დიდი სუფრების მინუსი, რატომ აღარ ვაწყობ სახლში გრანდიოზულ წვეულებებს.

0
224

დიდი რაოდენობით სტუმრის მიღება ყოველთვის რთული საქმეა მასპინძლისთვის. ბოლო პერიოდში ადამიანები ნაკლებად აკეთებენ დიდ სუფრებს და ოჯახურ ვახშმებს და უპირატესობას პატარა გემრიელ სუფრას ანიჭებენ. რატომ ხდება ასე პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

სტუმრების მიღება ოჯახში

დიდი სუფრები – ადრე ყოველი დღესასწაული, დაბადების დღე, მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნებოდა დიდი, გაშლილი სუფრით უამრავ სტუმართან ერთად. მზადდებოდა უამრავი კერძი, მოდიოდნენ ნათესავები, მეგობრები და სანამ ისინი განიხილავდნენ ახალ ამბებს სუფრასთან, მათი შვილები ცალკე ოთახში თამაშობდნენ სასუსნავის მოლოდინში.ასე ხდებოდა თითქმის ყველა ოჯახში მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ტრადიციამ თანდათან დაკარგა პოპულარობა.ერთი მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ხალხმრავალი შეკრებები იშვიათობა გახდა, მაგრამ მეორე მხრივ, დიასახლისებისთვის დიდი შვებაა, რადგან ბევრი სტუმრის მასპინძლობა ძალიან დამქანცველი საქმეა.

დიდი სუფრების ნაკლი – სინამდვილეში, დიდ სუფრაზე უარის თქმას კიდევ მეტი უპირატესობა აქვს. დავიწყოთ ფინანსური მხარით. დიდ სუფრას დიდი სამზადისი ჭირდება, დიდ სამზადისს დიდი რაოდენობით პროდუქტი. მასპინძელს ბოლო კაპიკებამდე უწევს დახარჯვა ერთი კარგი ჭამა-სმისთვის.ადამიანური რესურსი – კერძების მოსამზადებლად უამრავი დროის გატარება ჭირდება დიასახლისს სამზარეულოში, ქვაბებია, ტაფების თუხთუხი, სალათების დაჭრა, ნამცხვრების ცხობა… წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმრების კრიტიკას დაიმსახურებს – სუფრაზე არაფერი იდოო.თუ დიდ წვეულებას მოაწყობთ, ვინმე რომ არ გაგინაწყენდეთ, ყველას დაპატიჟება მოგიწევთ. დიასახლისს არ ექნება დრო ახლობლებთან ურთიერთობის, რადგან სუფრას უნდა მიხედოს, ჩაამატოს, თეფშები გამოცვალოს, სადილი შეაცხელოს…არ არის იმის გარანტია, რომ ნასვამი სტუმრები მშვიდობიანად დაიშლებიან და აყალ-მაყალს არ ატეხავენ.შედეგად, კმაყოფილები არიან მხოლოდ სტუმრები. მასპინძლები რჩებიან დაქანცულები, უამრავ გასარეცხ ჭურჭელთან, არეულ სახლთან და ცარიელ საფულესთან. ეს ნორმალურია?

შესაძლებელი ალტერნატივა – ხომ შიძლება იგივე თანხით სხვა რამით გაერთოს ადამიანი? მაგალითად წავიდეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აკვაპარკში, ან ითამაშოს პეინტბოლი. სტუმრები კარგად მოილხენენ და არ ექნებათ მაგიდის სერვირებაზე პრეტენზიები.არავინ ამბობს, რომ საერთოდ უნდა დაივიწყოთ სტუმრების მიღება სახლში, ეს ხომ ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ პატარა ვახშამი მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებთან უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე სართულებიანი სუფრა.

დასკვნა: თქვენთვის რა არის ყველაზე რთული საზეიმო სუფრის ორგანიზების დროს? გიყვართ ბევრი სტუმრების ერთდროულად მიღება და თქვენი გაკეთებული კერძებით გამასპინძლება? გელოდებით კომენტარებში!