ადამიანს თუ შურს თქვენი და ზურგს უკან მახეს გიგებთ, თავს კი ახლობლად გაჩვენებთ, როგორ უნდა ამოიცნოთ ის?

1210

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა თქვენს ახლობლებს შორის მოღალატე ადამიანი? რატომ უნდა შეგეძლოთ თქვენი გარემოცვის გაფილტრვა და ტოქსიკური ურთიერთობებისგან თავის შორს დაჭერა? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ორგული ადამიანი

ადამიანი, რომლისთვისაც ნამდვილად ძვირფასი ხარ, არასოდეს გაგიჩენთ დანაშაულის შეგრძნებას. ზოგიერთი ამას თავად ხვდება, ზოგისთვის კი ნამდვილი აღმოჩენაა.ხშირად ვისმენთ ხოლმე კრიტიკას და ვღებულობთ მწარე სიტყვებს იმაზე, რომ ვართ არარაობა და ეს ცხოვრებას გვიწამლავს, კლავს სიყვარულს და სითბოს ურთიერთობაში…მოსიყვარულე ადამიანი არასოდეს დადგება გვერდზე, როცა პრობლემები გაქვთ. არ გეტყვით: “შენი ცხოვრებაა და შენ გადაწყვიტე, როგორ მოიქცე.” ის მინიმუმ გკითხავთ, რით დაგეხმაროთ და რა შეუძლია გააკეთოს.თუ თქვენი ახლო მეგობარი ან პარტნიორი განზე გადგება მაშინ, როცა თანადგომა გჭირდებათ, დაფიქრდით, ხომ არ ჯობია მასთან დამშვიდობება.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რამდენად ერთგული ადამიანი გყავთ გვერდით, არის მისი სურვილი გაგიზიაროთ სიახლეები. თუ თქვენ განიხილავთ ხოლმე საკუთარ პრობლემებს და ცხოვრებისეულ ამბებს, მოსაუბრეს ყავხართ თავისი ნეგატიური ემოციის განსატვირთ ყუთად, მეტი არაფრისთვის.არის ერთი ებრაული გამოთქმა: “ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც მხოლოდ უარყოფითს გიზიარებთ, ხოლო კარგ ამბებს სხვისთვის ინახავს.”

ადამიანი, რომელსაც ენდობით, თავადაც უნდა გენდობოდეთ თქვენ. ის სიამოვნებით გაგიზიარებთ სასიამოვნო ამბებს, სიხრულით მოისმენს თქვენსას. ასეთი ადამიანი თქვენი მაჯვენა ხელი იქნება.

არც თუ იშვიათად, ადამიანები შორდებიან ერთმანეთს. ცხოვრების გზას სხვა და სხვა მიმართულებით მიყავს. როდესაც ერთი ვითარდება და მეტისკენ ისწრაფვის და მეორე ერთ ადგილას რჩება, მათ შორის ჩნდება დიდი უფსკრული. სიყვარულის და ურთიერთგაგების ადგილას ჩნდება შური და წყენა.

ჭკვიანი ადამიანი არ მოუყვება ყველას თავისი გმირობების შესახებ, რადგან ასეთ გულღია ადამიანებს ჩვენს სამყაროში პრობლემები ექმნებათ. ამიტომ, ნუ გაამტყუნებთ ნურავის, თუ ის თავის მიღწევებს საიდუმლოდ ინახავს. ნათქვამია: “ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო…”

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? ამოგიცნიათ თქვენს გარემოცვაში ორგული ადამიანი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს