პენსიაზე მყოფმა მრეცხავმა გვასწავლა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბნის ჩასადებმა არ ჩაყლაპოს დანარჩენი ნივთები სარეცხ მანქანაში.

0
1490

საწოლის თეთრეულის სისუფთავეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი გარეცხვა საჭიროა მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ. საბნის ჩასადების რეცხვის დროს მთელი სარეცხი შიგნით ხვდება და სარეცხი მანქანა ხტუნაობას იწყებს. მეგობარმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მირჩია მეყიდა სარეცხის გასარეცხი ტომარა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

სარეცხის გასარეცხი ტომარა

მჯერა, რომ თუ ტექნიკას კარგად მოუვლი, დიდხანს მოგემსახურება. ამიტომ ვცდილობ მუდმივად გავასუფთავო ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა და ყველა ფილტრი.სარეცხი მანქანა დეიდამ მაჩუქა. ის საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. ჯამში მერვე წელია მანქანას ვამუშავებ და ყველაფერი რიგზე აქვს. ერთადერთი ნაკლი ის, არის, რომ მცირე ტევადობა აქვს.სარეცხი მანქანის შერჩევის დროს კარგად აწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყურადღება მიაქციეთ ბრუნვის რაოდენობას და დატვირთავს წურვისას. პატარა მანქანა უფრო მიდრეკილია ყანყალისკენ. თავიდან ეს ძალიან მაშინებდა, მაგრამ ხელოსანმა მითხრა, რომ ეს ნორმალური იყო.

თეთრეულის რეცხვა – ხრიკი

  1. გამოიყენეთ სარეცხის ტომარა.
  2. საბნის ჩასადების ჭრილის მხარე შეკარით ლენტით.
  3. შეკარით საბნის ჩასადების ბოლოები.
  4. გარეცხეთ თანაბარი წონის ნივთები ერთად – პლედი, ზეწარი, საბნის ჩასადები.
  5. ყოველთვის ჩართეთ სწორი რეჟიმი.
  6. შეავსეთ დოლურა ისე, რომ ცოტა თავისუფალი ადგილი დარჩეს.
  7. რეცხვის შემდეგ მაშინვე გამოიღეთ თეთრეული მანქანიდან.

გარეცხვამდე სარეცხი გადაახარისხეთ. თეთრეულთან ერთად წვრილმანებს ნუ შეყრით. ეს არ არის ჰიგიენური და თან თეთრეული უმჯობესია მაღალ ტემპერატურაზე გარეცხოთ, რაც სხვა ნივთებისთვის არ გამოდგება.თუ კიდევ იცით რაიმე საინტერესო ხერხი თეთრეულის რეცხვასთან დაკავშირებით, გაგვიზიარეთ კომენტარებში. ასევე გაგვიზიარეთ საყვარელი ბრენდები სარეცხი ფხვნილის და კონდენციონერების.