თავიდანვე ჩაყაროთ კვლებში მანი, ან ცალკე ჭურჭელში შეურიოთ თესლს. ასეთი დათესვით უხვი მოსავლისთვის მეტი შანსი გექნებათ.
თქვენ დაგითესავთ სტაფილო ზამთარში? გამოგიყენებიათ მანი ან ფქვილი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.