ქალი და ფული – მუდმივი დილემაა. რატომ არ იყენებდნენ ჩვენი ბებიები ლამაზ ჭურჭელს და ინახავდნენ შავი დღისთვის? პასუხი მარტივია: ეს სიღარიბის გადმონაშთია, რომელიც მათ ღრმა ბავშვობიდან მოსდევს. ომის შემდგომმა პერიოდმა დიდი ხანია გაიარა, მაგრამ შეხედულებები იგივე დარჩა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
ქალი და ფული
იყო დრო, როცა ყველაფრის ეკონომია იყო საჭირო, არა მარტო ფულის და პროდუქტების, ასევე ფრთხილად ეპყრობოდნენ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც. მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყველაფრის ტოტალური დეფიციტი იყო. ეხლა უკვე, მაღაზიის თაროებზე, ფართო არჩევანია ყველაფერის. საშუალო და დაბალი შესაძლებლობის ადამიანებიც შეწვდებიან შესაბამის ნივთს და მოაწყობენ სახლს.არსებობს ასაკოვანი ქალების და მამაკაცების ერთი კატეგორია, რომლებიც გადასაგდებ ნივთებსაც ვერ ელევიან. “როდესმე გამომადგება” ნივთები სახლს ნამდვილ სანაგვედ აქცევს ხოლმე. გამოდის, რომ სახლი არის ხარა-ხურისთვის და არა ადამიანებისთვის.დიდი ხანია ვსარგებლობ “სამი წლის წესით”. თუ შენ სამი წელია არ იყენებ ნივთს, გადააგდე ან გააჩუქე. გამონაკლისია წიგნები ან სახსოვარი ნივთები, მაგრამ ბევრსაც ნუ დააგროვებთ. ჯობია ის იყოს მთელი ქონების 5%.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვხვდები უსარგებლო ნივთებით სავსე სახლში, ნეგატიური განწყობა მეუფლება. მინდა სასწრაფოდ დავტოვო იქაურობა. ხოლო, თუ ამ ყველაფერს ემატება მტვერი და ჭუჭყი… მესმის, რომ ყველას არ აქვს საშუალება დიდი საცხოვრებელი ჰქონდეს, მაგრამ სველი ტილო და დალაგება ყველას შეუძლია. შესაძლებელია, აგრეთვე მტვრით დაფარული სტატუეტების და სხვა უსარგებლო ნივთების მოშორება.მესმის, რომ კომფორტის და სიმყუდროვის აღქმა ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგი ბუნებით კოლექციონერია, უყვარს ნივთების შეგროვება. მეც მიყვარს, მაგრამ მირჩევნია მოგონებების შენახვა ფოტოების სახით. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გავათავისუფლოთ სივრცე კომფორტული ცხოვრებისთვის.მიჭირს იმ ადამიანების გაგება, ვისაც უყვარს საკუთარი სახლის საწყობად გადაქცევა. ზოგი გატეხილ ნივთებსაც ინახავს შავი დღისთვის.
რედაქციისგან: მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, დედა დიდხანს უყურებდა თეთრ ლამაზ სერვიზს, რომლითაც არასდროს ვსარგებლობდით. ის იდო ყუთში სამზარეულოს ზედა თაროზე. დედა ხანდახან ამოიღებდა გაწმენდდა და ისევ ინახავდა. ერთხელ, მან გადაყარა ყველა ძველი ჭურჭელი, ამოიღო ეს ახალი თეთრი სერვიზი და გვითხრა, რომ დღეიდან ამით ვისარგებლებდით.რატომ არ უნდა გავინებივროთ თავი ლამაზი ნივთებით? რატომ არ უნდა ვიცხოვროთ სრულფასოვნად? მსუბუქი რემონტის გაკეთებაც კი თავისი ხელით შეუძლია ადამიანს: კედლის შეღებვა თეთრად, იაფიანი ლამინატის დაგება, უსარგებლო ავეჯის გაცემა ან გადაგდება…ჩვენს სახლს ყოველ დღე ვუყურებთ და თუ იქ ქაოსია, ის იმოქმედებს ჩვენ განწყობაზე. ბედნიერ ადამიანს მთების გადადგმა შეუძლია, შექმენით და ისარგებლეთ სილამაზით დღეს და იყავით სრულყოფილები.