ბებია და ბაბუა ბევრს არ ფიქრობენ ხოლმე, რა აჩუქონ შვილებს ბავშვის გაჩენის შემდეგ. ახალგაზრდა მშობლები, პირველ რიგში, მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებენ. ყველასთვის ცნობილია, ბავშვს რამდენი რამ ჭირდება, განსაკუთრებით პირველ ხანებში, როცა ახალი რეჟიმით იწყება ცხოვრება.ქალბატონი ანა ცოტა ხნის წინ ბებია გახდა. მას საჩუქრად ფულის გადაცემა უნდოდა შვილის ოჯახისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერ იფიქრებდა, თუ ეს რძალთან უსიამოვნების მიზეზი გახდებოდა. რა მოხდა და შეძლეს თუ არა ნათესავებმა კონფლიქტის განეიტრალება, წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
რა ვაჩუქოთ ახალშობილ შვილიშვილს
“ჩემი შვილის რჩეული არასდროს მომწონდა, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო და არ მომიხვევია ჩემი შეხედულება. როდესაც დაქორწინება გადაწყვიტა, ქორწილისთვის მთელი ჩემი დანაზოგი მივეცი, კარგი სუფრა გამოვიდა, მაგრამ მალე დაიწყო პრობლემები.რძალს სურდა, რომ გამეყიდა ჩემი 3 ოთახიანი ბინა და თანხის ნაწილი, ანუ შვილის წილი, მიმეცა მათთვის. ეს მე ძალიან არ მინდოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეჩვეული ვარ ჩემს სახლზე და მიყვარს, მეორე იმიტომ, რომ მყავს მეორე შვილიც. ქალიშვილი ჯერ არ არის გათხოვილი, ცხოვრობს ცალკე და იხდის თავისი ბინის კრედიტს. უფრო სამართლიანი იქნება, შვილებმა თანაბრად გაიყონ ბინა, როცა მე აღარ ვიქნები.მოკლედ, მე და ჩემს რძალს ამის ფონზე კონფლიქტი მოგვივიდა. მან ეგოისტი მიწოდა, მათი დახმარება რომ არ ვისურვე. მაგრამ მე მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიქნები! ჩემი შვილი პატარა ბიჭი არ არის, თავად უნდა მიხედოს ოჯახს და იფიქროს მომავალზე. ამ ჩხუბის მერე აღარ ვურთიერთობდით. შვილიც ნაკლებად მნახულობდა.ერთხელ, დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბებია გავხდებოდი. მაშინ ვიფიქრე, რომ იქნებ ამის შემდეგ აგვწყობოდა ურთიერთობა. გახარებულმა ვიყიდე ტორტი და სტუმრად მისვლა გადავწყვიტე. მაგრამ რძალმა ისევ ძველებურად დაიწყო.გულდაწყვეტილი წამოვედი და ისევ გავწყვიტეთ ურთიერთობა. ბავშვის სამშობიაროდან გამოყვანაც კი არ გამაგებინეს. შვილიშვილი რომ მეყოლა, ერთი კვირის მერე გავიგე, შვილმა დამირეკა… რძალმა კი შემომითვალა, რომ საჩუქრად ფული ერჩივნა!… მე თითონაც ფულის ჩუქებას ვაპირებდი, ავიღე რაც მქონდა და წავედი ბავშვის სანახავად.რძალი სახლის ზღურბლთან დამხვდა, ჩახედა ფულიან კონვერტს და უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა. არ ვიცი, რა გონია, ან რას ითხოვს ჩემგან, ფულის ტომარა ხომ არ მაქვს? დიდხანს არ გავჩერებულვარ მათთან, ვნახე შვილიშვილი და სახლში წამოვედი. მას შემდეგ აღარც შემხმიანებიან. მეც არ ვაწუხებდი.
ფული წყვეტს ყველაფერს – რამდენიმე თვის შემდეგ ისევ თავად ვინახულე. ბავშვს პამპერსები და ტანსაცმელი ვუყიდე. რძალმა ისევ დამიწუნა საჩუქარი… ძალიან მეწყინა და მეტკინა გული.დავიღალე მუდმივი პრეტენზიებით. შვილი საერთოდ აღარ მირეკავს და აღარც მნახულობს. ცალი ყბით დამპატიჟეს ბავშვის დაბადების დღეზე, ეგ იყო და ეგ…არ ვიცი, როგორ მოვიქცე. შვილიშვილის ნახვა მინდა, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდათ, რომელიც არ მაქვს!
რედაქციისგან: პირველ რიგში ქალბატონი ანა თავის შვილს უნდა დაელაპარაკოს. ფაქტია, რომ ცოლის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ადვილი წარმოსადგენია, რა იქნება მომავალში. რძალი არ მოეშვება დედამთილის წნეხვას.
თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? გსმენიათ მსგავსი რამ რეალურ ცხოვრებაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.