როდესაც დგება საკითხი, რით შევღობოთ ნაკვეთი, მე ვირჩევ ყრუ კედელს პროფლისტისგან. რატომ? არ მინდა ვინმე იყურებოდეს ჩემს ეზოში და მინდა თავისუფლად ვიყო.
ყრუ ღობე
რატომ ყრუ ღობე – რითია კარგი? – თუ გადაწყვეტთ ამ სახის ღობის გაკეთებას, შეიძლება კრიტიკა დაიმსახუროთ მეზობლებისგან. ზოგი თვლის, რომ მსგავსი კედელი სოფელს იერსახეს უკარგავს, სახლს უქმნის ქარხნის ან რაიმე დაწესებულების იმიჯს და თუ ვინმე შემოიპარება, ვერავიმ დაინახავს.
შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ უცხო თვალისგან მოფარებული ტერიტორია ბევრად უკეთესი და მყუდროა, ვიდრე გაშლილი ეზო.ყრუ ღობე პირველ რიგში, იცავს ჩემს ეზოს არა ქურდებისგან, რომელთაც ვერანაირი წინაღობა ვერ შეაჩერებს, არამედ, თავად მეზობლებისგან. თითოეულ მათგანი ცდილობს შიგნით შემოიჭყიტოს და დეტალურად დაათვალიეროს, რა ხდება იქ. არ მინდა ჩემს პირად სივრცეში ვინმე უკითხავად იყურებოდეს.ჩვენში უყვართ სხვის ცხოვრებაში ჩახედვა, აინტერესებთ ყველა დეტალი. ყრუ კედლის არსებობის შემთხვევაშიც, თუ კარი ღია დაგრჩება, გამვლელი აუცილებლად შეანელებს ნაბიჯს და შიგნით შემოიხედავს. სად არის იმის გარანტია, რომ ქურდიც არ შეათვალიერებს სასურველ ნივთებს და მერე უკანონოდ მიითვისებს?
დახურული ტერიტორია ცნობისმოყვარე თვალისთვის – ამბობენ, რომ ევროპაში, ზოგან სახლებს, საერთოდ არ აქვს ღობე, მითუმეტეს ასეთი შენიღბული. ეს არ არის სიმართლე. ევროპელები ძალიან აფასებენ პრივატულობას, ამიტომ თავისი ტერიტორიის მონიშვნა მათთვის მნიშვნელოვანია. ამერიკაში შეიძლება შეგხვდეთ სახლები უმნიშვნელო შეღობვით. მაგრამ აქ მთავარი წესები და კანონებია, რომელიც დაწესებულია კონკრეტულ ქალაქებსა და დასახლებებში.არ მესმის, რატომ უნდა იყოს საკუთარი ეზო ყველასთვის დასანახი. ტერიტორია სახლის გარშემო ისეთივე კერძო საკუთრებაა, როგორც სახლის შიდა მხარე. ასე, რომ მის დაფარვაში პრობლემას ვერ ვხედავ.არაფერი მაქვს მეზობლების საწინააღმდეგო. მათ შეიძლება სულაც არ აქვთ ცუდი განზრახვა და უბრალოდ ჩვევა აქვთ სხვის ეზოში ცქერის. არანაირი სურვილი არ მაქვს ზედმეტი ჭორების და განხილვის, თუ რა მანქანა მიდგას ფარეხში. ამიტომ, ყრუ ღობე ჩემი საუკეთესო ვარიანტია. რაც უფრო ნაკლები ცნობისმოყვარე თვალი იქნება, ნაკლები პრობლემაა.
დასკვნა: თქვენ როგორ ღობეს ანიჭებთ უპირატესობას? მოგწონთ თუ არა ყრუ კედელი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.