ოსკაროსანი ვარსკვლავის -მერილ სტრიპის ციტატები საკმაოდ დასაფიქრებელია. ეს საოცარი ქალბატონი ჰოლივუდის ოლიმპამდე სამჯერ მივიდა, მაგრამ დიდებას თავბრუ არ დაუხვევია მისთვის. მოდით, პაპარაცის ამ სტატიაში გავიხსენოთ მისი ყველაზე თამამი რჩევები, ეს გამონათქვამები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
საინტერესო გამონათქვამები
მერილ სტრიპი დარწმუნებულია: “სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ეს ის არის, რაც გამოარჩევს კარგ ცხოვრებას წარმატებულისგან.” გოგონამ მიიღო ხარისხიანი განათლება, სწავლობდა იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. მსახიობი არ თვლის სწორად განათლებისგან და დიპლომისგან შორს ყოფნას: “თუ შენ გაქვს ტვინი, ვალდებული ხარ ის გამოიყენო.” – ამბობს ის.
მერილ სტრიპი ყოველთვის არ ყოფილა დაკავებული წარმატებული როლებით. გოგონამ ბედის გამოცდა გადაწყვიტა და წავიდა ფილმის “კინგ-კონგის” სინჯებზე. იქ რეჟისორმა იტალიურად ჩაილაპარაკა: “რად გვინდა ეს საშინელი ქალი?” მერილ სტრიპმა კარგად იცოდა იტალიური და მაშინვე უპასუხა: “ვწუხვარ, რომ კინგ-კონგის როლისთვის არ გამოვდგები, არ ვარ საკმარისად კარგი!”
ჭკვიანი მერილ სტრიპი – მერილ სტრიპი დარწმუნებულია, რომ ყველამ, ვისაც რიმეს მიღწევა სურს, უნდა იშრომოს. “სამუშაოში მთელ სულს და გულს ვდებ. არ მიყვარს, როცა ადამიანი თავის საქმეს გულგრილად ეკიდება.” ამ ქალბატონს ბევრჯერ უთხრეს უარი როლზე, ერთი პერიოდი იფიქრა, რომ კინოსთვის არ იყო დაბადებული, მაგრამ დროულად გადაიფიქრა. მან მოიმატა 9 კილო ფილმისთვის “მედისონის ოლქის ხიდები”, ხოლო ფილმისთვის “გულის სიმღერა” მერილმა ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. ის მეცადინეობდა 8 თვის განმავლობაში 6 საათი დღეში. მისი შეუპოვრობა ნამდვილად შესაშურია.ერთ-ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა, რომ ერთხელ თეატრალურ სკოლაში მოსწავლეებს სთხოვეს ეთამაშათ დედოფალი. ყველამ აქცენტი გააკეთა სიარულის მანერებზე, დგომასა დ სიარულზე. მასწავლებელმა კი უთხრა: “დედოფლობა ნიშნავს, შესვლისთანავე შეცვალო ატმოსფერო ოთახში.”
საინტერესო ციტატები ოსკაროსანი მერილ სტრიპისგან – მერილი გვარწმუნებს, რომ არ უნდა გვეშინოდეს საყვარელი საქმის კეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოგვივა. ის ბოლომდე შედიოდა როლში. იმისათვის, რომ ეთამაშა მირანდა პრისტლის როლი ფილმში “ეშმაკს აცვია პრადა”, ცხოვრებაშიც აგრძელებდა თამაშს, რაც ცუდად აისახა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მსახიობი გვირჩევს, რომ ყველამ უნდა ისწავლოს მოსმენა. სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან აუცილებელია მოსმენის უნარის ქონა.
ბრწყინვალე ლედი სტრიპი – მერილ სტრიპი ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ბედნიერებისთვის ცოტა რამ ჭირდება – მისი შემოქმედების სიყვარული და გემრიელი საჭმელი. მის ყველა სიტყვას ადვილად იჯერებ, როცა მის პირად ცხოვრებას ხედავ. ქმართან ცხოვრობს 1978 წლიდან, ყავს ოთხი შვილი და არც ერთის ადგილი არ არის ჰოლივუდის ინტრიგებსა და სკანდალებში.
“არ უნდა გინდოდეს იყო ცნობილი სახე. შენ უნდა გახდე ის ადამინი, რომლითაც იამაყებენ შენი მშობლები.” მოდით, დავიმახსოვროთ ეს სასარგებლო ციტატა.