მსხალმა რომ უხვად მოისხას, გვერდით ვურგავ კომპანიონ მცენარეებს.

805

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ მსხლის მოსავლელად სწორი გეგმის შედგენა საჭირო. მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს მეზობელი ხეები და ბუჩქები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.ხეების არასწორად გადანაწილება იწვევს იმას, რომ უფრო მომთხოვნი ნერგები ართმევენ სხვას საკვებ ნივთიერებებს და წყალს, რაც ნეგატიურად ისახება მოსავალზე.

მსხლის მოვლა

ყველაზე კარგია, ერთად დარგოთ რამდენიმე ძირი სხვადასხვა ჯიშის მსხალი და ვაშლი. ისინი არ წაართმევენ ერთმანეთ საჭირო ნივთიერებებს და წყალს. ასევე კარგია მათ ახლოს ჟასმინის და იასამნის დარგვა.ვაშლის და მსხლის მეზობლობა დაიცავს ხეებს ადგილობრივი მავნებლებისგან. მსხლისთვის კარგი მეზობელია შავი მოცხარი. ყველაზე კარგი ვარიანტია ჟოლო.რაც შეეხება, ზიანის მომტან მეზობლებს, მსხლისთვის ყველაზე დიდი მტერია ქლიავი. ის ძალიან აქტიურად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან. ამიტომ მსხალს აღარაფერი რჩება და შეიძლება გახმეს.არ უნდა დარგოთ მსხალთან ახლოს ბალი. ამ ორ ჯიშს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის დაავადებები და მავნებლები. რომელსაც აუცილებლად გადასდებენ ერთმანეთს.დაკვირვებულმა მებაღეებმა შეამჩნიეს, რომ მოსავლიანობას ამცირებს ძახველთან მეზობლობა. ამ ბუჩქის გვერდით მსხალი ორჯერ ნაკლებ ნაყოფს იძლევა.დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ მსხალს მავნებლებისგან იცავს ზოგიერთი ყვავილი. ამ მისიას კარგად უმკლავდება ხავერდა და ზიზილა. აი, ღვია კი მსხალს ჯობია მოაშოროთ, რადგან ის ხისთვის დაავადების წყარო გახდება.

რომელ მცენარეებს ირჩევთ თქვენ მსხალთან სამეზობლოდ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს