ძვირფასი რესტორნის დამლაგებელმა ნარჩენი საჭმელი შეაგროვა და სახლში უნდოდა წაღება ბავშვებისთვის, მაგრამ ეს რესტორნის მეპატრონემ შეამჩნია.

0
9417

ქალი და ორი ბავშვი აღმოჩნდა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ოჯახის უფროსი სახლიდან წავიდა-ცოლ შვილი უფულოდ და მშერი დატოვა, ქალი მუშაობდა, მაგრამ ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა. სიტუაცია რთული იყო, მაგრამ მან ერთი გამოსავალი იპოვა… რა მოხდა? და რატომ გააბრაზა ალმა თავისი უფროსი? წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ქალი და ორი ბავშვი

ელენე ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა ერთ-ერთ ელიტარულ რესტორანში. ხელფასი ძლივს ყოფნიდა თვიდან თვემდე. საჭირო იყო კომუნალური გადასახადების გადახდა, პროდუქტების ყიდვა, ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეძენა. საკუთარი თავისთვის აღარაფერი რჩებოდა, მაგრამ ელენე არასდროს წუწუნებდა.როცა ძალიან გაუჭირდებოდა შედიოდა ტუალეტში და ჩუმად ტირდოდა. ახლობელი ადამიანი მას არავინ ჰყავდა. მშობლები დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, ქმარმა მიატოვა მეგობრები კი, თითქმის არ ჰყავდა. მთელ თავისუფალ დროს შვილებს ახმარდა. რაც ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს, სმა დაიწყო და მთელი დანაზოგი გაფლანგა.ელენემ ვერ მოითმინა და უკმაყოფილება გამოთქვა. ქმარმა კი გამოუცხადა, რომ, რადგან ცოლს მისი არ ესმოდა, სახლიდან წავიდოდა და ამის მერე გაიგებდა მის ფასს. მართლაც, ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა.

რთული პერიოდი – რესტორანში ელენეს კარგად ექცეოდნენ. ბევრი კლიენტი შემოდიოდა, ამიტომ ხელფასი ნორმალური ჰქონდა. რესტორნის დირექტორ თავიდან უხეში და უჟმური კაცი ჩანდა და ცოტა არ იყოს, ეშინოდა.მერე მთელს მსოფლიოში დაიწყო პანდემიის რთული პერიოდი და რესტორანში ძალიან ცოტა ხალხი შედიოდა. ეს ცუდად აისახა ხელფასებსა და ჩაიზე. ქალმა აღარ იცოდა რა ექნა, როგორ გამოეკვება ოჯახი. ფიქრობდა რაზე გაეკეთებინა ეკონომია, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდა.

ელენეს საქციელი – ელენე მოელაპარაკა რესტორნის ხელმძღვანელობას, რომ დამლაგებლის საქმესაც შეითავსებდა. ასევე მან მოიფიქრა კიდევ ერთი რამ: ჩუმად აეღო საჭმლის ნარჩენები და სახლში წაეღო. მისი მიზანი იყო გადასაყრელი ნარჩენები გამოერჩია და დაეხარისხებინა. ეს ყველაფერი შეუმჩნევლად უნდა გაეკეთებინა და არავის გაეგო.

ქალი და ორი ბავშვი – ელენეს შვილები მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე დედის დაბრუნებას და გემრიელ საჭმელს. ერთ-ერთი შეგროვების დროს, ელენე რესტორნის მეპატრონემ შეამჩნია. ქალს ძალიან შეეშინდა. მიხეილი, რომელიც ელენეს უხეშ და უჟმურ კაცად ეჩვენებოდა, მშვიდი ხმით დაელაპარაკა. სთხოვა, რომ მისულიყო მასთან კაბინეტში და აეხსნა, თუ რატომ იქცეოდა ასე.

დაუჯერებელი ამბავი – ქალმა ცრემლები ვეღარ შეიკავა და ყველაფერი მოუყვა. უთხრა, რომ საჭმლის ნარჩენები მშიერი შვილებისთვის მიჰქონდა სახლში. მიხეილმა ყურადღებით მოუსმინა და თავისი ამბავი მოუყვა: თურმე, ის მისი ცოლი თავიდან ძალიან ღარიბები იყვნენ. ერთ დღეს გაუმართლა და კარგი მემკვიდრეობა მიიღო, რომლითაც საკუთარი საქმის დაწყება შეეძლო. ეხლა მატერიალური მხარე იდეალურად აქვს, მაგრამ არ ყავს შვილები. მისთვის დაუშვებელია, რომ უდანაშაულო ბავშვებმა იშიმშილონ.მიხეილმა ქალი სახლამდე მიაცილა და სახლში შევიდა. ბინა ძალიან ძველი და პატარა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი სუფთად გამოიყურებოდა. ბავშვებიც ასევე, მოვლილები იყვნენ.

ელენე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, როდესაც გაიგო, რომ სამსახურიდან გაგდების მაგივრად, ხელფას მოუმატებდნენ. მიხეილი და მისი ცოლი მატერიალურად დაეხმარნენ მას, უყიდეს ბავშვებს ტანსაცმელი და დღემდე ზრუნავენ მასზე.