ბუნების ძღვენი: ბერძნული კაკლის ფოთლები თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

720

ბერძნული კაკლის ფოთლები, სამკურნალო მიზნებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ ნაყოფი. ტყუილად არ ამბობენ, რომ ამ კაკლის ფოთლები ნამდვილი ბიოქიმიური კომბინატია.

მათში ვიტამინების, გლიკოზიდების, ფლავანოიდებს, კარატინოიდებისა და ეთერზეთების კვალების შემცველობა ისედაც ბევრ რამეზე მეტყველებს. სამკურნალო ნედლეულად, ძირითადად, ფოთლებსა და მკვახე ნაყოფის კანს(შემდ. კანი) იყენებენ.

ბერძნული კაკლის ფოთლებისა და კანის ნახარშებისა და ნაყენების მომზადება

  • სისხლძარღვების სკლეროზის დროს:1 ს.კ. დაქუცმაცებულ, გამომშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
  • დიარეისა და კნტ-ს ანთების დროს: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე შეათბეთ.
  • ანგინის, ღრძილების ანთების დროს: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი. დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. ამავე ხსნარით გამოივლეთ პირის ღრუ და ყელი, პირში არანაკლებ 1 წუთით გაიჩერეთ.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15-20 წუთით, გააგრილეთ და გადაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებად.
  • კანის დაავადებების დროს: 5 ს.კ. ფოთლებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10-15 წუთით ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ ჩამოსაბანად.კარგ შედეგს იძლევა ამ ნედლეულის გამოყენება კოსმეტოლოგიაში: 80 გ ფოთლები დააქუცმაცეთ, დაასხით 300 გ მცენარეული ზეთი, დააყენეთ ბნელ ადგილას 15-20 დღით.

ჩაი ავერინი

რეცეპტი ძველია. ამ ნაყენს სლავი მონაზვნები იყენებდნენ შაქრიანი დაბეტის, საყმაწვილოს, კანის დაავადებების სამკურნალოდ.ბერძნული კაკლის ახალგაზრდა ფოთლები გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, შეურიეთ 1:1 სამფერა იას ყვავილები, ორკბილას ბალახი. 1 ჩ.კ. მასას დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ და გადაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად.

ლიმფური კვანძებისა და შარდის ბუშტის ანთების, მასტიტის დროს დააყენეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული მშრალი ფოთლები 2 ს.კ. მდუღარე წყალში 2 საათით. დალიეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი – 2 თვე. პროსტატიტის, პროსტატის ადენომის დროს, 3 ს.კ. დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს დაასხით 200 გ არაყი. დააყენეთ 2 კვირით ბნელ ადგილას, პერიოდულად ანჯღრიეთ. გადაწურეთ და დალიეთ 30 წვეთი ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში ორჯერ.

ბერძნული კაკლის ფოთლებსა და კანს მადისაღმძვრელი, ანტისეპტიკური, ბაქტერიციდული, შემკუმშველი, ინსექტიციდური, სისხლაღმდგენი, საერთოგამაძლიერებელი, ანტიპარაზიტული, ანთებისსაწინააღმდეგო, პროტისტოციდური, შემხორცებელი, შაქრის დამწევი, მატონიზებელი, ფიტონციდუი, მაეპითელიზებელი მოქმედება.

ფოთლების ნახარშს შინაგანად იღებენ ტვინისა და გულის სისხლძარღვების სკლეროზის დროს, კანის დაავადებების შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, სისხლში შაქრის დონის დასაწევად, ფილტვების ტუბერკულოზის, პოდაგრის, ანემიის, ავიტამინოზის, ორგანიზმის გამოფიტვის, ქალური დაავადებების, დისმენორეის, ვენერიული დაავადებების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესების მიმდინარეობისას, საყვითლოს, ექსუდატური დიათეზის, მეტაბოლისტური ართრიტის, კარბუნკულის, ფურუნკულოზის, ავთვისებიანი სიმსივნეების, სკროფულოზის, რაქიტის, საყმაწვილოს, ქრონიკული ეკზემისა და დერმატომიკოზების დროს.

ფოთლების ნაყენი

1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ, შეახვიეთ თბილად და გააჩერეთ 2 საათით, გადაწურეთ. ბავშვებს მიეცით თითო ჩ.კ., ხოლო ზრდასრულებს – 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ნაყენი კარგია პირის ღრუსა და ყელის სავლებად სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს.ბერძნული კაკლის კანი ფოთლების ანალოგიურად გამოიყენება.

ნახარში გარეგანი გამოყენებისთვის

0.5-1 კგ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით, გახსენით 1:1 ცხელ წყალთან (37 — 40°) და გამოიყენეთ აბაზანების სახით, კანის დაავადებების სამკურნალოდ.

ეს ნახარში გამოიყენება როგორც გარეგანად, ისე შინაგანადაც – დიზენტერიისა და ჰემოროიდური სისხლდენის სამკურნალოდ.

ნახარში შინაგანი გამოყენებისთვის

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში, მდუღარე წყლის თავზე, 30 წუთით. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე 10 წუთში და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 6-12 დღე უნდა გაგრძელდეს.

უფრო მაგარი ნაყენი(2 ს.კ. 1 ჭიქა წყალზე) გამოიყენება თმის გასაძლიერებლად, ანგინის დროს – სავლებად.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბერძნული კაკლის ფოთლებისგან მიღებულ წყლის ნაყენს მაღალი თერაპევტული ეფექტურობა გაჩნია კანის ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმის, ტუბერკულოზური ლიმფადენიტებისა და ხორცის ტუბერკულოზის დროს.

თანამედროვე მედიცინაში, ბერძნული კაკლის ფოთლებისა და კანისგან იღებენ პრეპარატ “იუგლონს”. 0.1%-იანი ზეთოვანი ხსნარის სახით, იგი კანის დაავადებებისა და პაროდონტოზის სამკურნალოდ გამოიყენება. მოქმედებს, როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და შემხორცებელი საშუალება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს