მეგობრობას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უკვე მრავალი წელია ერთადერთი დაქალი მყავს. წვრილმანი გაუგებრობები გვქონდა ხანდახან და ვგრძნობდი ერთხელაც სერიოზულად წავიჩხუბებდით.
ჩხუბი დაქალთან
დაქალის ქორწილი – ჩემი დაქალი ცოტა ხნის წინ გათხოვდა. ის ახალგაზრდა მამაკაცს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა და მათი ამბავი კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა და ჩვენი ურთიერთობა ძველებურად გრძელდებოდა.კარგი ქორწილი ჰქონდათ. ბედნიერი სიძე-პატარძალი თაფლობის თვის გასატარებლად წავიდა, სტუმრები კი კარგა ხანი იხსენებდნენ ქორწილის სუფრას და მხიარულ კონკურსებს. ერთი თვის მერე ძალიან მოვიწყინე, დავურეკე დაქალს და სტუმრად დავპატიჟე ჩემთან. ცოტა შავი ღვინო მქონდა, ყველი და მიდიები. მინდოდა მასთან წაჭორავება. მისმა პასუხმა კი გამაოგნა.
- -მომისმინე, მე ხომ უკვე გათხოვილი ვარ, ქმრის გარეშე რატომ მეპატიჟები?
- -კი მაგრამ, ჩვენთან რა უნდა აკეთოს, მეგონა წავიჭორავებდით.
- -არ აქვს მნიშვნელობა. არ არის ლამაზი, მარტო რომ მპატიჟებ.
- ვერ მივხვდი რატომ მითხრა ასე, ეს საქორწინო ბეჭდის ბრწყინვალებამ დააბრმავა თუ რამე გამომეპარა.
- -აქამდე ხომ მარტო მოდიოდი ხოლმე? მაშინ უკვე შენს ქმართან ცხოვრობდი და არ იყო პრობლემა. ეხლა რა შეიცალა ასეთი?
- -როგორ არ შეიცვალა! ეხლა უკვე ოფიციალური ცოლი ვარ და ჩემს ქმართან უნდა ვიყო სულ. როგორ არ გესმის? ძალიან მეწყინა, რომ მარტოს მეპატიჟები.
მე კი მისი სიტყვები მტკენდა გულს. მე ხომ სახლში ვეპატიჟებოდი და არა დღესასწაულზე და რესტორანში. უბრალოდ მისი ნახვა მინდოდა და რა საჭირო იყო ქმრის წამოყვანა?
ჩხუბი დაქალთან – ნამდვილად არ მინდა ქალური პრობლემების განხილვა დაქლის ქმართან ერთად. ვწუხვარ, რომ მისი შეხედულებები კარდინალურად შეიცვალა.საბოლოოდ წავიჩხუბეთ და ეხ ნამდვილი ჩხუბი იყო. არც ვაპირებ ურთიერთობის დალაგებას. იმედი მაქვს ოდესმე მოეგება გონს.ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სისულელის გამო ვიჩხუბებდით. სხვა რამისთვის რომ მოგვსვლოდა კონფლიქტი კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს ბიუროკრატიული შეხედულებები რა საკამათოა?
დასკვნა: შეიძლება შტამპმა პასპორტში შეცვალოს ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან? რას ნიშნავს ცოლ-ქმრობა – ყველგან და ყოველთვის ერთად ყოფნას თუ არა?