ამაყი ქალი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, საშიში მონაპოვარია მამაკაცისთვის. ის არ დაიწყებს რომანტიკულ თამაშებს და არ წარმოაჩენს თავს გულუბრყვილო გოგონად. ასეთ ქალებს მოსწონთ დომინირება და მაშივე იქცევენ მამაკაცების ყურადღებას.ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს, თამამად იღებენ ყველაფერ საუკეთესოს, ისინი არაპროგნოზირებადი და საშიშები არიან. თუ ვინმე მოეწონებათ, აუცილებლად დაიპყრობენ მის გულს, ათამაშებენ და მოისვრიან. ასტროლოგები აფრთხილებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომ ეს ქალბატონები არავის დააჩაგვრინებენ თავს.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთაც განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული ღირსების გრძნობა.
- მერწყული – მერწყული თავისი გულღიობით და სიმსუბუქით იზიდავს მამაკაცებს. ისინი კარგი მოსაუბრე და შეუდარებელი საყვარლები არიან. ადვილად აკარგვინებენ პარტნიორს თავს. ამაყი, ქედმაღალი და საკუთარ თავში დარწმუნებულები არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. საკუთარ ინტერესებზე წინ არაფერს დააყენებენ.
- თევზები – ქალი თევზი არასოდეს მოუბოდიშებს მამაკაცს, არ დაიწყებს მის დევნას და ყურადღების მოპოვებას. მას ბევრი საქმე აქვს: სალონის მონახულება, მეგობრებთან შეხვედრა, სხვადასხვა შეკრება. გინდათ თავი შეაყვაროთ მომხიბვლელ ქალ-თევზს? მოგიწევთ სერიოზულად გაისარჯოთ. არ გქონდეთ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის იმედი. თუ შენ ქალაქში საუკეთესო მამაკაცი არ ხარ, ნურაფრის იმედი ნუ გექნება.
- კურო – კურო შთამბეჭდავი და გულუბრყვილოა. მას უყვარს ოცნება ლამაზ, უზრუნველ ცხოვრებაზე. გონებაში აშენებს ოცნების კოშკებს და ამიტომ ხშირად იმედგაცრუებული რჩება. ხშირად ტირის, ცდილობს გატეხილი გულის ნამსხვრევების შეგროვებას და სიყვარულის თავიდან დაწყებას. კურო არ აჩვენებს მამაკაცს თავის სიმპატიებს და საგულდაგულოდ მალავს ამას.
- მორიელი – მორიელი – გამორჩეული მაცდური და მანიპულატორია. მასთან კავშირი სახიფათოა, მაგრამ თუ გარისკავთ, ვნება წლების შემდეგაც არ გაგინელდებათ. მამაკაცები მარტივად იხიბლებიან მორიელით. ვისაც გაუმართლებს და რაღაც პერიოდი იცხოვრებს მასთან, მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ეს არის ყველაზე კაშკაშა და დაუვიწყარი ნიშანი ჰოროსკოპში. მისი მომხიბვლელობის საიდუმლო იმალება ქალურ სიბრძნეში, მუქ თვალებსა და მხურვალე ტემპერამენტში.
- ქალწული – ემოციური ძვრების სპეციალისტია. სკანდალის შემდეგ აქეთ ელოდება მამაკაცისგან მობოდიშებას და მან ჯობია გააკეთოს ეს, რადგან ქალწულების სიამაყეს საზღვარი არ აქვს. ხანდახან ზედმეტი მოსდით და ყველაზე მყარი კავშირის დანგრევასაც ახერხებენ.
თქვენი აზრით, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის ყველაზე რთული ურთიერთობა და რატომ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.