დედა მკაცრად მსჯიდა ბავშვობაში უწესრიგობის გამო, ამიტომ ეხლა იშვიათად ვალაგებ სახლს.

0
215

ისეთმა ყოფითმა მოვლენამ, როგორიც დასალაგებელი სახლია, შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური პროცესები ადამიანში. დეპრესია, დათრგუნვა, თვითკრიტიკა. პაპარაცის ამ სტატიაში ვეცდებით გაგარკვიოთ რატომ ხდება ასე.რაც საინტერესოა, სწორედ სახლის დალაგების საკითხი იწვევს ბევრ ადამიანში ნეგატიურ განცდებს. უფროსი თაობა იწყებს ნერვიულობას, უჩნდებათ მშფოთვარე აზრები, თითქოს დალაგება ყველაზე მნიშვნელოვანია და აუცილებლად გასაკეთებელი. არის გარკვეული ნაწილი, ვისაც ეს სულ არ ადარდებს. რაში მდგომარეობს ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება?

არეული სახლი

“სწრაფად ავიღე ცოცხი და მოვგავე სახლი”, “რა საღორეა, როგორ შეუძლია აქ ადამიანს ცხოვრება? სანაგვე უფრო სუფთაა!”, “უყურე, ისევ დაქალთან მიიპრანჭება, სახლში კი მტვერი და არეულობა აქვს.” ეს ორი პიროვნების დიალოგი არ გეგონოთ. ეს ადამიანის აზრებია, რომელიც დაულაგებელი სახლის დანახვისას ჩნდება.რატომ არის ჩვენი შინაგანი ხმა ასე სასტიკი? ჩვენ ხომ ერთი მთლიანობა ვართ? რა გამოდის, რომ საკუთარ თავზე მორალურ ზეწოლას ახორციელებ.ადამიანი სოციალური არსებაა. მასზე გავლენას ახდენენ გარშემო მყოფები. მაგალითად, მშობლები ან რომელიღაც უტაქტო მამაკაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერთი განწყობას გვიმაღლებს, მეორე კი მთელ დღეს გვიფუჭებს.ნაწილობრივ, ჩვენი შინაგანი ხმის ინტონაცია ემთხვევა იმ ადამიანის ინტონაციას, რომელთანაც იმ მომენტში ვახდენთ ასოცირებას. ანუ, სხვადასხვა სიტუაციაში გვაქვს სხვადასხვა შინაგანი ორეული. რაც უფრო კეთილი ან ბოროტია კონკრეტული ადამიანი, მით უფრო რბილი და მკაცრი იქნება შინაგანი ხმა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

მშობლები – მშობლები ჩვენი შინაგანი ხმის ფორმირებას ბავშვობიდანვე ახდენენ. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ხმა ინტონაციით გავს დედას ან მამას. როგორ გვთხოვდა ბავშვობაში დედა ჩვენი ოთახის ალაგებას. ზოგს მშვიდად სთხოვდნენ, ზოგს კი ჩხუბით და ყვირილით. სწორედ, მეორე ვარიანტი მოქმედებს ჩვენს შინაგან სამყაროზე. “დაალაგე, რას დამჯდარხარ! სამეცადინოც გაქვს!”შესაძლებელია, ასეთი დამოკიდებულება მთელი ბავშვობის მანძილზე არ გაგრძელებულა და მხოლოდ რამდენიმე მომენტი იყო, მაგრამ ბავშვი, განსაკუთრებით პატარა, ღრუბელივით ისრუტავს ასეთ ნეგატივს.

უფროსები სამსახურში – სამსახური – ცხოვრების ძალიან საჭირო ნაწილია ადამიანისთვის. ეს მხოლოდ საარსებო თანხის გამოსამუშავებელი ადგილი არ არის. ის კოლექტივის ერთობლიობაა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. თუ ადამიანს პატივისცემით ეპყრობიან, მისი შეგრძნება ამაღლებული გახდება.მაგრამ, თუ კოლეგები და ზემდგომი პირები უხეშად ექცევიან თანამშრომელს, საშინელი შეგრძნებაა. საკუთარ თავთან დამოკიდებულება ყველაზე დაბალ საფეხურზე დავა და სახლში დაბრუნებულს გააღიზიანებს თავისი დაულაგებელი სახლი. შინაგანი ხმა, მისი თანამოსაუბრე – ეს ვიღაც არის სამსახურიდან.ასეთი სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას ბევრად უფრო ადრე. დიდი კოლექტივი, ავტორიტეტული ხელმძღვანელობა – ეს არის სკოლა. თუ ბავშვს იქ ცუდად ექცევიან, მის შინაგან სამყაროს და ხასიათს ნეგატიური ვექტორი ექნება – ბრაზი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, საკუთარი თავის ურწმუნობა.

ურთიერთობები – ფაქიზი ურთიერთობებიც შეიძლება იყოს ტოქსიკური და პრობლემური, ან ნორმალური. ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, დიდი ზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე მორალური თვალსაზრისით. წესით თანაცხოვრებისას ადამიანები ერთმანეთ მხარში უნდა ედგნენ და ეხმარებოდნენ, მაგრამ თუ შენს მეორე ნახევარს მძიმე ხასიათი აქვს და მაღალი ხმა… გინდა თუ არა, ეს მაინც ცუდად მოქმედებს.”რამდენჯერ გითხარი, რომ ჩასულიყავი და დაგელაგებინა ეს აყროლებული სარდაფი! მე ვაწკრიალებ მთელს სახლს და შენ 2 კვადრატული მეტრი ვერ დაგილაგებია!” ან “მივდივარ ჩემთან სახლში, ცოლი საუბრობს ტელეფონზე! ეს მტვერსასრუტი სილამაზისთვის გვიდგას აქ?”

რედაქციისგან: ბუნებრივია, ჩვენ მოგვყავს რადიკალურად ნეგატიური მაგალითები. რა თქმა უნდა, არსებობს პოზიტიური ურთიერთობებიც. ნეგატიური მაგალითები უფრო პრეზენტაბელურია და ადვილი მისახვედრია, რატომ არის ჩვენი შინაგანი ხმა უფრო ხისტი. თითქოს, ის ჩვენი ნაწილი კი არა, ვიღაც უსიამოვნო უცნობია.

ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. ჩვენზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. . უნდა ვეცადოთ გავერკვეთ, გვჭირდება თუ არა თვითკრიტიკა. ზედმეტად კომფორტულმა გარემომ შეიძლება სიზარმაცემდე და არაფრის კეთებამდე მიგვიყვანოს. ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ შეძლებს დაგეხმაროთ თქვენს თავზე უკეთ. ხოლო არეული სახლი განაჩენი არ არის.