ბებიას უფლება აქვს იცხოვროს როგორც უნდა, სტუდენტ შვილიშვილს კი მშობლებმა მიხედონ.

0
661

მას შემდეგ, რაც შვილები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ქმნიან საკუთარ ოჯახებს და ყავთ შვილები, ბებიების ცხოვრება, მისი დანიშნულება და მისია შესრულებულად ითვლება. ეხლა შეუძლია, მოდუნდეს, აღარ იფიქროს აღზრდის პრობლემებზე და საკუთარი თავისთვისაც მოიცალოს.მაგრამ ხანდახან გარემოებები სხვანაირად ლაგდება. იმის მაგივრად, რომ საკუთარი საქმით დაკავდნენ და ეხლა მაინც დაისვენონ, ბებიებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ შვილიშვილების აღზრდის სახით. ამ დროს საჭიროა არჩევანის გაკეთება: გააგრძელონ უღელის ქაჩვა, თუ მშობლებს მიანდონ შვილების აღზრდა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემას განვიხილავთ.

ბებიების ცხოვრება

“ჩემი ახალგაზრდობა არ ყოფილა მხიარული და მსუბუქი. დავიბადე ღარიბ ოჯახში და სახლში ბევრი საქმის გაკეთება მიწევდა. ვამზადებდი საჭმელს ძმებისთვის, , ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებასა და სხვა რემეებში. ქალის შრომა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, არ არის დაფასებული.გავთხოვდი და შვილები მეყოლა. მოსიყვარულე ქმარი, სიმპატიური მამაკაციდან გადაიქცა ავადმყოფ, დაღლის, მძიმე ხასიათის ადამიანად. პირველი რამდენიმე წელი იდეალური იყო. მთელს ღამეებს ვათენებდით საუბარში, ვოცნებობდით, მეხმარებოდა ყველა საოჯახო საქმეში, მჩუქნიდა ყვავილებს.მაგრამ, მძიმე ფიზიკურმა შრომამ, დაძაბულმა სამუშაო გარემომ და უფულობამ თავისი ქნა. ღამე აღარ მოდიოდა ხოლმე სახლში, დავიწყეთ ჩხუბი, სკანდალები, მალე დავშორდით. გამიხარდა, რომ მალე სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და მეორედ დაქორწინდა.

მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მაინც აღვზარდე შვილები ისე, რომ არაფერი დამიკლია. ორივემ კარგი განათლება მიიღო და კარგი ოჯახები შექმნეს.ამ ეტაპზე ახალი ურთიერთობა მაქვს. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა – ქვრივი მავნე ჩვევების გარეშე. უყვარს თეატრი, ამზადებს გემრიელ საჭმელებს, უყვარს სისუფთავე სახლში. ბევრი საერთო გვაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ.მაგრამ არის ერთი პრობლემა: შვილიშვილის განათლება. გასულ წელს ჩემმა ვაჟმა მთხოვა მისთვის მიმეხედა, სანამ ჩვენს ქალაქში სწავლობდა. ჩამირიცხა ბარათზე თანხა და დამავალა განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია მისთვის. ჩემი ორ ოთახიანი ბინა, მართალია ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო არ არის, მაგრამ სტუდენტისთვის მაინც კარგია.

შვილიშვილი ტიპიური თანამედროვე ახალგაზრდაა. არც დალაგება იცის, არც საჭმლის მომზადება, მშობლებს ძალიან გათამამებული ჰყავთ. არც სწავლით იკლავს თავს. მოკლედ, რთული ხასიათის ბავშვია.არ მესმის, ასე თავისუფლად როგორ გრძნობს თავს უცხო ქალაქში. ერთ კვირაში უამრავი მეგობარი შეიძინა, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ. შვილიშვილი ყველას უღიმის, ყველასთან კარგად არის, მაგრამ რომ წავლენ, მიყვება როგორი სულელები არიან სინამდვილეში. ამაში თავის დედას გავს…ასე ჩაიარა სასწავლო წელმა. შვილს რამდენჯერმე ვაგრძნობინე, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი: ღამით ვერ ვიძინებ, რადგან შვილიშვილი გვიან მოდის, მერე შუადღემდე ძინავს. თუმცა ჩემს პრობლემებს დიდად არ შეუწუხებია.

ეხლა კი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა, შვილიშვილის მიღება აღარ შემიძლია. შედეგად შვილის ოჯახთან ურთიერთობა დამეძაბა – რძალი აღარ მელაპარაკება, შვილი კი ათასში ერთხელ თუ მომიკითხავს. რა შემიძლია, რომ გავაკეთო? შეიძლება ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ მაინც ქალი ვარ, ადამიანი ბოლოს და ბოლოს. სად არის ჩემი სიმშვიდე, დასვენება და ჩემი უფლებები?