დედამთილმა გამიზიარა ფანჯრების და იატაკების წმენდის საშუალება, რომლითაც ისინი სამუდამოდ იბრწყინებენ.

2285

სარეცხი საშუალებები იატაკებისთვის, რომელიც მაღაზიებში იყიდება, არ იძლევა საუკეთესო ეფექტს. ასევეა ფანჯრის საწმენდი სითხეც. დედამთილმა მასწავლა 2 უბრალო რამ, რომელიც ფანჯრებს სწრაფად და მარტივად წმენდს, შედეგი კი საუკეთესოა. ის გამოდგება აგრეთვე, სარკეების გასაწმენდადაც.არის აგრეთვე, იატაკების გაწმენდის ხრიკი, რომლის დახმარებით, თქვენი იატაკი იპრიალებს და დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს. დღეს პაპარაცის რედაქცია ამ ორ ხერხს გაგიზიარებთ.

სარეცხი საშუალება იატაკისთვის

ფანჯრების წმენდა – ეს საშუალება დაგეხმარებათ გაწმინდოთ ფანჯრები 1000%: სწრაფად, ეფექტურად და ლაქების გარეშე. ჯამში ჩაასხით 5 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 5 ს/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე, დაუმატეთ 1,5 ს/კ ძმრის მჟავა (70%). კარგად აურიეთ.

წინასწარ მოამზადეთ ტილოები საწმენდად და პირსახოცები გასამშრალებლად. დაასველეთ ტილო ხსნარში და წაუსვით ფანჯრის ზედაპირს, შემდეგ გადაუსვით მშრალი პირსახოცი. იდეალური სიპრიალისთვის აიღეთ სპეციალური ტილოები.ეს ხსნარი კარგად მუშაობს. მისი გამოყენება ერთი სიამოვნებაა და ფანჯრებიც სუფთა რჩება დიდი ხნის განმავლობაში.

 ლამინატის და ფილების წმენდა – პირველ რიგში მოამზადეთ იატაკი. შეძლებისდაგვარად გაიტანეთ ავეჯი ოთახიდან. სკამები შემოაწყვეთ მაგიდაზე, აიღეთ იატაკიდან ხალიჩები. მოამზადეთ საჭირო ინვენტარი სარეცხი საშუალებები.იატაკიდან აიღეთ მთელი მტვერი და წვრილი ნაგავი მტვერსასრუტის დახმარებით ან ცოცხით.

კიდევ ერთი რჩევა: იატაკის რეცხვა ოთახში დაიწყეთ კარების მოპირდაპირე ბოლოდან, რადგან არ მოგიწიოთ უკვე გაწმენდილ ნაწილებზე სიარული.აიღეთ 8 ლიტრი წყალი, ჩაასხით იატაკის საწმენდი, ან ჭურჭლის სარეცხი სითხე, დაუმატეთ 25 გრ. გლიცერინი. კარგად აურიეთ და საქმეს შეუდექით.

ეს სახლში მომზადებული ნარევი ბევრად ეფექტურად გაასუფთავებს ნებისმიერ ზედაპირს, მოაშორებს ყველანაირ ლაქას და იატაკს მბზინვარებას შესძენს.

რჩევა რედაქციისგან: ეს ხელნაკეთი სითხე იატაკებისა და ფანჯრებისთვის არაერთხელ დაგეხმარებათ. გირჩევთ სახლი ამ მეთოდით დაასუფთავოთ ხოლმე, გაითვალისწინოთ რჩევები და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს