ვაპირებ გათხოვებას, მაგრამ მივეჩვიე მარტო ცხოვრებას და არ ვიცი როგორ გამომივა სხვასთან ერთად ცხოვრება.

0
357

სახალისო პოსტი შეგვხვდა ინტერნეტში. 30 წელს გადაცილებულ ქალს შეუყვარდა ერთი მამაკაცი და ფიქრობს გაყვეს მას ცოლად თუ არა. მას კოგნიტური დისონანსი წარმოექმნა. საქმე იმაშია, რომ ქალი მიეჩვია მარტო ცხოვრებას და სათავისი საქმეების დამოუკიდებლად მართვას. ამიტომ ფიქრობს, რამდენად შეეწყობა თავის დალაგებულ პირად სისტემას ახალ ადამიანთან ერთად.ერთი მხრივ, არაფერია გასაკვირი. ეხლა ხომ ინტროვერტების დრო. ურთიერთობა აქვთ ინტერნეტის საშუალებით, შეხვედრები იშვიათად, ძირითადად დისტანციურად. ასე, რომ ამ ქალბატონის გაგება შეიძლება. პაპარაცის მისია არის, დაანახოს ქალს რეალობა.

ცხოვრების მამაკაცი

აი, რას წერს ის: 17 წლიდან ცხოვრობს მარტო. მანამდე მშობლებთან იყო, ქონდა თავისი ოთახი და იქედან მხოლოდ საჭმელად გამოდიოდა. ჰოდა, ერთ დღეს ტინდერში იპოვა მამაკაცი, რომელიც ძალიან მოეწონა. ეხლა კი არ იცის, შეძლებს თუ არა მასთან ერთად ცხოვრებას,როგორ დაიძინებს მასთან ერთად ერთ საწოლში, დაენახება აჩეჩილი თმებით, მაკიაჟის გარეშე, შეძლებს თუ არა თავისი საქმის კეთებას. დილით, საღამოს, ღამით – ის სულ გვერდით იქნება.მოუწევს მუდამ ფორმაში ყოფნა, თავის მოვლა, ლამაზად ჩაცმა, საჭმლის მომზადება და სხვა. აინტერესებს, როგორ ჯობია მოიქცეს?რა შეიძლება ვურჩიოთ? ურთიერთობები და სიყვარული ეს არის, როცა ადამიანებს ესმით ერთმანეთის პრობლემების გარეშე. ვიღაც თუ რაღაცას სწორად არ აკეთებს, ეს ბუნებრივია დაუნდა მიიღო. ახალ ცხოვრებასთან შეგუება მამაკაცსაც ჭირდება. ამიტომ ყველაფერი თანაბრადაა.

ცხოვრების მამაკაცი – თინდერიდან სავარაუდოდ, ისეთივე პიროვნება შეხვდება. ერთნაირები ხომ ერთმანეთს იზიდავენ? ამიტომ, დიდი შანსია, რომ საოცნებო მამაკაცი ისეთივე იქნება, როგორიც ის. ისხდებით სხვადასხვა ოთახებში კომპიუტერთან და მშვიდად გაერთობით და იმუშავებთ. ხოლო სამზარეულოში მოინახულებთ ერთმანეთს და იქა ჩაისთან დაილაპარაკებთ.ასე, რომ, ახალგაზრდა ქალბატონო, შეიძლება სულაც არ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გვერდით აღმოჩნდება ექსტრავერტი მაჩო, მასთან ურთიერთობა კარგ გამოცდილებად მიიღეთ. მიხვდებით, რამდენად გაშფოთებთ ბუნებრივი პროცესები და რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის ვნებიანი ჩახუტება საწოლში.აქტიურ მამაკაცებს ბევრი ინტერესი აქვთ: ფეხბურთი, მეგობრები, დროს ტარება და ა. შ. ცდა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს. თუ არ მოგეწონებათ, განაგრძეთ ცხოვრება მარტო და ამაყად.მამაკაცი ისეთივე ცოცხალი ადამიანია, როგორიც თქვენ. მას ალბათ, სხვა რამ შეიძლება ადარდებდეს, საპასუხისმგებლო მომენტებში გვერდით დაგიდგეთ, ან პირიქით, ზურგი შეგაქციოთ. ყოველი შემთხვევისთვის, ჯობია ფსიქოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. მამაკაცები ხშირად იქცევიან უღირსად, მაგრამ მათ შორის იდეალური ეგზემპლიარებიც გვხვდებიან.

რედაქციისგან: მოგვწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თემაზე და გაქვთ თუ არა თანაცხოვრების შიში. გახსოვთ ის პერიოდი, როცა ერთად დაიწყეთ ცხოვრება? რა სირთულეებს წააწყდით მაშინ?