ბროწეულის ქერქი: ანტიბიოტიკის შემცვლელი, რომელიც სახლში ყოველთვის უნდა გქონდეთ

3676

ბროწეულის ქერქის უნიკალური თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, 2500 წლის წინ იცოდა. ის ბროწეულის ნაყენებს დიზენტერიის სამკურნალოდ წარმატებით იყენებდა. დადებითი შედეგი უკვე 5 საათის შემდეგ შესამჩნევი იყო.

მის ქერქში შემავალ ნივთიერებას დაავადების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების უნიკალური შესაძლებლობა გააჩნია. ყველასთვის ცნობილია, რომ ქიმიური პრეპარატები ყველა სახის ბაქტერიას ანადგურებს, მათ შორის კარგს. ამ დროს იმუნური სისტემა საკუთარ ორგანიზმთან ბრძოლას იწყებს და საქმე გადარჩენას ეხება. ბროწეულის ქერქში შემავალი ნივთიერება მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე ახდენს დარტყმას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის აუცილებელ ბაქტერიებს არ ეხება.

  • ბროწეულის ქერქის წყლიანი ნაყენის გამოყენებისას მსხვილი ნაწლავის ანთებას და კუჭის წყლულს მოიშორებთ. ნაყენი დისბაქტერიოზის დროსაც დაგეხმარებათ. ნაყენის მომზადება საკმაოდ მარტივია.
  • გაციება, რომელსაც ჩვეულებრივ სურდო ახლავს (რინიტი). მის გასაქრობად, 1 ნაწილი ბროწეულის ქერქი, 1,5 ნაწილი თეთრი ტირიფის ქერქი და 1,5 ნაწილი მუხის ქერქი დაფქვით და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით თავდახურულ ჭურჭელში მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩერეთ. ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ნაყენს შემკვრელი მოქმედება აქვს, ამიტომ მისი მიღებისას ბევრი ბოსტნეული და ხილი შეჭამეთ.
  • კოლიტის დროს 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 30 წუთით ადუღეთ. 2-3 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აავსეთ. ¼ ჭიქა სასმელი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • დიარეა და მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) ერთხელ მაინც ყველას აწუხებს. მის მოშორებას დიდი რაოდენობით (დღეში 5-6 ჭიქა) მწვანე ჩაის დალევით შეძლებთ. ასევე ბროწეულის ქერქიც დაგეხმარებათ. 20 გრ ხმელი ან 50 გრ ახალი ბროწეულის ქერქი 30 წუთით 1 ჭიქა წყალში აადუღეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის დროს შესაბამისი დიეტა დაიცავით. 3 დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. ბროწეულის ქერქით ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად დიზენტერიასაც მოიშორებთ.
  • დროდადრო 1 ს/კ თაფლი 0,5 ჭიქა ბროწეულის ქერქის ნაყენში გახსნილი მიიღეთ. ასე გულს გააძლიერებთ და მის მუშაობას გააქტიურებთ.

უკუჩვენება

ბროწეულით მკურნალობის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნაყოფი ქრონიკული ყაბზობის, სწორ ნაწლავზე ნახეთქების და ბუასილის დროს უკუჩვენებულია. ბროწეულით გამოწვეული ყაბზობა ზოგჯერ სისხლდენას იწვევს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისხლდენა გამოიწვიოს. ქერქი ალკალოიდს შეიცავს, რომელმაც შეიძლება სრული სიბრმავე გამოიწვიოს. ჭიების მოსაშორებლად და ძვლის მოტეხილობის დროს ქერქის და ფესვის ნახარში უკუჩვენებულია, თუ ჰიპერტონია გაქვთ. ნორმალური ან შემცირებული წნევის დროსაც ასეთი ნახარშის გადაჭარბება თავბრუსხვევას, ზოგად სისუსტეს, ღებინებას, კრუნჩხვებს და მხედველობის შესუსტებას იწვევს. წვენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, განსაკუთრებით ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, კომბინაცია რეკომენდებული არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს