ამ ბუჩქს ძალიან ვუფრთხილდები. არა მხოლოდ კურნავს, არამედ ახლობელი ადამიანის სიყვარულს და ყურადღებას გჩუქნით

1332

მიუხედავად იმისა, რომ ცისკარას სამშობლო ერაყია, ჩვენთან საკმაოდ პოპულარული მცენარეა. ქალებო, თუ ცისკარას აბაზანას მიიღებთ და თავზე გადაივლებთ, თქვენი არომატით ქმარს „ახალგაზრდობას გაახსენებთ“ და უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩებით!

ცისკარას ფოთლები მოწყვიტეთ და ხელით გასრისეთ – მის დაუვიწყარ არომატს გრძნობთ? თუ ნახარშს თავზე გადაივლებთ, არომატი მეორე დაბანამდე დაგრჩებათ.

ცისკარა ბევრი დაავადების დროს ფართოდ გამოიყენება. სამკურნალოდ მისი ფესვები (მინიმუმ 3 წლის), ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი ფოთლები და თესლი გამოიყენება. მისი დახმარებით ნერვებს, გულს, თირკმლებსა და სახსრებს კურნავენ. მცენარე მადას, კუჭ-ნაწლავის მუშაობას აუმჯობესებს და ქოშინს ამცირებს.

მას ზოგიერთი ქალური დაავადების დროს ნიშნავენ. ნაყენის ხანგრძლივი მიღება ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობას ამცირებს და ანემიის დროს დაგეხმარებათ.

„ცისკარა ხორხის, პირხახას, პირის ღრუს და ცხვირის ძგიდის სიმსივნის სამკურნალოდ დამეხმარა. 5 წლის წინ ერთი მამაკაცისთვის ყელის სიმსივნის განკურნება მთხოვეს, ამასთან ნამდვილი დიაგნოზი (ლოყის მელანოსარკომა) დამალეს, რადგან ეგონათ, რომ მკურნალობაზე უარს ვიტყოდი).

მელანომა, როგორც ონკოლოგები ამბობენ, „ონკოლოგიის დედოფალია“. მისი განკურნება საკმაოდ რთულია და პროგნოზი იმედს არ იძლევა. აქ კი სარკომაც, ერთ-ერთი ავთვისებიანი სიმსივნეც დაემატა.

პაციენტს დამამშვიდებელ ვერაფერს ვპირდებოდი. სხვადასხვა ბალახების და ნაყენების გამოყენებით სპეციალური კომპლექსების შედგენაზე თავი ვიმტვრიე. მომიწია შხამების გაერთიანება, ტილჭირის მაქსიმალური სქემით მიცემა და გარეგნულად ცივი სახვევების გამოყენება.

რა თქმა უნდა, ფიჭვის თაფლზე დაფუძნებულ სიმსივნის საწინააღმდეგო ბალზამებს, სავლებსაც ვიყენებდი. სავლებებს შორის კი ყველაზე მთავარი საშუალება ცისკარა იყო. ჩემი პაციენტი ამ ყველაფერთან ერთად ავარიაში მოჰყვა და მტკივნეული მხარე დაარტყა. ამ ადგილას სიმსივნე იზრდებოდა, რომელიც ქირურგმა დროულად ამოიღო. მას სხივური თერაპიის გავლა მოუწია. ასე რომ მკურნალობა კიდევ 2 წელი გაგრძელდა.

საბედნიეროდ, ჩემი პაციენტი ძლიერი და ცოტა ცნობისმოყვარეც აღმოჩნდა. ფიქრობდა კიდეც, „ნუთუ ამით დიდხანს ცხოვრება შეიძლება?“ ამასთან კარგი გაგებით ჯიუტი იყო: „მაინც არ დავნებდი, უფლება არ მაქვს.“. პირველ რიგში ცოლის გულისთვის, რომელიც მისთვის ყველაფერს აკეთებდა და ექიმების გულისთვის.

და ის სრულყოფილ ცხოვრებას აგრძელებს. მანქანას ატარებს, სახლს ყურადრებას აქცევს და შვილიშვილებს ზრდის. ვერ ვიტყვი, რომ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ბალახების დახმარებით ცხოვრებას აგრძელებს. ამ ზაფხულს მას დიდი გეგმები აქვს.

ეს ყველაფერი კი ცისკარას დახმარებით. ჩემი პაციენტი მცენარეს შიგნითაც იღებს, პირში ივლებს და ფესვის ნაჭერს ღეჭავს კიდევ.“

  • ხორხის, პირის ღრუს სიმსივნე. 1 ჩ/კ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, მდუღარე წყლის ორთქლზე არ აადუღოთ, არამედ 30 წუთით შეათბეთ, 1 საათით დააყენეთ. 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. დარჩენილი ნახარში პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ. დღეში მინიმუმ 2 ჭიქა მიზანშეწონილია.
  • გულის შეშუპება. 1 ს/კ ხმელ ფოთლებს თერმოსში ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და გააგრილეთ. 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. სასმელი სასიამოვნო დასალევია და თან შარდმდენი თვისება გააჩნია.
  • თმის ცვენა. 2 ჩ/კ ფესვები თერმოსში 1 ჭიქა მდუღარე წყალში 5-7 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და გააგრილეთ. თავის კანში 2-3 საათით შეიზილეთ, შემდეგ კვერცხის გულით, ან ცხელ წყალ დასხმული პურით დაიბანეთ, ოღონდ არა შამპუნით. ასე კვირაში 3-4-ჯერ გააკეთეთ. ნაადრევი თმის ცვენის დროს ამ მეთოდით თმის ზრდას ხელს შეუწყობთ.
  • გაზრდილი სქესობრივი მოქმედება. 2 ჩ/კ ფესვებს 0,5 ლ არაყი დაასხით, სექტემბერი და ოქტომბერი დააყენეთ. (სჯობს ახალი ფესვები გამოიყენოთ), პოტენციის გასაზრდელად ყოველდღე 1 დესერტის კოვზი 19 საათის შემდეგ დალიეთ.
  • თეთრი გამონადენი. 1 ს/კ წვრილად დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობა ცისკარას ნახარშის შესხურებასთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ამ შემთხვევაში ნახარშისთვის მინიმუმ 1 ლ მდუღარე წყალი დაგჭირდებათ.

უკუჩვენება

უნდა გახსოვდეთ, რომ ყვავილობის წინ ცისკარას ფესვები შხამიანი ხდება და სამკურნალოდ არ გამოგადგებათ. ცისკარა არ აადუღოთ, რომ სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს. უკუჩვენებულია გლომერულონეფრიტის დროს. ცისკარა საშვილოსნოს სისხლდენის და უხვი მენსტრუაციის დროს არ გამოიყენოთ. მისი პრეპარატები მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის ნაკადის ზრდას იწვევს, ამიტომ ორსულობის და ბუასილის დროს უკუჩვენებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს